არქივი

რა?სად?როდის? #3

5212770802a7

1.2005 წელს აშშ–ში მიღებულ იქნა ახალი კანონი, რომლის მიხედვით, ფლორიდის შტატში ნებისმიერ ადამიანს ეძლევა უფლება, თავდაცვის მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღიდან გაფრთხილების გარეშე ცეცხლი გაუხსნას პოტენციურ თავდამსხმელს. კანონპროექტს გამოუჩნდა მრავალი მოწინააღმდეგე, რომლებიც თვლიან, რომ კანონი ეფექტური არ იქნება და შესაძლებელია მეტი სისხლისღვრაც კი გამოიწვიოს. ახალ კანონს ხალხმა დაანათლა სახელი, რომელიც რამოდენიმე წლის წინ შექმნილი ნაწარმოების სათაურს ემთხვევა. დაასახელეთ ამ ნაწარმოების სახელწოდება.

2.2007 წლის 12 სექტემბერს, ნოვოსიბირსკის ჰესზე გაჩნდა ხანძარი, რომელიც მეხანძრეთა დიდი ძალისხმევის შედეგად იქნა ლოკალიზებული. მიუხედავად ამისა მაინც მოხდა ეკოლოგიური დაბინძურება. ამასთან დაკავშირებით, ერთ–ერთ რუსულ საიტზე გამოჩნდა სტატია, რომლის სათაური ემთხვეოდა 1972 წელს, რამდენიმე ინგლისელის მიერ შექმნილი ნაწარმოების სახელწოდებას. დაასახელეთ ეს ნაწარმოები.

3.თქვენს წინაშეა დათო მაღრაძის ლექსის უკანსკნელი სტროფი:
„კინოფესტივალს მოაქვს დიდება,
კანის კანონსაც აუფრენ მუზებს,
Comment-ის ნაცვლად დაეკიდება
დაფა — “No Comment” გაღეღილ გულზე“.
მიხვდით რა სიტყვა შევცვალეთ ჩვენ სიტყვა “comment”–ით და დაასახელეთ გამოჩენილი ხელოვანი, რომელსაც მიუძღვნა ავტორმა ეს ლექსი.

4.დამტკიცებულია, რომ, ამ კუნძულზე ჩვენს წელთა აღრიცხვამდე IV ათასწლეულში, ადამიანმა დიდი რაოდენობით აღმოაჩინა ლითონი და დაიწყო მისი გამოყენება. ბევრი თქვენთაგანისათვის კი ცნობილია ამ კუნძულზე დატრიალებული ტრაგედია, რომელსაც კუნძულის მმართველი შეეწირა. არ გეკითხებით რომელ კუნძულზეა საუბარი, დაასახელეთ ზემოთხსენებული ლითონი, რომელმაც ერთ–ერთი ვერსიის თანახმად ამ კუნძულისგან მიიღო სახელწოდება.
სპილენძი

5.ამ პროდუქციის წარმოების მხრივ დღეისათვის მსოფლიოში მეორე ადგილი, 1931 წელს ვინმე სიოძირო იშიბაშის მიერ დაარსებულ კომპანიას უკავია. ამავე პროდუქციის წარმოებაში კი ლიდერის პოზიცია უჭირავს 1889 წელს, ძმების ედუარის და ანდრეს მიერ საფრანგეთში დაარსებულ კომპანიას. დაასახელეთ ძმების, ედუარის და ანდრეს გვარი, თუ ცნობილია, რომ იაპონურად სიტყვა ბაში ნიშნავს “ხიდს”.

6.როდესაც ამ ადამიანს შესთავაზეს, თავისი კომპანიის ლოგოტიპი შეეცვალა შვეიცარიული ჯვარით, მან უპასუხა: “ჯვარი ვერ შეცვლის ჩემს საცხოვრებელ ადგილს, ვინაიდან ის არა მხოლოდ საფირმო ნიშანია, არამედ ჩემი ოჯახის საგვარეულო გერბიაო”. შვეიცარიული კომპანია “Herzog und de Meuron Architekten”-ის დაპროექტებული “საცხოვრებელი ადგილი” კი 2008 წლიდან ერთი დედაქალაქის სიმბოლოდ იქცა. მიხვდით რა იგულისხმება “საცხოვრებელ ადგილში” და დაასახელეთ ეს დედაქალაქი.

7.1859 წელს, როდესაც ბრიტანეთის პარლამენტში 16 ტონიანი ნივთი მიიტანეს, ლორდმა ბენჯამინ ჰოლმა შესანიშნავი სიტყვა წარმოსთქვა ამასთან დაკავშირებით. შედეგად, იუმორისტულ მოტივებზე დაყრდნობით, პარლამენტში გადაწყვიტეს, რომ ამ ლორდის მეტსახელი ზედგამოჭრილი იქნებოდა ამ 16 ტონიანი ნივთისთვის. მაშ რა საგანი, რა ნივთი მიიტანეს პარლამენტში?

8.2006 წელს გაზეთ „აჭარა“–ში გამოქვეყნდა ტესტი, რომელიც მაგალითისათვის შეიცავდა შემდეგ კითხვებს:
— გიყვარდათ თუ არა ბავშვობაში თანატოლთათვის ფეხის დადება?
— მიგაჩნიათ თუ არა, რომ არ არსებობს გადაუჭრელი პრობლემა, მაგრამ არსებობს არასაკმარისი თანხა?
— გიყვართ ზღაპრების მოყოლა?
— შეგიძლაით თუ არა დიდხანს, გამართულად და გაუგებრად საუბარი?
კითხვა: დამისახელეთ ამ ტესტის სათაური! (აზრობრივად)

9.გუანტანამოს სამყრობილეში არის ბიბლიოთეკა, რომლითაც სარგებლობენ პატიმრები. პატიმართა შორის საკმაო პოპულარობით სარგებლობს წიგნების სერია ცნობილი ლიტერატურული პერსონაჟის შესახებ, განსაკუთრებით კი სერიის მე–3 წიგნი. ამასთან დაკავშირებით ჟურნალისტებმა დაწერეს სახუმარო ესსე, რომელსაც სათაურად წაუმძღავრეს სერიის მე–3 წიგნის სახელწოდება. ოღონდ ამ სათაურში ერთი სიტყვა შეცვალეს სიტყვით “გუანტანამო”. რა სიტყვა?

10.ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ბოლო 13 საუკუნის განმავლობაში „მათი“ რაოდენობა მუდმივად მცირდებოდა. თუ მე–10 საუკუნემდე მათი რიცხვი იყო 177, მე–15 საუკუნის ბოლოსკენ, რაოდენობა შემცირდა 145–მდე, ამჟამად კი 100 ნაკლებია დარჩენილი. იმავე მეცნიერების პროგნოზით, კიდევ რამდენიმე საუკუნის შემდეგ შეიძლება რამდენიმე ათეულიღა დარჩეს. თქვენს ფურცელზე დაწერეთ ნებისმიერი ამჟამად არსებული!

;)  ;)  წყარო : moazrovne.neT

მსგავსი ამბები

Back to top button