არქივი
საინტერესო და უცნაური ფაქტები #24
- …„პირველყოფილი ძროხის“ (გარეული ძროხის) უკანასკნელი წარმომადგენელი 1627 წელს პოლონეთში მოკლეს…
- …საავტომობილო ფირმის „Ferrari“ სახელწოდება წარმოიშვა სიტყვისგან Ferrum, რაც ლათინურად რკინას ნიშნავს…
- …ლიბიის დროშა ერთადერთი ერთფეროვანი სახელმწიფო დროშაა მსოფლიოში…
- …გიბრალტარი ერთადერთი ადგილია ევროპაში, სადაც მაიმუნები ბინადრობენ…
- …ირანში უფრო მეტი აზერბაიჯანელი ცხოვრობს (30 მლნ), ვინემ აზერბაიჯანში (7,9 მლნ)…
- …ავარიის სახანოს ძლიერების მწვერვალზე მორჩილებისთვის ხარკს უხდიდნენ აზერბაიჯანისა და საქართველოს მმართველები…
- …ალასკის შტატი, რომელიც 1867 წლამდე რუსეთის კოლონიას წარმოადგენდა, აშშ–მ 7,2 მლნ დოლარად იყიდა.
- …პროსეკო, იტალიური შუშხუნა ღვინო, ცნობილია ძველი რომის პერიოდიდან…
- …ქართველთა აჯანყება ტექსელში ხანდახან ევროპაში მეორე მსოფლიო ომის ბოლო ბრძოლად მიიჩნევა…
- …პოეტის ნარცისისგან გამოჰყავთ ნარცისის ზეთი, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ეთერზეთი, რომელსაც მაღალი ხარისხის პარფიუმერიაში იყენებენ…
- …1953 წლის ივნისში ლავრენტი ბერიას დაპატიმრების შემდეგ, საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა სერგეი კრუგლოვმა დაიჭირა…
- …რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე განთქმული მწერალი თედორე დოსტოევსკი რუსული ავტოკრატიის (რუს. Самодержавие) პროპონენტი იყო…
- …ანგოლას ომი დამოუკიდებლობისთვის 1961-დან 1989 წლამდე გრძელდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ პორტუგალიამ ანგოლა 1975 წელს დატოვა…
- …პირველი გაზიანი წყალი სოდის ბიკარბონატისა და ლიმონათის შერევით 1796 წელს შექმნა ჯოზეფ პრისტლიმ…
- …ხის ხავსის, ლიქენის სახეობას Pseudevernia furfuracea, ძველი ეგვიპტელები ბალზამირებისას იყენებდნენ…
- …ინდის ცივილიზაციას კანალიზაცია ჯერ კიდევ ძვ. წ. III საუკუნეში ჰქონდა…
- …საპირფარეშოები იაპონიაში ამჟამად ტექნოლოგიურად ყველაზე განვითარებული საპირფარეშოებია მსოფლიოში…
- …ზოომუსიკოლოგია ცხოველთა შორის ხმოვანი კომუნიკაციის, ხმებისა და ვოკალიზაციების შესწავლას ქვია…
- …ბამბის ნაყინი პირველად საზოგადოებისთვის გაიყიდა 1904 წლის სენტ-ლუისის მსოფლიო ექსპოზიციაზე…
- …ჩვილ ბავშვებს კბილები წყვილ-წყვილად ამოსდით…
- …ვაშინგტონის სასტუმროში მეიფლაუერი კელვინ კულიჯის პერიოდიდან აშშ-ის ყოველი პრეზიდენტის საინაუგურაციო მეჯლისი ტარდება…
- …დონალდ მაკლაფლინის მიერ 1945 წლის გაეროს კონფერენციისთვის საერთაშორისო ორგანიზაციის შესახებ შექმნილი ლოგო შემდგომში გაეროს დროშის პროტოტიპი გახდა…
- …სერგო ფარაჯანოვის 1968 წელს გადაღებული კინოფილმი „ბროწეულის ფერი“ ფედერიკო ფელინიმ, ჟან-ლუკ გოდარმა და მიქელანჯელო ანტონიონიმ შედევრად აღიარეს. მიუხედავად ამისა, საბჭოთა მთავრობამ ფილმის ჩვენება აკრძალა, ხოლო თვით რეჟისორი კი 1973 წელს შრომით-გამასწორებელ კოლონიაში გადაასახლა…
- …მეორე მსოფლიო ომისშემდგომი ემიგრაციის წყალობით, კუინზი, ნიუ-იორკის ერთ-ერთი რაიონი, ამჟამად ყველაზე მრავალეთნიკური და მრავალენოვანი ადგილია დედამიწაზე…
- …სტენდალის სინდრომი ფსიქოსომატური დარღვევაა, რომელიც ტურისტებს ფლორენციაში ხელოვნების ნიმუშების დიდი რაოდენობის ერთდროულად ნახვისას უვითარდებათ…
- …ერევნის ტელეანძა ერთ-ერთი უმაღლესი ცალკემდგომი ზემაღალი კონსტრუქციაა მსოფლიოში…
- …ზვართნოცის საკათედრო ტაძარი პირველ სომხურ 100-დრამიან ბანკნოტზე იყო გამოსახული…
- …მიუნხენის საბჭოთა რესპუბლიკამ შვეიცარიას ომი გამოუცხადა, ვინაიდან მათ 600 ლოკომოტივი არ ათხოვეს…
- …თავადი მიხეილ ვორონცოვი ნაპოლეონის ომებში იბრძოდა, დააარსა ოდესა და 1844 წელს კავკასიაში რუსეთის შემოჭრას ხელმძღვანელობდა…
- …სასტუმრო რიცი ლონდონში პირველი სასტუმრო იყო, რომელიც პირად საპირფარეშოს სთავაზობდა სტუმრებს ყველა ნომერში…
- …სომეხმა მწერალმა და ლიტერატურათმცოდნე სურენ ავჩიანმა 1961 წელს სომხურ ენაზე თარგმნა კონსტანტინე გამსახურდიას „დიდოსტატის მარჯვენა“.
- …1961 წლის დაძველებული შატო ლატური ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ღვინოდ ითვლება…