კულტურაუცნაური

მეცნიერებმა ამოხსნეს ათწლიანი საიდუმლო უცხოპლანეტელებზე

image

ათი წელი მაინც იქნება, რაც ატაკამას უდაბნოში, ჩილეში, აღმოაჩინეს ექვსდიუმიანი უცხოპლანეტელის ნაშთი. ეს აღმოჩენა უტყუარ მტკიცებულებად გამოდგება იმის თაობაზე, რომ დადასტურდეს მითები მათი არსებობის შესახებ. ის ცნობილი გახდა “ატაკამას ჰუმანოიდის”სახელით და “ატა” და არქვესმეცნიერებმა ერთხანს გადაწყვიტეს, რომ

image

ესაა ადამიანი. თეორიულად დაუშვეს, რომ ეს შეიძლება ყოფილიყო ჯერ კიდევ დაუბადებელი ნაყოფი ან მაიმუნი, ის უცხოელი ყოფილიყო, რომელმაც განიცადა ავარიული დაშვება დედამიწაზე ან სულაც აბსოლუტური ტყუილი- სატყუარა. მაგრამ ორშაბათს ჰოლივუდში აჩვენეს ახალი დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით – “სირიუსი”, სადაც ჩანს, რომ ამ უჩვეულო არსებას ჩაუტარდა დნმ -ის ტესტი და გამოარკვიეს მთელი საიდუმლო.

image

დოქტორმა სტივენ გრიგმა, რომელიც ხელმძღვანელობდა პროქტს და ფლობდა ყველა ინფორმაციას, გააქარწყლა კრიტიკოსების ვარაუდები იმის შესახებ, რომ სხეული მისტიფიკაციაა. მან თქვა: “ტომოგრაფიამ ნათლად გვაჩვენა შინაგანი ორგანოები, გული, ფილტვები. არავითარი ეჭვი არაა იმისა, რომ ეს ნამდვილად არის ორგანიმი და არა ბუტაფორია. ამ ფაქტს მხარი დაუჭირეს დოქტორმა ნოლანმა და დოქტორმა სტენფორდმა. უფოლოგები ძალიან დააინტერესა ფილმმა. ისინი ფიქრობენ, რომ გაეხსნებათ გზა თავიანთ საქმიანობაში. ექსპერტები ამბობენ, რომ ციცქნა ჩონჩხი ძალიან ჰგავს ადამიანების მიერ წარმოსახულ უცხოპლანეტელს.

image

“ატა” ნაპოვნი იყო 2003 წელს ოსკარ მუნიოსის მიერ, ლა ნორიაში, ატაკამაში, (ლა ნორიას ქალაქ-მოჩვენებას ეძახიან). მუნიოსმა ეს 15 სანტიმეტრიანი ჩონჩხი ეკლესიის მახლობლად იპოვა.

image

 

 

წყარო : http://intermedia.ge

Back to top button