არქივი

10 საუკეთესო სუპერგმირი

eaf61c754a48

ამ პოსტში გთავაზობთ ყველა დროის 10 საუკეთესო სუპერ გმირს. :)
ბევრი ამ გმირებს ფილმებიდან იცნობს მაგრამ ცოტამ თუ იცის რომ ეს ფილმები კომიქსებზეა დაფუძნებული.

საქართველოში კომიქსები არც თუ ისე პოპულარულია, როდესაც ამერიკაში ყოველი მეორე ბავშვი კითხულობს ამას. კომიქსების ისტორიაზე საუბრით თავს აღარ შეგაწყენთ ამაზე უკვე დევს Wise Camel-ის ძალზე ამომწურავი პოსტი “კომიქსის ევოლუცია”.

ამერიკაში მოქმედებს ორი კომიქსების უდიდესი კომპანიაMarvel Comicsდა “DC Comics” ეს ათეული სწორედ ამ კომპანიების გმირებითაა დაკომპლექტებული.

#10. The Punisher (Marvel Comics)

1cae185547c4

“დამსჯელი” მოიაზრება ერთ-ერთ პირველ “ანტიგმირად” ან სუპერგმირად რომელიც ყოველთვის არ მოქმედებს ისე როგორც ჩვენ გვინდა :D

ამ გმირის კომიქსები ძირითადად მუქ ფერებშია დახატული რაც მის “მოღვაწეობაშიც” ნათლად აისახება. დამსჯელს შურისძიება ამოძრავებს მას ამოუხოცეს ოჯახი რამაც მისი პიროვნება სრულიად შეცვალა. სხვა სუპერგმირებისაგან განსხვავებით იგი დაუნდობელია, მის კომიქსებში ხშირია სისხლი, მკვლელობა და რა თმა უნდა ბევრი იარაღი :D

2004 წელს გამოვიდა პირველი ფილმი “Punisher”-ის შესახებ :

#9. Iron Man (Marvel Comics)

063612209ccc

რკინის კაცი იგივე ტონი სტარკი გენიალური ინჟინერი და “Stark Industries” დამაარსებელი. ტონი სტარკს მისი ჯავშანკოსტუმის გარეშე ზებუნებრივი ძალა არ გააჩნია. იგი იტანჯებოდა გულის დაავადებით შემდგომ კი მოიტაცეს იმისათვის რათა მასობრივი განადგურების იარაღი შეექმნა. ამ პერიოდში მან ააწყო ჯავშანჟილეტი ხელოვნური “გულით” რომელიც მას სიცოცხლეს უნარჩუნებს. რკინის კაცი წარმოდგენილია ორ წითელ და ყვითელ ფერებში. იგი ისვრის ულტრათანამედროვე იარაღს ხელებიდან და მკერდიდან, ასევე შეუძლია ფრენა.

2008 წელს გამოვიდა პირველი ფილმი “Iron Man” სადაც ტონი სტარკის როლს რობერტ დაუნი უმცროსი თამაშობს:

#8. Wonder Woman (DC Comics)

ae55fb83e192

“ქალი საოცრება” :D მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ქალი სუპერგმირი. იგი “შეიქმნა” მეორე მსოფლიო ომის პერიოდში მოკავშირე ქვეყნების მხარდასაჭერად (ისევე როგორ კაპიტანი ამერიკა) არის “სამართლიანობის ლიგის” წევრი. მას გააჩნია ზებუნებრივი ძალა, სისწრაფე და შეუძლია ფრენა. ამ გმირისათვის დამახასიათებელი იარაღია ოქროს მათრახი “სამართლიანობის ლასო”. მისი ფერებია წითელი, ლურჯი და ოქროსფერი. ქალი საოცრება მოიაზრება როგორც ფემინიზმის სიმბოლო და ქალთა უფლებების დამცველი.

2009 წელს გამოვიდა ანიმაციური ფილმი “Wonder Woman” (ამბობენ ფილმსაც იღებენო სადაც მთავარ როლში მეგან ფოქსს ვიხილავთ :) ) :

#7. Green Lantern (DC Comics)

52bea5186b4b

“მწვანე ფარანი” DC Comics-ის ერთ-ერთი ღირსეული წარმომადგენელი. მისი ისტორია ასე გამოიყურება: ერთი ჩვეულებრივი ამერიკელი ბიჭი ალან სკოტი გახდა “სამყაროს მცველთა” რჩეული მას გადაეცა ბეჭედი და ფარანი რომლებიც ანიჭებენ განუსაზღვრელ ფიზიკურ ძალას, ფრენის საშუალებას და ასე შემდეგ. მისი ფერი არის მწვანე. კომიქსების მიხედვით ასეთი “რჩეული” რამოდენიმე იყო სწორედ ამიტომ შეიქმნა “მწვანე ფარანთა ჯგუფი” რომლებიც ერთად იბრძოდნენ ბოროტების წინააღმდეგ.

2011 წელს გამოდის ფილმი ამ გმირის შესახებ “The Green Lantern” . მასში მთავარ როლს რაიან რეინოოლდსი ითამაშებს:

#6. Captain America (Marvel Comics)

a12af2bf54a8

“კაპიტანი ამერიკა” ითვლება ამერიკის სიმბოლოდ მისი კოსტუმიც ამ ქვეყნის დროში ფერებშია გადაწყვეტილი. იგი “შეიქმნა” მეორე მსოფლიო ომის პერიოდში კერძოდ კი ახალგაზრდა ჯარისკაცს სტივ როჯერსს გაუკეთეს სუპერადამიანის ფორმულა რის შედეგადაც მან მიიღო ზეადამიანური ძალა და ეხმარებოდა მოკავშირე ქვეყნებს ნაცისტების წინააღმდეგ ბრძოლაში. იგი არის “სამართლიანობის ლიგის” ლიდერი. ატარებს ამერიკის დროშის ფერებში გაფორმებულ ტყვიაგაუმტარ ფარს.

პირველი ფილმი კაპიტან ამერიკას შესახებ გადაღებულია 1990 წელს. ხოლო 2011 წელს გამოდის ახალი ფილმი “Captain America: The First Avenger”

რომლის ტრეილერიც ჯერ არ გამოქვეყნებულა. “Captain America 1990” :

#5. The Hulk (Marvel Comics)

ebbd92d76b92

“ჰალკი” ერთ-ერთი ყველაზე დიდი და დამანგრეველი პერსონაჟი. ხალხს ეს გმირი მისი პირველი კომიქსის გამოსვლიდან შეუყვარდა. ამის მიზეზი კი ისაა რომ ყველანი გავბრაზებულვართ და ამ დროს ასეთი ძალის ქონა ყველას გვდომებია. ჰალკი გადის ისეთი გმირების კატეგორიაში რომლებიც არაფერს ინდობენ და გზად ყველაფერს ანადგურებენ (ისევე როგორც “დამსჯელი”). ამ გმირის ისტორია სხვადასხვაგვარია რადგან იხატებოდა რამოდენიმე ადამინის მიერ. მაგრამ მათ შორის ყველაზე გავრცელებულია ეს ვარიანტი: ბრუს ბანერმა საკუთარი ხელებით შექმნა ბომბი რომლის აფეთქებამაც მისი ინფიცირება გამოიწვია. დაავადება მეტად საინტერესო აღმოჩნდა როდესაც ეს ადამინაი ბრაზდება იქცევა დამანგრეველ მონსტრად და რაც უფრო ძლიერად ბრაზდება მით უფრო მეტ ძალას იძენს :D . ჰალკის ფერი არის მწვანე. მის ძალებში კი აღსანიშნავია მისი ფიზიკური სიძლიერე. ერთ-ერთი კომიქსის მიხედვით ჰალკი ანადგურებს დედამიწაზე 2-ჯერ დიდ ასტეროიდს ერთ დარტყმაში :D

პირველი ფილმი ჰალკზე გამოვიდა 2003 წელს “Hulk” . შემდგომ 2008 წელს გადაიღეს ახალი ფილმი “The Incredible Hulk” . მაგრამ მე თუ მკითხავთ პირველი ჯობია :

#4. Wolverine (Marvel Comics)

6c6639866784

“სამურავი” კიდევ ერთი სასტიკი მაგრამ ხალხისათვის საყვარელი გმირი. თავდაპირველად იგი შქმნილი იყო როგორც უარყოფითი პერსონაჟი მაგრამ შემდეგ სიკეთის მხარეს გადმოინაცვლა. სამურავი ცნობილია როგორც X-Men-ის ლიდერი და ერთ-ერთი მთავარი პერსონა.მისი ისტორია კი ასე გამოიყურება: ჯეიმს ჰოულეტი, იგივე ლოგანი, არის მუტანტი, რომელიც ფლობს ცხოველის-მსგავს მგრძნობელობას, საოცარ ფიზიკურ შესაძლებლობებს, ძვლის ბრჭყალებსა და განკურნების უნარს, რაც საშუალებას აძლევს სწრაფად შეიხორცოს ნებისმიერი ჭრილობა, განიკურნოს დაავადებებისგან, ტოქსინებისგან… იქს-იარაღის შექმნის დროს, მუტანტის სხეულში მეტალი ადამანტიუმი შეიყვანეს, სწორედ ამ უნარმა გადაარჩინა იგი სიკვდილს და შესძინა ახალი მეტალი ბრჭყალები.კომიქსებში სამურავი ყვითელ და წითელ ფერებშია დახატული ხოლო ფილმში მისი პერსონაჟი ამ მხრივ შეცვლილია.

Wolverine-ი მონაწილეობს X-Men-ის ტრილოგიაში. ხოლო 2009 წელს გამოვიდა მისი “ავტობიოგრაფიული” :D ფილმი X-Men Origins Wolverine :

#3. Batman (DC Comics)

d235346dfaaa

მივუახლოვდით სამეულს და გამოჩნდენ ჩვენთვის ყველაზე ნაცნობი გმირები. სამეულს ხსნის ბეტმენი იგივე ღამურა კაცი. მისი ფერია მუქი შავი. იგი  მოიაზრება DC Comics-ის #2 სუპერგმირად.ბეტმენის ისტორია ასე გამოიყურება: მისი ვინაობა ცნობილია – ეს არის ბრიუს უეინი, მდიდარი ინდუსტრიალისტი, პლეიბოი და ქველმოქმედი. ბავშვობაში უეინის თვალწინ მოუკლეს მშობლები და მან გადაწყვიტა კრიმინალს შერკინებოდა. ბეტმენი ცხოვრობს და მოქმედებს მოგონილ ამერიკულ ქალაქში გოტემ სიტიში (Gottham City). იგი ებრძვის ჩვეულებრივ კრიმინალებს და განსხვავებულ ბოროტმოქმედებს, როგორიც არის ჯოკერი. ბევრი სუპერგმირისგან განსხვავებით, მას არ გააჩნია სუპერძალა, იგი ავლენს ინტელექტს, გამოძიების ნიჭს, მეცნიერებისა და ტექნოლოგიის კარგად ცოდნას და ფიზიკურ ძალებს.ბეტმენის კომიქსების ავტორის თქმით ამ გმირის მთავარი თვისება ისაა რომ ყოველ ჩვენგანს შეუძლია საკუთარ თავში ბეტმენის პოვნა (ამის უკეთ გასაგებად გირჩევთ უყუროთ ფილმს “Batman Begins” :) )

ამ სუპერგმირზე ბევრი ფილმია გადაღებული მათ შორის ჩემი საყვარელი ორია, ზემოდ ნახსენები და “The Dark Knight” . მოდით ვნახოთ პირველი რიმეიქი 1989 წლიდან “The Batman” სადაც ჯოკერის როლს გენიალური ჯეკ ნიკოლსონი ასრულებს:

#2. Spider Man (Marvel Comics)

b735d6dc0786

მეორე ადგილი წილად ხვდა ჩვენთვის ყველასათვის საყვარელ ადამიან ობობას :) . იგი დასახელებულია “Marvel Comics” #1 სუპერგმირად. მისი მთავარი ღირსება ისაა რომ სხვა სუპერგმირებთან შედარებით ასაკით ყველაზე პატარაა და შექმნილია უბრალო ახალგაზრდა ბიჭის პროტოტიპის მიხედვით. გადავავლოთ თვალი მის ისტორიას: პიტერი უნიკალური ნიჭით დაჯილდოვებული ნიუ-იორკელი მოზარდიa. ერთხელ მას უკბინა რადიოაქტიულმა ობობამ და პიტერის ორგანიზმმა დაიწყო გარდაქმნა. აღმოაჩინა რა საკუთარ თავში ობობისათვის დამახასიათებელი თვისებები (კედლებზე ცოცვა, აბლაბუდის ქსოვა), პიტერმა დაიწყო ბრძოლა ნიუ-იორკის კრიმინალურ სამყაროსთან. ერთხელ მან ვერ დაიჭირა ქურდი, რომელმაც მოგვიანებით მისი ბიძია ბენ პარკერი მოკლა. ასე რომ, პიტერს კიდევ ერთი საზრუნავი გაუჩნდა — უნდა ეპოვა ბენის მკვლელი. პარალელურად მან დაიწყო გაზეთ „Daily Bugle“-ში მუშაობა, დაქირავებულ ფოტოგრაფად, რომელიც გამოცემას აწვდიდა ფოტოების სხვადასხვა კრიმინალური შემთხვევებიდან. ორიგინალური ვერსიით პიტერ პარკერს არ გააჩნია ქსელის გამოშვების ბუნებრივი უნარი (გავიხსენოთ მულტისერიალი :D ) იგი ამას საკუთარი ხელით დამზადებული მექანიზმით ახერხებს.

ადამიან ობობაზე გადაღებულია მრავალი მულტისერიალი და სამი ფილმი. ასევე გამოდის მეოთხე ფილმი Spider-Man (2012) რომლის ტრეილერიც ჯერ არ გამოქვეყნებულა. სპეციალურად ამ ფილმისთვის შეიცვალა ყველა მსახიობი მათ შორის მთავარი როლის შემსრულებელიც. ხოლო პირველი ფილმი 2002 წელს გამოჩნდა კინოეკრანებზე “Spider Man”:

#1. Superman (DC Comics)

1cc9637e0c3a

და პირველი ადგილი!!! სუპერმენი! მგონი სახლიც ყველაფერს გვეუბნება. სუპერმენი ითვლება კომიქსების პიონერად და ყველა სუპერგმირის წინაპრად. პირველი კომიქსები მასზე 1938 წელს გამოვიდა. რომ არა სუპერმენი არ იარსებებდნენ ჩვენთვის დღემდე ცნობილი სხვა სუპერგმირები რადგან სწორედ მისმა პოპულარობამ განაპირობა ახალი გმირების შექმნის იდეა. მისი მოკლე ისტორია ასე გამოიყურება: სუპერმენი — სამართლიანობისათვის მებრძლი გმირია. ის – უცხოპლანეტური ცივილიზაციის წარმომადგენელია. მისი პლანეტა ქრიპტონი აფეთქდა, მაგრამ მისმა მშობლება კაფსულაში ჩასვეს და დედამიწისაკენ გაამგზავრეს. მისი დედამიწელი მშობლები არიან მარტა და ჯონათან კენტები, დედამიწელმა მშობლებმა კალ-ელს სახელი შეუცვალეს და კლარკ კენტი დაარქვეს. სუპერმენი ლურჯ-წითელ კოსტუმშია გამოწყობილი, რომელსაც მკერდზე გიგანტური ასო „ს“ ამშვენებს. ვერანაირი იარაღი მას ვერ ავნებს. მისი მოკვლა მხოლოდ ქრიპტონის ქვას შეუძლია, ეს რადიოაქტიური ნივთიერება სუპერმენის პლანეტიდან დედამიწაზე მოხვდა და მომაკვდინებაელია სუპერმენისთვის, ხოლო ადამიანიზე კი მისი ზემოქმედება მუტირებას იწვევს.

მისი შესაძლებლობები უსაზღვროა: სრული ხელშეუხებლობა (თუ ქრიპტონიტს და ჩაკ ნორისს არ ჩავთვლით :D ), რენტგენის მზერა, ლაზერული გამოხედვა, სუპერძალა, სუპერსისწრაფე, სუპერრეაქცია, ფრენის უნარი, სუნთქვის დიდხან შეკავების უნარი, ზესმენა, დიდი ინტელექტი. მოკლედ ამ ადამიანს ნამდვილად ეკუთვნის ეს ტიტული.
ამ გმირზე გადაღებულია მრავალი ფილმი და სერიალი “Smallville” რომელიც დღემდე პოპულარულია და უკვე მეათე სეზონს ითვლის. 2006 წელს გამოვიდა პირველი რიმეიქი “Superman Returns”:

მგონი ამ გმირთაგან რომელიმემ მაინც მოახდინა ზეგავლენა ჩვენს ბავშვობაზე :) ყველას გვიოცნებია მათ ადგილზე ყოფნა და სამყაროს გადარჩენა. დღეს კი ისღა დაგვრჩენია, თვალი მივადევნოთ თანამედროვე კინოს სადაც ეს გმირები არც თუ ისე საბავშვონი ჩანან როგორც კომიქსების გარეკანებზე. :)

P.S.

პოსტის კითხვაა: ვინ არის შენი საყვარელი სუპერგმირი? :P :D
ჩემი ხმა ობობას :)

ავტორი: Tsilo

მსგავსი ამბები

Back to top button