გართობა

კონკურსი 8 (დასრულდა)

da7b2f3c3b32
დადგა ორშაბათი და შემდეგი კონკურსიც მზადაა.. თამაში დასწრებაზეა, ასე რომ იჩქარეთ = )

წინასწარ შეგახსენებთ, რომ გაიმარჯვებს ის, ვინც პირველად სწორად უპასუხებს მოცემულ დავალებას. პასუხების მიღება ხდება კომენტარების სახით.

mj1hi

რაც შეეხება პრიზს, როგორც იცით ჩვენი სპონსორი გახლავთ სვუპი.. იგივე swoop.ge, იგი ქართველ მომხმარებელს ახალ და საინტერესო სერვისს სთავაზობს.. მომხმარებლებს წარმოუდგენელი ფასდაკლებით შეუძლიათ შემოთავაზებული პროდუქტებისა და მომსახურების ყიდვა. იხილეთ ფეისბუქზე სვუპის გვერდი და გაიგეთ ყოველდღიური შემოთავაზებები.. http://www.facebook.com/SWOOP.ge

დღევანდელი გათამაშებისთვისაც სვუპმა დააწესა პრიზი, ეს გახლავთ 20 ლარის ღირებულების ვაუჩერი, მაისურზე სურათის დატანა კოდაკ ექსპრესში. იყავით კრეატიულები და ჩაიცვით თქვენი გემოვნების შესაფერისი მაისურები ;) გადაყვანა ხდება თქვენს კუთვნილ მაისურზე, სასურველია, მაისური თეთრი ფერის იყოს.

არ დაგავიწყდეთ, რომ როცა გამარჯვებულს გამოვაცხადებთ, და ეს თქვენ იქნებით.. უნდა მოგვწეროთ სახელი და გვარი, ამასთანავე იმეილიც!

ყველა კითხვაზე პასუხი აუცილებლად უნდა დაწეროთ ერთ კომენტარში. მხოლოდ ერთ ან ორ გამოცანაზე პასუხები არ განიხილება

დღეს დრო გექნებათ შეზღუდული, საათნახევრის განმავლობაში მიიღება სწორი პასუხები. ანუ 00: 40 წუთზე შეწყდება კონკურსი და გადამოწმდება გვყავს თუ არა გამარჯვებული.

რადგანაც ძნელი დავალებების შესადგენად არც დრო მქონდა და არც ხალისი, შედარებით ადვილი კითხვები გექნებათ მოცემული.

საკონკურსო დავალებები

პირველი კითხვა:
დაწერეთ გამოტოვებული სიტყვები შემდეგ გამონათქვამში:

,, ისწავლე …, იცხოვრე დღევანდელობით, იმედი გქონდეს …

მეორე კითხვა
თვისება არის ის, რაც შენ გაქვს, და არა ის, რასაც სხვები…

მესამე კითხვა
ერთმა მსახიობმა ასეთი რამ განაცხადა: დიახ, მეც ამ დიეტაზე ვარ, ბოსტნეული უნდა ვჭამო და ღვინო უნდა ვსვა. ამ დიეტის წყალობით დავკარგე 10 კილო და … (დაასრულეთ ფრაზა)

მეოთხე კითხვა

მე სულაც არ მეშინია ….., უბრალოდ არ მინდა აქ ვიყო, როდესაც ეს მოხდება.

მეხუთე კითხვა
…. ძალაუფლებაა, ღიმილი კი მისი მახვილი.

გამოვლინდა გამარჯვებული, ეს გახლავთ – goreli,
იხილეთ მოცემული დავალებების სწორი ვერსია:
1. ისწავლე გუშინდელით, იცხოვრე დღევანდელობით, იმედი გქონდეს ხვალინდელის.

2. თვისება არის ის, რაც შენ გაქვს, და არა ის, რასაც სხვები ფიქრობენ. (რომ გაქვს)

3. დიახ, მეც ამ დიეტაზე ვარ, ბოსტნეული უნდა ვჭამო და ღვინო უნდა ვსვა.. ამ დიეტის წყალობით დავკარგე 10 კილო და მართვის მოწმობა.

4. მე სულაც არ მეშინია სიკვდილის, უბრალოდ არ მინდა აქ ვიყო, როდესაც ეს მოხდება.

5. სილამაზე ძალაუფლებაა, ღიმილი კი მისი მახვილი.

მსგავსი ამბები

Back to top button