TECH & მეცნიერებაგართობაუცნაური

ათი ცხოველი, რომელთა გადაშენების წყალობით ჩვენ ცოცხლები ვართ

image

დღესდღეობით ადამიანი დომინანტი მტაცებელი არსებაა დედამიწაზე და ეს მოხდა იმის წყალობით, რომ უამრავი ურჩხული ჩვენს გაჩენამდე გადაშენდა. ისინი რომ დღეს ცოცხლები იყვნენ, – საკითხავია, ვინ იდგებოდა განვითარების ჯაჭვის სათავეში.

 

მაშ ასე, წარმოგიდგენთ დიდი ხნის წინ გადაშენებული ცხოველების ათეულს, რომელთა გადაშენების წყალობით ჩვენ ცოცხლები ვართ.

 

image

 

1. არგენტავისი

image

არგენტავისი 5-7 მილიონი წლის წინათ ცხოვრობდა თანამედროვე არგენტინის ტერიტორიაზე. ის იწონიდა დაახლოებით 70 კილოგრამს, იყო 1, 5 მეტრამდე სიმაღლის და გაშლილი ფრთების სიგანე 7 მეტრს აღწევდა. არგენტავისის თავის ქალა 45 სანტიმეტრი სიგრძის, ხოლო მხრის ძვალი დაახლოებით ნახევარი მეტრი სიგრძის იყო. ამიტომ არგენტავისი დედამიწის ისტორიაში ყველაზე დიდ ფრინველად ითვლება. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ამ ფრინველს შეეძლო ჰაერში ნარნარი ისევე, როგორც პლანერს და მას უნარი ჰქონდა განევითარებინა 240 კმ/სთ სიჩქარე, თუმცა ბიოლოგებმა ჯერ არ იციან, როგორ ახორციელებდა ასეთი წონის ფრინველი აფრენა-დაფრენას.

 

2. დუნკლეოსტეი

image

დუნკლეოსტეი ითვლება ყველაზე დიდ პრეისტორიულ ჯავშნიან თევზად. მისი თავი და მკერდი დაფარული იყო მყარი უხეში ჯავშნით. კბილების მაგივრად ამ არსებებს ჰქონდათ ორმწკრივი ბასრი ძვლოვანი ფირფიტები, რომლებიც აყალიბებდნენ კაუჭოვან სისტემას. მისი ერთ-ერთი გაქვავებული ჩონჩხი, რომელიც არქეოლოგებმა იპოვეს, 10 მეტრი სიგრძის იყო და სავარაუდოდ ამ თევზის წონა 4 ტონამდე აღწევდა. ასე რომ, არცერთი მეთევზე არ ისურვებდა მის ანკესს ეს ურჩხული მოსდებოდა. ეს გიგანტური ჯავშნოსანი თევზები გადაშენდნენ დევონური პერიოდიდან ქვანახშირის პერიოდში გადასვლის დროს.

 

3. კიბომორიელი

image

ეს გიგანტური ზღვის არსება გამოიყურებოდა, როგორც მორიელისა და კიბო ომარის ნაჯვარი. მას ჰქონდა შემზარავი კუდი და ბრტყელი ფარფლები. კიბომორიელები, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გვანან თანამედროვე მორიელებს, სულ სხვა ჯგუფს მიეკუთვნებოდნენ, კერძოდ, ევრიპტერიდებს. ისინი მრავალი მილიონი წლის მანძილზე ცხოვრობდნენ დედამიწაზე და გადაშენდნენ პერმული პერიოდის დროს. ამ არსებების სიგრძე 2, 5 მეტრს აღწევდა.

 

4. ენდრიუსარხი

image

სავარაუდოდ, ენდრიუსარხი იყო დედამიწაზე მცხოვრები ყველაზე დიდი გადაშენებული ძუძუმწოვარი, რომელიც გვიანი ეოცენის პერიოდამდე ცხოვრობდა აღმოსავლეთ აზიაში. ენდრიუსარხი წარმოადგენდა გრძელსხეულიან და მოკლეფეხებიან დიდთავა მხეცს. მისი თავის ქალის სიგრძე 83 სმ, სხეულის სიგრძე 3, 5 მეტრს აღწევდა კუდის გარეშე, ხოლო კუდი 1, 5 მეტრამდე სიგრძის იყო. ამ გიგანტური ძუძუმწოვრის წონა ერთ ტონამდე შეიძლება ყოფილიყო. ენდრიუსარხი-პრიმიტიული ჩლიქოსანი იყო და ითვლება ვეშაპისა და წყვილჩლიქიანების წინაპრად. ის დედამიწაზე ცხოვრობდა დაახლოებით 45 მილიონი წლის წინ.

 

5. კეტცალკოატლი

image

ეს არსება ერთ-ერთი უდიდესია იმ გიგანტური ფრთოსნებიდან, რომლებიც კი ოდესმე ცხოვრობდნენ დედამიწაზე. მის სახელწოდება დაკავშირებულია აცტეკების ღმერთის კეტცალკოატლის სახელთან, რომელიც ფრთოსან გველს წაარმოადგენდა. მფრინავი არსება ცხოვრობდა გვიანდელ ცარცულ პერიოდში. ეს იყო ნამდვილი ცის მეფე, რომლის ფრთების სიგანე გაშლილ მდგომარეობაში 12 მეტრს აღწევდა, ხოლო სიმაღლე 10 მეტრს. თუმცა მისი წონა არც ისე დიდი იყო – დაახლოებით 100 კილოგრამი. კეტცალკოატლს ჰქონდა მახვილი ნისკარტი, რომლითაც ის საკვებს მოიპოვებდა. ამ არსების გაქვავებული ჩონჩხი პირველად ნაპოვნი იქნა 1971 წელს აშშ-ში, ბიგ-ბენდის პარკში (ტეხასისი შტატი). ფრინველი იმდენად ძლიერი იყო, რომ ადგილიდან შეეძლო მოწყვეტით აფრენა, ყოველგვარი გარბენის გარშე. კეტცალკოატლი დაახლოებით 40-45 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა დედამიწაზე.

 

6. გიგანტოპითეკი

image

ეს სახელი უკვე ბევრს ლაპარაკობს – ეს იყო უზარმაზარი მაიმუნი, ორანგუტანგის ნათესავი, რომელიც ჩინეთის, ინდოეთისა და ვიეტნამის ჯუნგლებში, მთებსა და ბამბუკის ჭალებში ცხოვრობდა პლეისტოცენის პერიოდში. გიგანტოპითეკები სამ მეტრამდე სიმაღლის იყვნენ და მათი წონა 550 კილოგრამს აღწევდა. ისინი ძალიან ძლიერები იყვნენ და იოლად იცავდნენ თავს სხვა მტაცებლებისაგან. გიგანტოპითეკები 300 ათასი წლის წინ დაიღუპნენ, სავარაუდოდ, ადრეული ხანის ადამიანების ხელით ან კლიმატური პირობების ზეგავლენით. რა თქმა უნდა, იმ მეცნიერებს, ვისაც თოვლის კაცის არსებობის სჯერა, იმედი აქვთ, რომ ამ ცხოველების რამოდენიმე შთამომავალი ჯერ კიდევ ცხოვრობს ჰიმალაის მთებში.

 

7. ჩანთოსანი ხმალკბილა ვეფხვი

image

Sparassodonta-ის ჯიშის ჩანთოსანი მტაცებელი ცხოველი, რომელიც დედამიწაზე 10 მილიონი წლის წინ, მიოცენის პერიოდში ცხოვრობდა, ზომით იაგუარზე ოდნავ დიდი იყო. მის ზედა ყბაზე გამუდმებით იზრდებოდა უზარმაზარფესვიანი ბასრი ეშვი, ეგრეთ წოდებული ხმალი. ეს ცხოველი, სავარაუდოდ, მსხვილ ბალახისმჭამელებზე ნადირობდა. გადაშენდა პლიოცენის ბოლო ხანაში, როგოც ჩანს, მან ვერ გაუძლო კონკურენციას კონტინენტზე ახლადდასახლებულ ხმალკბილა კატებთან.

 

8. ჰელიკოპრიონი

image

ეს ცხოველი ცნობილია თავისი უცნაური სპირალისებრი კბილებით. ითვლება, რომ ჰელიკოპრიონი ქვანახშირის პერიოდში ცხოვრობდა. ის იყო ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვანი ცხოველებიდან, რომლებმაც პერმო-ტრიასული მასიური გადაშენებისას გადარჩნენ, მაგრამ ტრიასული პერიოდის ბოლოს ეს არსება მაინც გადაშენდა. ამ ცხოველის გაქვავებული მთლიანი ჩონჩხი არაა ნაპოვნი, თუმცა მეცნიერებმა იპოვეს უცნაური, სპირალისებური კბილები და რამოდენიმე თავის ქალა. ეს კბილები ცხოველს ეხმარებოდა ნადირობაში. ჰელიკოპრიონი თანამედროვე ზვიგენის წინაპრად ითვლება. მათი სიგრძე 2-3 მეტრს, ხოლო სპირალისებური კბილების სიგრძე 25 სანტიმეტრს აღწევდა.

 

9. შემზარავი ფრინველი

image

ეს ფრინველები მთავარ მტაცებლებად ითვლებოდნენ სამხრეთ ამერიკის ტერიტორიაზე მიოცენის, პლიოცენის და პლეისტოცენის პერიოდებში. შემდეგ ისინი ჩაანაცვლეს დიდმა კატებმა და სხვა ძუძუმწოვრებმა. მათ არ შეეძლოთ ფრენა, მაგრამ საკმაოდ სწრაფად დარბოდნენ. ზოგიერთი მკვლევარის აზრით, ისევე სწრაფად, როგორც ლეოპარდები. ისინი 3 მეტრამდე სიმაღლის იყვნენ და ნახევარ ტონამდე იწონიდნენ. ფრინველების მთავარი იარაღი იყო ბასრი გრძელი ნისკარტით შეიარაღებული თავი და უზარმაზარი საყლაპავი მილი, რაც საშუალებას აძლევდათ მათ მოზრდილი ძაღლის ზომის ნადავლი მთლიანად გადაეყლაპათ და რაც ყველაზე შემზარავია, ამ საშინელ ფრინველებს მოკაუჭებული ნისკარტის წყალობით შეეძლოთ ცხენისხელა ცხოველებსაც კი მორეოდნენ.

 

10. მეგისტოტერიუმი

image

ეს იყო გიგანტური გიენოდოინტიდი, რომელიც ადრეულ და შუა მიოცენის პერიოდში ცხოვრობდა (2-15 მილიონი წლის წინათ), ითვლება ხმელეთის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ძუძუმწოვრად. მისი გაქვავებული ნარჩენები ნაპოვნია აღმოსავლეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ აფრიკაში და სამხრეთ აზიაში. ცხოველის სხეულის სიგრძე დაახლოებით 4 მეტრს აღწევდა, კუდის სიგრძე 1, 5 მეტრს, ხოლო სიმაღლე – 2 მეტრს. მეგისტოტერიუმის წონა 880-1400 კილოგრამამდე იყო.

 

წყარო : intermedia.ge

იხილეთ ასევე
Close
Back to top button