კალუგაში მეუღლეების – პაველ და სვეტლანა პროხოროვას ოჯახში ცხოვრობს 4 კატა- და ერთი ფოცხვერი, სახელად ზენი (Zen).
დაობლებული პატარა ფოცხვერი მეუღლეებმა გამოიყვანეს ცხოველთა თავშესაფრიდან 2009 წელს.
მფლობელების თქმით , ზენი ძალიან დამჯერი და ჭკვიანი ცხოველია; მას ძალიან უყვარს ელენე, მეპატრონეების ქალიშვილი, რომელსაც ეხლახანს შეუსრულდა 11 წელი; ფოცხვერი ზენი კატის გვარის ძუძუმწოვარა ცხოველია , როგორც სურათებიდან ჩანს , აქვს მოკლე კუდი ყურების ბოლოებზე, შეფერლობით ზენი ჩალისფერ-ყავისფერი და ხალებიანია, ავს ფართო თათები; ის ისე იქცევა, როგორც სხვა კატები სახლში, დაუჯერებელია, მაგრამ მას დღემდე სძინავს ელენესთან ერთად ერთ საწოლში ;
ფოცხვერ-ზენის კარგად კვებავენ ოჯახში , მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ სხვა ფოცხვერებთან შედარებით ზომით პატარაა, ეს სახეობა, როდესაც გაყავთ სანადიროდ კალუგას ახლომდებარე ტყეში, იგი უფრო მცირე ზომის ცხოველებს ეტანება. საკვები დიეტა დამოკიდებულია პატარა ზომის ცხოველებზე : ძირითადი სამიზნეა პატარა ძუძუმწოვრები, როგორიცაა მღრღნელები და მწერიჭამიები, ჩიტები, პატარა ზომის ქვეწარმავლები და ამფიბიები; ერთხელ კი ზენის საკბილო გახდა პატარა ევროპული ბოცვერი …