არქივი

ჯოსერის პირამიდა

300px Saqqara BW 5

ჯოსერის პირამიდა — ძველი ეგვიპტის ფარაონ ჯოსერის საფეხუროვანი პირამიდა ძველი სამეფოს III დინასტიიდან, აგებული დაახლოებით ძვ. წ. 2650 წლისათვის. ჯოსერის პირამიდა უძველესია ეგვიპტის პირამიდებს შორის, მისი სიმაღლე შეადგენს 62,5 მეტრს და ამ მონაცემით იგი მეცხრე ადგილს იკავებს. იგი ასევე ერთადერთი ეგვიპტური პირამიდაა, რომლის ფუნდამენტიც არაა კვადრატული ფორმის. ამ მშენებლობით ეგვიპტეში დაიწყო პირამიდებისა და ფარაონთა სხვაგვარი მონუმენტური სამარხების შენების პირველი ეტაპი. თავად საფეხუროვანი პირამიდა არის მცირე ნაწილი ვრცელი კომპლექსისა, რომელიც მრავალი საზეიმო შენობის, ნაგებობისა და გარდაცვლილთა საკულტო ეზოებისაგან შედგება. გირს-ელ-მუდირის სახელით ცნობილი ნაგებობის შემდეგ ჯოსერის პირამიდა ითვლება ეგვიპტეში დღემდე შემორჩენილ სიძველით მეორე შენობად, რომელიც თლილი ქვითაა ნაგები.
ჯოსერის პირამიდა საკარას ნეკროპოლის ცენტრალური ნაგებობაა და, როგორც მემფისის ნეკროპოლების ნაწილი, 1979 წლიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია მოხვედრილი …

ჯოსერის პირამიდა პირველად 1821 წელს პრუსიელმა გენერალურმა კონსულმა ჰაინრიხ მენუ ფონ მინუტოლიმ და იტალიელმა ინჟინერმა ჯიროლანიო სეგატომ გამოიკვლიეს. ამ დროს აღმოაჩინეს პირამიდის შესასვლელი. შესვლისას ერთ-ერთ კუთხეში აღმოჩნდა მუმიის შემორჩენილი ნაწილები, კერძოდ მოოქროვილი თავის ქალა და ერთი ფეხის ნაწილი, რომლებიც მინუტოლიმ გარდაცვლილი ფარაონის შემორჩენილ ნაშთებად მიიჩნია. მიუხედავად იმისა, რომ ეს ნაწილები ჰამბურგში გადატანისას გემის დაღუპვის გამო დაიკარგა, დღეს უკვე დადასტურებულია, რომ ისინი ეკუთვნოდა არა ფარაონს, არამედ ჯოსერის პირამიდაში მოგვიანებით მეორედ დაკრძალულ სხვა პიროვნებას.შემდგომში, 1837 წელს ჯონ ში პერინგმა პირამიდის დერეფნებში აღმოაჩინა სხვა არაერთი შემდგომში დაკრძალული მუმიებიც. მასვე ეკუთვნის პირამიდის ქვემოთ არსებული გალერეების აღმოჩენაც.1926 წელს სესილ მალაბი ფერთმა წამოიწყო სისტემატური კვლევა ჯოსერის პირამიდასთან, თუმცა გარდაცვალების გამო ვერ დაასრულა. არქეოლოგიური გათხრების მეთაურობა საკუთარ თავზე აიღო James Edward Quibell–მა და უძღვებოდა ამ საქმეს, სანამ 1935 წელს თავადაც არ გარდაიცვალა. კვლევა განაგრძო Jean-Philippe Lauer–მა, რომელიც Quibell–თან ერთად მუშაობდა. ლაუერმა 1932 წელს გაზომა მიწისქვეშა კამერები და დერეფნები. 1934 წელს მან სამარხ კამერებში კიდევ ერთხელ იპოვა გვამის ფრაგმენტები, რომლებიც პირველი გამოკვლევის შემდეგ 1988 წლამდე კაიროს უნივერსიტეტში იყო დაცული. ლაუერი ფიქრობდა, რომ იპოვა ფარაონის სხეულის ნაშთები, თუმცა შემდგომში ზუსტმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ გვამის ფრაგმენტები სხვადასხვა პიროვნებებს ეკუთვნოდათ. რადიოკარბონულმა დათარიღებამ დაადგინა, რომ გვამის ნაშთები პტოლემეოსთა ეპოქას მიეკუთვნებოდა და პირამიდაში მოგვიანებით იყო დამარხული.ლაუერმა საკუთარი ცხოვრება 2001 წელს გარდაცვალებამდე მიუძღვნა ჯოსერის პირამიდისა და საკარას ნეკროპოლის გამოკვლევას. ლაუერის ხელმძღვანელობით მოხდა ასევე არაერთი ნაგებობისა და კომპლექსის გალავნის ნაშთების რეკონსტრუქცია.
2001 წლიდან მოყოლებული ლატვიურმა ექპედიციამ ბრუნო დესლანდესის მეთაურობით ჯოსერის პირამიდის კომპლექსში მანამდე უცნობი მრავალი გვირაბი გამოავლინა.

წყარო: ვიკიპედია

მსგავსი ამბები

Back to top button