არქივი

ამადეო მოდილიანი

f1a5dac3e74f

გაგრძელებაში იხილავთ მის ბიოგრაფიას და ნახატებს..

ცნობილი მხატვარი ამადეო მოდილიანი 1884 წლის 12 ივლისს, ებრაელების ოჯახში, იტალიაში დაიბადა.
1889 წლიდან მან უკვე დაიწყო ხატვა. 1902-1903 წლებში მოდილიანი ფლორენციასა და ვენეციაში ხატვის ტექნიკას ეუფლებოდა. 1906 წელს, დედის დახმარებით, ის პარიზში გაემგზავრა.

თავიდან ის მონმარტზე დასახლდა, თავის მეგობრებთან სუტინთან და ლიფშიცთან ერთად, რომლებიც ასევე ექსპრესიონისტი მხატვრები იყვნენ.
მოდილიანი სულ მალე ჩაერთო პარიზის ღამის ცხოვრებაში და სწორედ ამიტომ მას ბოჰემური ადამიანის რეპუტაცია შეექმნა, რამაც საბოლოო ჯამში დაღუპა კიდეც.
მოდილიანი მუშაობდა მანამდე, სანამ ცოცხალი იყო. ალკოჰოლმა და ჰაშიშმა ვერ ჩააქრეს მისი სურვილი მუდამ საქმეში ყოფილიყო ჩართული. ადრეულ პერიოდში ის ქანდაკებებსაც ქმნიდა და საკმაოდ წარმატებულადაც, თუმცა მან მხოლოდ მხატვრობაზე ფოკუსირება არჩია.
მოდილიანის ცხოვრება პროტესტების სერიებს გავს. მას პროტესტი უჩნდებოდა ბურჟუაზიის, ხატვის მასწავლებლების და იმ ადამიანების მიმართ, ვინც მის ტალანტს სათანადოდ ვერ აფასებდა.
უკიდურეს გაჭირვებაში მცხოვრებმა მხატვარმა მრავალი ნამუშევარი მხოლოდ იმის გამო დაკარგა, რომ ბინის ქირას ვერ იხდიდა და ხშირად სხვაგან გადაბარგება უწევდა.
1914 წლიდან, როდესაც მხატვარს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუუარესდა, მან ექსკლუზიურად მწერალ ლეოპოლდ ზბოროვსკისთვის დაიწყო ხატვა. ეს უკანასკნელი ამადეოს წარმომადგენლად ითვლებოდა და ეხმარებოდა მას ნახატების გაყიდვაში. სწორედ მან შეუწყო ხელი მოდილიანის სამხრეთ საფრანგეთში გადაბარგებულიყო, რადგან ამ წლებში პარიზში ცხოვრება, პირველი მსოფლიო ომის გამო შეუძლებელი გახდა.

1917 წლის 3 დეკემბერს, მოდილიანის პირველი პერსონალური გამოფენა ერთ-ერთ გალერეაში გაიხსნა. პოლიციის უფროსი შეაშფოთა შიშველი ქალბატონების გამოსახულებებმა და აიძულა მხატვარი გამოფენა სასწრაფოდ დაეხურა.
სწორედ ამ წელს, მოდილიანიმ წერილი მიიღო ყოფილი საყვარლისაგან, რომელიც ატყობინებდა, რომ მისგან შვილი ეყოლა. მოდილიანიმ ბავშვი არ აღიარა.
1918 წელს მხატვარმა ჟანა ჰებუტერნი გაიცნო, რომელთანაც არაოფიციალური ურთიერთობა აკავშირებდა. ჟანა მის მოდელადაც იქცა.

გაზაფხულზე, ისინი ერთად დაბრუნდნენ პარიზში, სადაც მოდილიანის პირველი ქალიშვილი შეეძინა. მისი ნახატებიც უკეთესად იყიდებოდა. თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ 1920 წლის იანვარში ტუბერკულიოზისა და მენინგიტის დიაგნოზით ამადეო მოდილიანი გარდაიცვალა. ამ დროს ჟანა მეორე ბავშვს ელოდებოდა. ამადეოს გარდაცვალების შემდეგ კი მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ის მშობლების სახლის ფანჯრიდან გადმოხტა და ადგილზევე გარდაიცვალა.

7a9005e0c599

3da9fff88001

7f9378dc2775

ef4c7719e2c7

aa16b56a5e52

წყარო: www.join.ge

მსგავსი ამბები

Back to top button