ფილმის გადაღება მარილიან მაღაროში
მარილიანი მაღარო რუმინეთის ტურდაში (Turda), გამოყენებულ იქნა, როგორც დეკორაცია ქრისტოფერ ნოლანის (Christopher Nolan’s) ახალი ფილმის გადაღებებში. ახალი ფილმი შეეხება ადამიან-ღამურას (Batman)- მინისერიაში „ბეტმენი: ბნელი რაინდის დაბრუნება“, რომელიც შექმნა მხატვარმა ფრენკ მილერმა.
ბეტმენის შემქმნელები არიან მხატვარი ბობ კეინი და სცენარისტი ბილ ფინგერი. Batman ასევე ცნობილია, როგორც „მოსასხამიანი ჯვაროსანი“, „ბნელი რაინდი“, „ბნელი რაინდი დეტექტივი“, „მსოფლიოს საუკეთესო დეტექტივი“ და სხვ.
Batman -ის ვინაობა ცნობილია – ეს არის მდიდარი ინდუსტრიალისტი, ქველმოქმედი და პლეიბოი -ბრიუს უეინი (Bruce Wayne). პატარა როცა იყო უეინი, მის თვალწინ დახოცეს მშობლები და მან დაჟინებით გადაწყვიტა კრიმინალს შერკინებოდა. ბეტმენი ცხოვრობს და მოქმედებს გამოგონილ ამერიკულ ქალაქ გოთემ სიტიში (Gotem City).
ბეტმენი ებრძვის ჩვეულებრივ კრიმინალებს და განსხვავებულ ბოროტმოქმედებს, როგორიც არის ჯოკერი. ბევრი სუპერგმირისგან განსხვავებით, მას არ გააჩნია სუპერძალა, იგი ავლენს ინტელექტს, გამოძიების ნიჭს , მეცნიერების ცოდნას და სხვ.
IGN-ის გამოკითხვაში „ყველა დროის 100 საუკეთესო კომიქსების გმირი“ ბეტმენმა მე-2 ადგილი დაიკავა სუპერმენის შემდეგ.