კულტურაუცნაური

დამთვალიერებლის უყურადღებობამ 25 წლის თეთრი დათვის სიკვდილი გამოიწვია

1903981 515256085260878 127328989 n

დამთვალიერებელთა უყურადღებობამ ზოოლოგიური და ბოტანიკური დაკვირვების ცენტრ ვილჰელმში, რომელიც გერმანიის ქალაქ შტუტგარტში მდებარეობს, მობინადრე 25 წლის თეთრი დათვის(იგივე ზღვის დათვის Ursus maritimus – ) სიკვდილი გამოიწვია. კერძოდ კი ერთ-ერთი(ჯერ უცნობი) დამთვალიერებლის ქურთუკი აღმოჩნდა დათვის ბუნაგში, მან კი მთლიანად შეჭამა შემთხვევით(ჯერ კიდევ დაუზუსტებელი ინფომაცით) მოხვედრილი ტანისამოსი.

რამდენიმე დღის წინ “ვილჰელმის დაკვირვების ცენტრის” კუთვნილებაში შემავალ ზოოპარკში მოხდა ინციდენტი, რამაც ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო ოთხფეხა ცხოველის თეთრი დათვის სიკვდილი გამოიწვია. დამკვირებელთა განცხადებით მათმა ბინადარმა ოთხფეხამ საკვების მიღება შეწყვიტა, შემდეგ რამდენიმე დღე “უხასიათოდ” იყო, ხოლო ბოლოს კი უზარმაზარი ცხოველი ფეხზე ვერ დგებოდა. ვეტერინარებმა ამგვარი სიმპტომების გამოვლენის შემდეგ მიხვდნენ, რომ საქმე რთულად იყო და წამლების მიღება დაუწყეს. რამაც ცხოველს პირღებინება დააწყებინა და საბოლოო ჯამში გარკვეული რაოდენობის ქურთუკის ნაფლეთით გამოთავისუფლდა, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, რადგან ვეტერინართა ჩარევა დაგვიანებული გამოდგა და ცხოველს უკვე აღარაფერი შველოდა.

ვინაიდან გარემეულმა ცხოველმა ვერ მოახერხა ქურთუკის ნაჭრის მონელება მას დაუზიანდა რამდენიმე ორგანო.
ზოოპარკის დამკვირვებლებისა და ვეტერინართა განცხადებით, რომ არა ეს უბედური შემთხვევა ძუძუმწოვარი ცხოველი მათ ზოოპარკს 10-15 წლის განმავლობაში გაალამაზებდა და შეავსებდაო.
“ყოველთვის, როცა მის გალიაში უცხო ნივთები ვარდებოდა ნაფლეთებად აქცევდა ხოლმე მათ, – განაცხადა ზოოპარკის დამკვირვებელმა. ვერ გეტყვით, თუ რატომ ჩათვალა დათვმა ქრუთუკი საკვებად, მაგრამ მასთან ურთიერთობის 10 წლიანი გამოცდილება მქონდა და ამ დროის მანძილზე ის მართლაც დამჯერაც იქცეოდა, რითაც უამრავი დამთვალიერებელის ყურადღებაც მიიპყრო”.

1903981 515256085260878 127328989 n
ამ შემთხვევის გარდა ამავე ზოოპარკში რამდენიმე წლის წინ ბეჰემოთიც გარდაიცვალა, მან გოლფის ბურთის გადაყლაპვა მოახერხა, რითაც მალევე გაიგუდა ეს უზარმაზარი ცხოველი.
იხილეთ ვიდეო:

ასევე იხილეთ ვიდეო თეთრი დათვების შესახებ:

Back to top button