კაპუცინების განსასვენებელი
სიცილიაზე ქალაქ პალერმოში არის ერთი საკმაოდ უცნაური ადგილი – კაპუცინების კატაკომბა,სადაც განისვენებს რვა ათასამდე ადამიანის მუმიფიცირებული და ბალზამირებული სხეული.ესენი იყვნენ კათოლიკური ეკლესიის ფრანცისკანული მიმართულების კაპუცინთა ორდენის წევრები.
1525 წელს ფრანცისკანელმა ბერმა ბასიმ ურბინოში შექმნა კაპუცინთა ორდენი,ხოლო 1529 წელს ორდენი ოფიციალურად დაამტკიცა რომის პაპმა კლიმენტ მეშვიდემ.კაპუცინებს ეს სახელი შეარქვეს მათი მოსასხამების გამო.
კაპუცინთა ორდენი
ორდენის წევრები იყვნენ კათოლიკე ბერები და პადრეები.მათ ჰქონდათ საკუთარი ტაძარი,რომელიც ცნობილია კაპუცინთა მონასტერის სახელით.
კაპუცინთა მონასტერი
კაპუცინთა ორდენში რამდენიმე ათასი ადამიანი გაერთიანდა,ამიტომ ორდენის ხელმძღვანელმა გადაწყიტა რომ წევრებისათვის საერთო განსასვენებელი შეექმნა.ამ მიზნით კაპუცინთა მონასტერის სარდაფებში შექმნეს კატაკომბების ქსელი(კატაკომბა-ბუნებრივი ან ხელოვნური მიწისქვეშა სათავსები, რომლებსაც ძველად რელიგიური წეს-ჩვეულებების შესასრულებლად და მიცვალებულთა დასამარხავად იყენებდნენ).
1599 წელს დაასვენეს ორდენის წევრი სილვესტრე,მაგრამ ეს არ იყო ჩვეულებრივი დამარხვა ან დასაფლავება,კაპუცინთა ორდენის წევრებმა გამოთქვეს სურვილი რომ მათი სხეულები არ დაემარხათ,მოეხდინათ მათი მუმიფიკაცია ან ბალზამირება და დაესვენებინათ.
მრავალმა ორდენის წევრმა(და არა მარტო მათ) გამოთქვა სურვილი სიკვდილის შემდეგ კატაკომბაში დასვენებისა,მაგრამ ადგილები შეზღუდული იყო.ამიტომ 1743 წლიდან აქ დასვენების უფლებას იძლეოდა პალერმოს არქიეპისკოპოსი ან უშუალოდ ორდენის მეთაური.
1822 წელს გადაწყდა კატაკომბათა ქსელის დახურვა,მიუხედავად ამისა რამდენიმე გამონაკლისი მაინც დაიშვა.1911 წელს ამერიკის ვიცე-კონსულმა იტალიაში ჯოვანი პატერნიტიმ გამოთქვა სურვილი კატაკომბაში დასვენებისა და ეს სურვილი მას სიკვდილის შემდეგ აუსრულეს.1920 წელს კი აქ დაასვენეს ბოლო ადამიანი,ეს იყო ვინმე როზალია ლომბარდო.
ჯოვანი პეტერნიტი
როზალია ლომბარდო
ახლა რაც შეეხება მუმიფიცირებისა და ბალზამირების წესებს.
ყველაზე ხშირად გამოიყენებოდა გვამის გამოშრობის მეთოდი-გვამს ათავსებდნენ სპეციალურ კამერაში 8 თვით,შემდეგ სხეულს ავლებდნენ ძმარში,ახდენდნენ მუმიფიცირებას აცმევდნენ ტანსაცმემელს.ამის შემდეგ სხეულს ათავსებდნენ კატაკომბების დერეფნებში ან სპეციალურ თავღია აკლდამებში.კატაკომბის დათვალიერება და მუმიფიცირებული ადამიანების ნახვა ნებისმიერს შეეძლო.
ასევე გამოიყენებოდა ბალზამირების მეთოდიც,გამოიყენებოდა სპეციალური ხსნარი.ბალზამირებას ახდენდა ექიმი ალფრედო სალაფია.ბალზამირების დროს გამოყენებული ხსნარი დიდ ინტერესს იწვევდა სამედიცინო წრეებში,მაგრამ სალაფიამ ხსნარის შემადგენლობის საიდუმლო საფლავში ჩაიტანა.
შემდეგ წლებში ჩატარდა ხსნარის ანალიზი და საიდუმლოს ნაწილობრივ აეხადა ფარდა.ხსნარი შედგებოდა ფორმალინის,სპირტის,გლიცერინის,იოდისა და სხვა ინგრედიენტებისგან.
დღეს კაპუცინთა კატაკომბებში 8000 ადამიანის მუმიფიცირებული და ბალზამირებული სხეული განისვენებს.
კაპუცინთა ორდენი დღესაც განაგრძობს არსებობსა,2005 წლის მონაცემებით მასში გაერთიანებულია 18 309 ბერი და 7 080 მღვდელი.
Don Mindia