არქივი

ძაღლის დანიშნულება

e93fbccc135b

წარმოგიდგენთ ძაღლის რამდენიმე კატეგორიას და მცირედ ინფორმაციას მათზე

1) მონადირე  კურცხალი
e93fbccc135b
მოკლებეწვიანი მეძებარი ძაღლის ჯიში. კონინენტურ მეძებართა შორის ფართოდაა გავრცელებული. გამოყვანილია გერმანიაში XIX საუკუნის დამლევს ადგილობრივი, ფრანგული და ესპანური მეძებრების შეჯვარებით. ექსტერიერისა და საველე თვისებების გასაუმჯობესებლად აჯვარებდნენ ინგლისურ პოინტერთან. ამავე პერიოდში შემოიყვანეს რუსეთში, შემდეგ მცირე რაოდენობით საქართველოშიც გავრცელდა. კურცხალისთვის დამახასიათებელია მაგარი მშრალი ტიპის კონსტიტუცია, გაწონასწორებული და მოძრავი ტემპერამენტი, კარგად განვითარებული ძვალ-კუნთოვანი სისტემა. ძებნის დროს მოძრაობს ზომიერი ოთხით ან სწრაფი ჩორთით. აქვს უნივერსალური ყნოსვა, კარგად მოაქვს მოკლული ფრინველი. ხვადის სიმაღლეა 62-66 სმ, ძუსი 58-64 სმ. ყავისფერია, ზოგჯერ ყავისფერლაქებიანი ან კოპლებიანი თეთრი. საშუალოდ კურცჰაარი ცხოვრობს 12-14 წელს.

2)დეკორატიული   იორკშირ ტერიერი
6a86a673718f
იორკშირ ტერიერი გამოიყვანეს მე–19 საუკუნის მიწურულს ინგლისელმა მაღაროელებმა და უმოკლეს დროში ამ მინიატურულმა ძაღლმა მრავალი მოყვარულის გული დაიპყრო.იორკშირ ტერიერი არის მინიატურული, საკმაოდ პროპორციული ძაღლი. კუდს ხშირ შემთხვევაში უკეთებენ კუპირებას. შეფერილობა ცისფერის და ოქროსფერის ნაზავი, ცისფერი უნდა იყოს ფოლადისფერში გარდამავალი. მისი ლეკვები იბადებიან შავი ფერის. იორკშირ ტერიერებს აქვთ კარგი იმუნური სისტემა. იმისთვის რომ ბეწვი ყოველთვის ფორმაში ქონდეს ესაჭიროება ყოველდღიური დავარცხნა.იორკშირ ტერიერი არის ძალიან ცოცხალი, მხიარული, კონტაქტური და ჭკვიანი ძაღლი. არის ერთგული კომპანიონი.

3)მცველი კავკასიური  ნაგაზი
0f899d93065f
კავკასიური ნაგაზი საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილის მთიან რაიონებში წარმოიშვა, მრავალი საუკუნის წინ. გამოიყენება საქონლის და სხვადასხვა ობიექტის დასაცავად. ერთგულია პატრონისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ, უყვარს ბავშვები. კავკასიური ნაგაზი კარგად ეგუება ყველა კლიმატს.იგი არის დიდი ზომის, ძლიერი აგებულების მქონე, უცხოსადმი უნდო და ყოველთვის საკუთარ ძალაში დარწმუნებული ძაღლი.კავკასიური ნაგაზი ფხიზელი, ყურადღებიანი, ძლიერი დამცველობითი ინსტინქტისა და გაწონასწორებული ფსიქიკის მქონე ძაღლია.

4)სამომსახურეო გერმანული ნაგაზი
8f7c82ae0300
არსებობს ვერსია რომ გერმანული ნაგაზები წარმოიშვნენ ნაგაზების და მგლების შეჯვარებით. პირველად 1889 წელს გერმანული ნაგაზები გამოიყვანეს გამოფენაზე.გერმანულ ნაგაზებს აქვთ ძლიერი, დაკუნთული, პროპორციული სხეული მსხვილი ძვლებით. ყურები დაცქვეტილი, თუმცა ექვს თვემდე ლეკვებს შეიძლება ქონდეს ჩამოკიდებული. ერთი შეხედვითაც ეტყობათ რომ არიან ძალინ ძლიერი და გამძლე ძაღლები. შეფერილობა შავი მკერდი და მუცელი ყვითელი ან ყავისფერი. თვალები მუქი. იგი ერთერთი ყველაზე ძლიერი და ჭკვიანი ძაღლია. არის ძალიან მამაცი, საიმედო და პატრონის ოჯახის ერთგული. ადვილად იწვრთნება მისი გაწვრთნა პატრონსაც შეუძლი. ძალიან უყვარს ბავშვები.გერმანულ ნაგაზებს იყენებენ პოლიციაში, მას შეუძლია რამოდენიმე დღის მერეც აიღოს კვალი. ჯარში გამნაღმველებად. არის კარგი პირადი მცველი, მწყემსი და მონადირე.

 

წყაროები : myzoo.ge     ka.wikipedia.org

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button