მისტერ „ჰამბურგერ ჰარი“ -ჰამბურგერების ყველაზე დიდი ფანი
ფლორიდას შტატში მცხოვრები 57 წლის ჰარი სპერლისთვის (Harry Sperl) ბურგერები არა მარტო გემრიელი სწრაფი კვების იაფი „დელიკატესია“, არამედ ამერიკული პოპულარული კულტურის სიმბოლოცაა, რომელიც იმსახურებს პატივისცემას ! „ ჰამბუგერი არის აშშ-ს სავიზიტო ბარათი“- განმარტავს სპერლი; სწორედ ამის გამო, ჰამბურგერის მოყვარული აგროვებდა ასობით ნივთს , რომელიც ჰგავს „ბურგერებს“ თავისი კოლექციისათვის (Burgerbilia). ამ კოლექციას სპერლი აგროვებდა დაახლოებით 23 წლის განმავლობაში ; მსოფლიოში ჰამბურგერების ერთადერთი მუზეუმი მდებარეობს ჰარი სპერლის (Harry Sperl) საცხოვრებელ სახლში… ნახეთ ვიდეო:
სპერლი აგროვებს სამახსოვრო „ბურგერის „ ნივთებს: ტელეფონი- ჰამბურგერი ,
ნათურა-ჩიზბურგერი, საწოლი-ბურგერი თავისი „ჰამბურგერი ბალიშებით“, რომელიც დამხადებულია შეკვეთით. მას ასევე აქვს ბურგერების ფორმის მუსიკალური ყუთები, ლასტიკები, საათები და ნოხები- ბურგერების მოხატულობებით. გერმანელმა ემიგრანტმა დააპროქტა და შექმნა თავისი სიამაყე – „ჰამბურგერ ჰარლი“ ( Hamburger Harley ), უნიკალური ჰამბურგერის ფორმის სამბორბლიანი ველოსიპედი, ხახვის დისკოებით და პიკელებული კიტრის სახელურებით. თავდაპირველად სპერლი ფიქრობდა გამოეყენებინა Volkswagen Beetle, ან იაფი მოტოციკლეტის ეტლი, მაგრამ საბოლოოდ სამბორბლიან ველოსიპედზე შეჩერდა…
მიუხედავად იმისა, რომ წარმოშობით გერმანელია , სპერლის უყვარს ცხოვრების ყველა ასპექტი ამერიკის შეერთებულ შტატებში. „მე მიყვარს ამინდი, მზე, პლაჟები, ოკეანე და „ამერიკულული ოცნება“, რომელიც აღნიშნას აშშ-ის „საშუალო მოქალაქის“ ცხოვრების იდეალს. ისეთი ქვეყანა, სადაც ყველას აქვს თვითრეალიზების საშუალება, სადაც ყველას შეუძლია იცხოვროს ისე, როგორც უნდა და გამოიტანოს მაქსიმალური სარგებელი ცხოვრებიდან. მან ამერიკულ ოცნებაში იგულისხმა , – „ოცნება ქვეყანაზე, რომელშიც ცხოვრება იქნება უფრო იოლი და მდიდარი ყველა ადამიანისათვის, მისი შესაძლებლობების ან მიღწევების თანახმად…მე ხომ გერმანელი ემიგრანტი ვარ და მომხრე ვარ ამერიკული ოცნების ცნების, რომელიც ხშირად დაკავშირებულია ემიგრანტებთან, რომლებიც მიდიან ამერიკაში უკეთესი ცხოვრების დაწყების მიზნით !!! “
გთხოვთ ნახოთ ვიდეო:
ცნობილმა ბრიტანელმა შეფ-მზარეულმა ჯეიმი ოლივერმა მაყურებელს აჩვენა, როგორ და რისგან მზადდება სინამდვილეში ჰამბურგერები, რომლებსაც მომხმარებლები მადიანად მიირთმევენ.
სწრაფი კვების იაფი “დელიკატესის” რეცეპტი ასეთია: კანი, ძვლები და ამონიუმის ჰიდროქსიდში გარეცხილი ქონი! “ამ ნაწარმს, რაც საქონლის ხორცის დაკეპვის და გადახარისხების შემდეგ რჩება, კულინარები ძაღლის საჭმელს ვუწოდებთ, განმარტავს შეფ მზარეული”:
მონიუმის ჰიდროქსიდში “გარეცხილი” ნარჩენები ხორცის ფერს იღებს და ჰამბურგერში ხორცის 70% სწორედ ეს კომპონენტია …
კიდე მოგინდებათ ჭამა?