არქივი

რა შეუძლია ანგელოზს?

0643afdbf674
რა შეუძლია ანგელოზს?

მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები ადამიანები ირწმუნებიან,რომ პირადად შეხვდნენ არამიწიერ არსებებს და სჯერათ,რომ ისინი ანგელოზები იყვნენ. ჯოან უესტერ ანდერსონი ცნობილი მწერალია.იგი ადამიანებისა და ანგელოზების ასეთ შეხვედრებზე წერს.ამ საკითხით მას შემდეგ დაინტერესდა,რაც მისი ვაჟი სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს.ჯოანის აზრით ის ანგელოზმა გადაარჩინა.ანგელოზი ებრაულად და ბერძნულად მაუწყებელს ნიშნავს. “ანგელოზებზე არსებულ ისტორიებში ერთი რამ ყოველთვის მაოცებს,-წერს იგი-კერძოდ ,ეს ზეციური არსებები ადამიანს დიდ განსაცდელში დასახმარებლად ან ნუგეშისსაცემად,გასაფრთხილებლად ან რჩევის მისაცემად ევლინებიან.ბევრი ირწმუნება,რომ მუდმივად გრძნობს მფარველი ანგელოზის დახმარებას.ქვეყნდა უამრავი ადამიანია,რომელსაც დახმარება სჭირდება,მაგრამ გასაკვირია ის,რომ ანგელოზები მხოლოდ ზოგიერთებს ეხმარებიან.მგონი,მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს რამდენად მორწმუნეა ადამიანი.ისინი ისეთებსაც დახმარებიან,რომლებიც იმ წუთას ღმერთზე იყვნენ გამწყრალი.დარწმუნებული ვარ,რომ გულმურალე ლოცვას ადამიანის ცხოვრების შეცვლა შეუძლია.განსაცდელში კარგი ადამიანებიც ხვდებიან,მაგრამ ანგელოზებს მათთვის ამის არიდება არ შეუძლიათ,შეიძლება იმიტომ,რომ ადამიანის თავისუფალ ნებაში ვერ ერევიან.განსაკუთრებულად ჩემი ვაჟის ისტორია მიყვარს,რომელიც სწორედ ანგელოზებთანაა დაკავშირებული“. ქვემოთ გთავაზობთ ისტორიებს ,რომლებიც ჯოან უესტერ ანდერსონმა თავის წიგნში აღწერა.

უჩინარი მძღოლი

„ჩემი ვაჟი და მისი მეგობარი აშშ-ის ჩრდილოეთ შტატებში მოგზაურობდნენ.ერთ ცივ ღამეს უკაცრიელ მონდორზე მანქანა გაუჩერდათ,ვეღარც წინ მიდიოდნენ და ვეღარც უკან.ისეთი ყინვა იყო,აუცილებლად გაიყინებოდნენ.იმ ღამეს რამდენიმე ადგილას გარეთ დარჩენილი რამდენიმე ადამიანი გაიყინა,მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა .ისინი მანქანაში ისხდნენ ტრიალ მინდორზე და დახმარების არანაირი იმედი ჰქონდათ.სრულიად მოულოდნელად სატვირტო მანქანა გამოჩნდა.მის მძღოლს მათთვის არაფერი უკითხავს,ისე მოაბა ბაგირი მათ მანქანას და საკმაოდ დიდ მანძილზე უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანა.როგორც კი ჩემი ვაჟი და მისი მეგობარი მანქანიდან გადმოვიდნენ და იმ მანქანის მძღოლთან დასალაპარაკებლად გაეშურნენ,იგი ისე მოულოდნელად გაქრა,როგორც გაჩნდა.მისი მანქანის ხმა არავის გაუგია,თუმცა ღამის სიჩუმეში ეს სულაც არ იყო ძნელი.ის იდუმალი მანქანა და მისი მძღოლი ერთდროულად ორმა ადამიანმა იხილა,შემდეგ ისინი შეეცადნენ,მისი ასავალ-დასავალი გაეგოთ,მაგრად ამადო.მის შესახებ არავინ არაფერი იცოდა,არც მაშველი მანქანა იყო გამოსული და თოვლზე არც რაიმე კვალი იყო დარჩენილი“

უჩინარი მხსნელი

„ორი მფრინავი პატარა თვითმფრინავით ნისლში მოხვდა.აეროპორტამდე მიღწევა ვერ შეძლეს ,მიწაზე ვერ ეშვებოდნენ.სასოწარკვეთილებმა ბევრი იწრიალეს.როდესაც იმედი საბოლოოდ დაკარგეს და სიკვდილისთვის მოემზადნენ,ხმა ჩაესმათ.მისი წინამძღოლობით პატარა აეროპორტს მიაღწიეს და იქ მშვიდობიანად მოახერხეს მიწაზე დაჯდომა.ბუნებრივია,როდესაც თავი უსაფრთხოდ იგძნეს,მაშინვე აეროპორტის დისპეჩერის მონახვა და მისთვის მადლობის გადახდა მოინდომეს.აღმოჩნდა რომ შენობაში მხოლოდ დარაჯი იყო.დისპეჩერი დიდი ხნის წინ წასულიყო.გარდა ამისა,ისინი იმდენად ასცდენოდნენ კურსს,რომ მათთან დაკავშირებას ვერცერთი აეროპორტი შეძლებდა“

რებეკას ისტორია

„ეს ისტორია 1992 წელს მოხდა.სამშობიაროში ჩემი შვილის სასთუმალთან ვიჯექი და ვიხსენებდი,თუ რა გადამხდა წინა ღამეს.ეს არც არასოდეს დამავიწყდება.ღრმა ძილიდან ვიღაცის ვიღაცის შეშფოთებულმა ძახილმა გამომაღვიძა „რებეკა!“-იძახდა იგი.ხმა მეცნობოდა,თითქოს ჩემი ქალიშვილისას ჰგავდა,იგი დღე-დღეზე ბავშვს ელოდა და ვიფიქრე,ალბათ გარეთ დგას,მეძახის,სამშობიაროში წამიყვანეო.კარგად რომ გამოვფხიზლებულიყავი,მაშინვე მივხვდებოდი ,რომ ჩემი შვილი სახელს არ დამიძახებდა.იგი ყოველთვის დედას მეძახდა.მაშინვე დავიძახე, მოვდივარ-მეთქი და კარისკენ გავეშურე.გამიხარდა გარეთ სინათლე ანთებული დამხვდა,მაგრამ სახლის წინ არავინ იდგა.კარის გასაღებად მოვემზადე,მაგრამ თითქოს ვიღაცამ გამაფრთხილა,კარი არ გამეღო.შეშინებული უკან დავბრუნდი,ძლივს ჩამეძინა.როდესაც ისევ ჩამესმა ხმები,მივხვდი,რომ ეს ყველაფერი ბოროტი ძალებისგან იყო.ამ სახში გადმოსვლის დღიდან პრობლემები მქონდა,ყოველ საღამოს ღმერთს ვევედრებოდი,ჩემთვის ანგელოზი გამოეგზავნა,რომ ბოროტი ძალებისგან თავი დამეცვა.სახლი მღვდელს ვაკურთხებინე,ზეთიც მაცხო.ვიფიქრე,რომ,რადგან სახლი ნაკურთხი იყო,ბოროტმა ძალებმა შიგნით ვერ შემოაღწიეს,ანგელოზმა კი გამაფრთხილა ,გარეთ არ გავსულიყავი.ისეთი შეგრძნება გამიჩნდა,თითქოს ისინი მთელი სახლის გარშემო იყვნენ თავმოყრილი.დავიწყე ლოცვა და გამიჩნდა გრძნობა,რომ სახში მარტო არ ვიყავი.თვალი გავახილე და ორი არსება დავინახე.ისინი პირველად ვერ გავარჩიე,მათგან სინათლე ირეკლებოდა.ეს ნათელი ოთახს ავსებდა.ერთი მათგანი მაღალი იყო.მეორე-ოდნავ დაბალი.პირველად მათი შემეშინდა.გამახსენდა,რომ ბოროტ სულსაც შეუძლია ანგელოზის სახის მიღება.აღარ ვიცოდი,რა მეფიქრა.ველოდი,რას მეტყოდნენ,ისინი კი მხოლოდ მშვიდად მიყურებდნენ.პატარა არსებას ყოყმანი შევამჩნიე.მგონი,იგი იმით იყო გაოცებული,რომ მათ ვხედავდი.ისინი ჩემთვის უჩინარები არ იყვნენ.უეცრად ჩემი ხმა მომესმა.გამიკვირდა რომ ხმის ამოღება შევძელი.„ვინ გამოგგზავნათ“?-ვიკითხე და პატარამ მიპასუხა„მან,ვინც ზეცაშია“.ძნელი ასახსნელია,მისი ხმის გაგონებამ რა გრძნობა გამოიწვია ჩემში.„რატომ ხართ აქ“?-კიდევ ვკითხე.იმავე ხმამ მიპასუხა:„შენს დასაცავად,შენ მეორე მხარე გებძვის“.მათი უკვე აღარ მეშინოდა.დავჯექი და მთელ სხეულში სითბო ჩამეღვარა.ასეთი რამ პირველად მაშინ შემემთხვა,როცა 8წლის ვიყავი.ჩემი გარდაცვლილი პაპა გამომეცხადა და მითხრა,რომ ძალიან ვუყვარდი და ჩემზე მზრუნველობდა.ამ არსებების დანახვისას კი თავში უამრავი შეკითხვა გამიჩნდა.ეს შეკითხვები თავში მომდიოდა.მათ არ წარმოვთქვამდი და პასუხს კი ვიღებდი.ერთმა მათგანმა მითხრა:„ჩვენ ადამიანის გაფრთხილების უფლება გვაქვს,მაგრამ სრულ ინფორმაციას ვერ მივაწვდით,ისეთი რჩევის მიცემის უფლება კი არ გვაქვს,რომელიც ადამიანის თავისუფალ ნებას ზღუდავს“დამშვიდებულმა დავიძინე.დილით ჩემი სიძე მირეკავდა,რომ სასწრაფოდ სამშობიაროში წავსულიყავი.იმ დღეს ჩემ ქალიშვილს ვაჟი შეეძინა“.

წყარო: www.teen.ge

მსგავსი ამბები

Back to top button