გართობაუცნაური

10 საშინელი დასჯა, რომლებსაც იყენებდნენ უკვე მოკლულ მტრებზე (16+)

2d1e49f8c1c8
ისტორიას ახსოვს შემთხვევები, როდესაც ადამიანები კარგავდნენ ადამიანობას და უსწორდებოდნენ თავიანთ მოწინააღმდეგეებს არაადამიანური კანონებით.

ჟილ ვან ლედენბერგი – კუბოში ჩამოხრჩობა
8e1521431d14
ნიდერლანდები 80 წლის(1568-1648) განმავლობაში ომობდნენ ესპანეთთან. ომის დასრულების შემდეგ ჰოლანდიელებს შორის დაიწყო თეოლოგიური კამათი ერთმანეთში. კამათი მიდიოდა დროის განსასაზღვრად, თუ როდის გადაწყვეტდა ღმერთი სულების შეშვებას სამოთხეში, ასევე იყო პოლიტიკური საშიშროება, რომ ომი გაგრძელდებოდა და ასევე იძაბებოდა სიტუაცია ცენტრალიზირებულ მთავრობასა და პროვინციებს შორის. 1610-იან წლებში სიტუაცია გამოვიდა კონტროლიდან, როდესაც ორთოდოქსალურმა პარტიამ გადააგდო პროტესტანტების უფრო ზომიერი პარტია. ერთი-ერთი დაპატიმრებული ლიდერი იყო ჟილ ვან ლედენბერგი. მან თავი ციხეში მოიკლა 1618 წლის სექტემბერში, მაგრამ სიკვდილი ჰქონდა მისჯილი მომდევნო წლის მაისში. მისი ბალზამირებული კუბო ჩამოკიდებული იყო სახრჩობელაზე სამი კვირის განმავლობაში, რის შემდეგაც ის დამარხეს, მაგრამ დამარხვის ღამეს ხალხმა ვან ლედენბერგის გვამი ამოთხარა და გადააგდო თხრილში.

იაკოპო ბონფადიო – უთავო სხეულის კრემაცია
cab19af72bb3
იაკოპო ბონფადიო იყო იტალიელი ჰუმანისტ-მეცნიერი, რომელიც ცნობილი გახდა პოეზიით, ფილოსოფიური ნაშრომებით და ლანდშაფტების შესახებ მსჯელობით. მან ასევე დაწერა გენუას ისტორია, რომლითაც ის აკრიტიკებდა ქალაქის რამდენიმე გავლენიან ოჯახს და ამხელდა მათ წარსულ ცოდვებს. ეს იყო ცუდი იდეა, რადგან იაკოპო თვითონაც გენუაში ცხოვრობდა. ამ გავლენიანმა ოჯახებმა გაავრცელეს ჭორები, რომ ბონფადიომ აცდუნა ერთ-ერთი თავისი მოსწავლე. მას სიკვდილით დასჯა მიესაჯა მამათმავლობისთვის. ამან დიდი სკანდალი გამოიწვია და მთელი იტალიის ინტელიგენტებმა შეეცადეს მისი გადარჩენა, მაგრამ რაც მათ გამოუვიდათ იყო – ბონფადიოს თავი მოკვეთეს და შემდეგ დაწვეს კოცონზე.

კუნიმუნდი – თასი თავისქალისგან
e42d3f8373f4
ძველგერმანულ ტომებს – ლანგობარდებსა და გეპიდებს შორის მიმდინარეობდა მრავალწლოვანი ომი მას შემდეგ, რაც ლანგობარდების მეფემ ალბოინმა ახალგაზრდობაში მოკლა გეპიდების მეფე ტორისმუნდი. 567 წელს ალბოინმა გაანადგურა გეპიდების ჯარი და მოკლა მათი მეფე კუნიმუნდი. ამ გამარჯვების შემდეგ გეპიდებმა არსებობა შეწყვიტეს, ხოლო ალბოინს დარჩა ორი უცნაური ნადავლი. პირველი იყო კუნიმუნდის თავისქალა, რომლისგანაც მან გააკეთებინა მოოქროვილი და ძვირფასი ქვებისგან ინკრუსტირებული ჭიქა, ხოლო მეორე იყო კუნიმუნდის ქალიშვილი როზამუნდა, რომელიც ალბოინმა ცოლად შეირთო. ალბოინმა უმეთაურა ლომბარდების შეჭრას იტალიაში. იტალიის ჩრდილოეთ ტერიტორიების წარმატებულად დაპყრობის აღსანიშნავად, მან 572 წელს ვერონაში ჩაატარა ბანკეტი, რომლის დროსაც მან თავის ცოლს აიძულა მამამისის თავისქალიდან დაელია. საბოლოო ჯამში როზამუნდამ ალბოინი მოკლა.

გარსია ჟაკი – ავტომობილი როგორც დასჯის საშუალება
9c810051e9b7
გარსია ჟაკი იყო ფრანსუა “პაპა დოკ” და ჟან-კლოდ “ბები დოკ” დიუვალიების სასახლის დაცვის უფროსი. ორივენი იყვნენ ჰაიტის დიქტატორები 1957-1986 წლებში. პაპა დოკი გარდაიცვალა 1971 წელს, ხოლო 1986 წელს სახალხო აჯანყების და დიპლომატიური ზეწოლის შედეგად ბები დოკი გაიქცა ქვეყნიდან. ის გაიქცა ხელოვნების ნიმუშებით და ძვირფასეულობებით სავსე თვითმფრინავით. გაცხარებული ჰაიტელები შიჭრნენ პაპა დოკის სამარხში, მაგრამ მისი სხეულიც ვითონ ქვეყნიდან იყო გატანილი თვითმფრინავით. ჰაიტელებმა გაანადგურეს მისი ახლო მეგობრის გარსა ჟაკის კუბო. ხალხმა ჟაკის გვამი გამოათრია გზატკეცილზე, გვამს გადაუარეს მანქანებით და შემდეგ დაწვეს.

ჰაროლდ I “კურდღლის თათი” – სიკვდილი ჭაობში
7587c2cdf494
1035-1040 წლებში ინგლისის მეფე იყო ჰაროლდ I, რომელიც იყო კნუდ დიდის არაკანონიერი შვილი. კნუდი იყო ჩრდილოეთის ზღვის იმპერიის – ინგლისის, ნორვეგიის და დანიის იმპერატორი. ჰაროლდმა სამეფო ტახტი დაიკავა მოზღვავებული გარემოებების წყალობით – კნუდ დიდის სიკვდილი შემდეგ სამეფო ტახტზე უნდა ასულიყო მისი ერთადერთი კანონიერი შვილი ჰარდეკნუდი. ჰარდეკნუდმა ჰაროლდის საქციელი შეაფასა როგორც უზურპაციის აქტი. მისი სიბრაზე კიდევ უფრო გაძლიერდა, როდესაც ჰაროლდმა დაატყვევა, დააბრმავა და მოკლა მისი და ჰარდეკნუდის ნახევარძმა ალფრედ ეტელინგი 1036 წელს. ჰაროლდის მოულოდნელი სიკვდილის შემდეგ 1040 წელს ჰარდეკნუდმა დაიკავა ინგლისის სამეფო ტახტი. ჰაროლდის სხეული ამოიღეს მისი სამონასტრო კუბოდან და გადააგდეს ჭაობში. ამის გარდა ჰაროლდს ადარებდნენ დამნაშავეებთან და აკძრალეს მისი დასაფლავება წმინდა მიწებზე.

კორნილოვი – დაწვა ნაგავსაყრელზე
975c23dd4273
კორნილოვი იყო რუსეთის იმპერიის საკადრო ოფიცერი. ის დაიბადა 1870 წელს და მსახურობდა დაზვერვის ოფიცრად ცენტრალურ აზიაში, ხოლო შემდეგ კი თავი გამოიჩინა რუსულ-იაპონურ ომში 1904-05 წლებში. პირველი მსოფლიო ომის დასაწყისში კორნილოვი იყო კომდივი. ის ცნობილი გახდა იმით, რომ ის დაატყვევეს ავსტრიელებმა, მაგრამ კორნილოვმა მოახერხა გაქცევა და მთელი რუმინეთის ფეხით გავლის შედეგად მიდიოდა რუსეთში. დაბრუნების შემდეგ ის იყო რუსული არმიის მხედართმთავარი ალექსანდრ კერენსკის მთავრობის დროს, რომელმაც ძალაუფლება ხელში ჩაიგდო 1917 წლის შემდეგ მეფის ჩამოგდების შედეგად. მიუხედავად ამისა ომი მაინც გრძელდებოდა, ხოლო პეტროგრადში დაიწყო ღელვა. კორნილოვმა ჯარები გაგზავნა პეტროგრადის მიმართულებით შესაძლო აჯანყების ჩასახშობად, მაგრამ ამის შემდეგ ისიც დაადანაშაულეს სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზებაში. კორნილოვი ციხეში ჩასვეს, საიდანაც შეუერთდა “თეთრების” ძალებს დონის ოლქში. კორნილოვი გარდაიცვალა, მაშინ როდესაც მის შტაბ-ბინას მოხვდა ასაფეთქებელი ეკატერინოდარის ალყისას 1918 წელს. თეთრებმა უკან დაიხიეს, ხოლო ბოლშევიკებმა ამოთხარეს კორნილოვის ცხედარი, გადააგდეს ნაგავსაყრელზე და დაწვეს.

სიმონ დე მონფორი – “საშინელი დანაწევრება”
726d8650b763
სიმონ დე მონფორი თავდაპირველად იყო მეფე ჰენრი III ფავორიტი, რომელსაც მეფემ უბოძა ლესტერის გრაფის ტიტული და მიათხოვა თავისი და პრინცესა ელეონორა. მიუხედავად ამისა მონფორის ურთიერთობა მეფესთან ნელ-ნელა გაფუჭდა. საბოლოოდ მონფორი გახდა ბარონების ოპოზიციის ლიდერი, რომელიც 1258-1260 წლებში იბრძოდა სამეფო ხელისუფლების შესამცირებლად მათ სასარგებლოდ. ბარონების ეს კოალიცია დაიშალა და მონფორი იძულებული გახდა გაქცეულიყო ქვეყნიდან 1261 წელს. ის ინგლისში დაბრუნდა 1264 წელს, დაატყვევა ჰენრი III და ერთი წლის განმავლობაში მართავდა როგორც დესპოტი. პრინცი ედუარდი გაიქცა და გახდა ოპოზიციის მეთაური. მონფორი მოკლეს ივშემის ბრძოლაში. მეფის მომხრეებმა წაბილწეს დაცემული მოწინააღმდეგის ცხედარი – მათ მას მოაჭრეს ხელები, ფეხები და თავი, შემდეგ მათ მოახდინეს მისი კასტრირება გენეტალიები ორივე მხრიდან ჩამოკიდეს სარზე წამოცმული თავის ცხვირზე. მონფორის ხელები და ფეხები გაუგზავნეს მთელი ქვეყნის მასშტაბით აჯანყებულ ბარონებს, როგორც “საჩუქარი”.

ბუსერი და ფაგიუსი – ექსგუმაცია და დაწვა
1800b2af90a6
ბუსერი იყო პროტესტან რეფორმატორი, რომელმაც თავისი სიცოცხლის დიდი ნაწილი ევროპაში გაატარა, განსაკუთრებით კი საღვთო რომის იმპერიაში. იქ ის დაუმეგობრდა ცნობილ ჰუმანისტ ერაზმს და მარტინ ლუთერს. ბუსერიც ცდილობდა ჩამოეყალიბებინა რეფორმატული მოძრაობა და გზა მიეცა პრაგმატიზმისთვის და კომპრომისისთვის. სამწუხაროდ პოლიტიკურმა მოვლენებმა ის აიძულა გაქცეულიყო და თავი შეეფარებინა ინგლისისთვის 1549 წელს, სადაც მას შესთავაზეს გადაეხედა ედუარდ VI პირველი მომლოცველი. ბუსერი გარდაიცვალა 1551 წელს, მაგრამ მისი რჩევების დიდი ნაწილი შეტანილი იყო მეორე მომლოცველში. ახალგაზრდა ედუარდ VI 1553 წელს გარდაიცვალა და მისი მემკვიდრე გახდა მისი კათოლიკე და მერი I. მას გადაწყვეტილი ჰქონდა კათოლიციზმის კვლავ შეტანა ინგლისში. მიუხედავად იმისა, რომ მერი ამის გაკეთებას ცდილობდა მშვიდობიანი გზებით, მან ბრძანა 300 პროტესტანტის კოცონზე დაწვა, ხოლო მერი კი ისტორიაში დარჩა “სისხლიანი მერის” სახელით. 1557 წელს ბუსერი და მისი მეგობარი პოლ ფაგიუსის სხეულებს გაუკეთეს ექსგუმაცია და გადასცეს სასამართლოს, შემდეგ მათი ძვლები დაწვეს კემბრიჯის ბაზარზე.

რასპუტინი – მოუსვენარი მიცვალებული
83c3e99d3a9b
გრიგორი რასპუტინის კარიერა იყო უცნაური და გამოჩენილი. ის იყო მისტიკოსი, რომელიც გახდა საიმპერატორო ოჯახის ფავორიტი იმის გამო, რომ გააუმჯობესა ჰემოფილიით დაავადებული უფლისწულის ალექსეის მდგომარეობა. რასპუტინი, რომელიც ცნობილი იყო თავისი მონაწილეობით გარყვნილობების სექტებში, საბოლოო ჯამში ის მოკლული იქნა. ეს მოხდა არატრივიალურად – თავიდან ის მოწამლეს ციანიდის კალიუმით, მაგრამ როდესაც შეთქმულებმა დაინახეს, რომ საწამლავმა არ იმოქმედა რასპუტინს ესროლეს, მაგრამ ვერც ამან გაჭრა და რასპუტინმა გაქცევა გადაწყვიტა. საბოლოოდ ის შეიპყრეს და შეკრეს, ჩატენეს ტვირთით სავსე ტომარაში და დაახრჩვეს ყინულჭრილში. ექსპერტიზამ აჩვენა, რომ მდინარის ფსკერზე რასპუტინი სასოწარკვეთილათ აგრძელებდა ბრძოლას სიცოცხლისთვის, მაგრამ დაიხრჩო. მას შემდეგ რაც ნიკოლაი II 1917 წლის მარტში ჩამოაგდეს სამეფო ტახტიდან აჯანყებულმა ჯარისკაცებმა ამოთხარეს და გახსნეს რასპუტინის კუბო იმის იმედით, რომ იპოვიდნენ ძვირფასეულობას, მაგრამ იპოვეს გაშავებული სახის მქონე რასპუტინის ცხედარი. რასპუტინი კვლავ დამარხეს, მაგრამ შემდეგ ის კვლავ ამოთხარეს და გაგზავნეს დასაფლავების მესამე ადგილას, მაგრამ მანქანა, რომელშიც იყო რასპუტინის სხეული გაფუჭდა და მისი სხეული წაიღეს მეზობელ მინდორში, დაასხეს ბენზინი და დაწვეს. როგორც თვითმხილეველები ამტკიცებდნენ, ცხედარი რომელიც იწვოდა თითქოსდა დაჯდა.

ცრუდიმიტრი I – ფერფლის გასროლა იარაღიდან
523ac3c1ac95
ივანე მრისხანემ მოკლა თავისი შვილი, როდესაც ძალზედ გაბრაზებული იყო. მეფე უაღრესად უჩვეულო სიტუაციაში ჩავარდა. მემკვიდრეებათ დარჩნენ მისი სხეულით და გონებით სუსტი შვილი ფიოდორი და ჩვილი დიმიტრი. ივანე მრისხანეს სიკვდილის შემდეგ ფიოდორი მართავდა რუსეთს 12 წლის განმავლობაში, ხოლო დიმიტრი მოკლეს. ფიოდორის სიკვდილის შემდეგ სამეფო ტახტზე ავიდა მისი ცოლისძმა ბორის გოდუნოვი, ხოლო მისი სიკვდილის შემდეგ კი მეფე უნდა გამხდარიყო მისი ვაჟი ფიოდორი II ბორისოვიჩი, მაგრამ ისიც მოკლეს. მთელი რუსეთის სამეფო ტახტზე შემდეგ მოხვდა “დიმიტრი” – სწორედ ის ივანე მრისხანეს ვაჟი დიმიტრი, რომელიც სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს ივანე მრისხანეს ხელიდან, მაგრამ როდესაც დიმიტრიმ დაიდგა გვირგვინი მან უარყო თავისი ძველი მომხრეები და დაიწყო პოლონელებთან თანამშრომლობა და ასევე დაქორწინდა პოლონელ კათოლიკე დიდებულზე მარინა მნიშეკზე. ეს რუს ერს არ მოეწონა და ერთხელ კრემლში შეიჭრა შეთქმულთა ბრბო. დიმიტრი გაქცევას შეეცადა ფანჯრიდან გადახტომით, მაგრამ მან ფეხი მოიტეხა და მოკლეს ცეცხლსასროლი იარაღით. ამის შემდეგ მას გახადეს თოკები მიაბეს ფეხებს და სასქესო ორგანოებს, ქუჩებში ათრიეს და წითელი მოედანზე ჩამოკიდეს, სადაც მას დასცინოდნენ სამი დღის განმავლობაში. ცრუდიმიტრი დაწვეს, ხოლო ფერფლი შეურიეს დენთს, შემდეგ ამით დატენეს იარაღი და გაისროლეს.

Back to top button