არქივი

10 ძალიან მდიდრული სახლი

e400406e8a76
Antilla Mumbai – $1 მილიარდი
მუკეშ ამბანი მეხუთე ყველაზე მდიდარი ადამიანია მსოფლიოში, მისი ქონება დაახლოებით 43 მილიარდ დოლარს შეადგენს. იგი არის გიგანტური ბენზინ- ქიმიური ინდუსტრიის ალიანსების თავი და ასევე ფლობს 27 სართულიან ცათამბჯენს მუმბაის საქმიან ნაწილში.  ყოველი სართული სხვადასხვა სპეციფიკაციითაა აშენებული.

bffee5064e3d

Updown Court ინგლისი – $150 მილიონი

Updown Court მდებარეობს ლონდონიდან 25 მილის დაშორებით, იგი ყველაზე მნიშვნელოვანი კერძო რეზიდენციაა ინგლისში, მათ შორის, რომლებიც 19 საუკუნის შემდეგ აშენდა, მისი საფასური 85 მილიონ ფუნტზე ($150 მილიონი) მეტს შეადგენს. შედგება 103 ოთახისგან, 5 საცურაო აუზისგან. კაბინეტის იატაკის მოზაიკა შეიცავს 24 კარატი ოქროს. არის ბოულინგის დარბაზი, ტენისის კორტი, 50ადგილიანი მინი კინოთეატრი, მარმარილოთი მოპირქეთებული მანქანის მისასვლელი გზა შენობამდე, ვეტრმფრენის დასაჯდომი ადგილი და მიწისქვეშა გარაჟი.

a42b44d1767b

Versailles Florida – $75 მილიონი

ეს 30 ოთახიანი, აშშში ყველაზე დიდი საოჯახო სახლი იკვეხნის ბოულინგის დარბაზით, საბავშვო თეატრით, ბურთის სათამაშო დარბაზით, ბეისბოლის მოედნით, სკეიტბორდის და როლიკების მოედნით, ოლიმპიური ზომების მქონე საცურაო აუზით. მისი მშნენებლობა სამი წლის წინ დაიწყო და ჯერაც არაა ბოლომდე დასრულებული, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ დასრულების შემდეგ სახლის ღირებულება $75 მილიონიდან $100 მილიონამდე გაიზრდება. ეს სახლი ქალაქ ორლანდოდან 20 მილის დაშორებით მდებარეობს. გარაჟში საკმარისი ადგილია 20 მანქანისათვის. ამ სახლს სახელი პარიზის ვერსალის სასახლის საპატივცემულოდ, რადგან მას სწორედ ამ სასახლის მსგავსი დიზაინი გააჩნია.

82f0f8572b90

Fleur De Lys, ბევერლი ჰილსი, მერაია ქერის სასახლე – $125 მილიონი

ეს სასახლე, ბაღითურთ განლაგებულია 41000 კვადრატულ ფუტზე. გარშემორტყმულია გაზონებით, დეკორატიული ბაღებით, ტენისის კორტით.

396abd4cbbcc

Heart Mansion, ბევერლი ჰილსი – $165 მილიონი

ეს სახლი აშშს გაზეთის ყოფილი სამრეწველო მაგნატის ვილიამ რანდოლფ ჰერსტის  საკუთრებაა. 29 ოთახი, 3 საცურაო აუზი, ტენისის კორტი, საკუთარი კინოთეატრი და ღამის კლუბი “სულ ესაა” რაც Mr. ჰერსტმა შეიძინა 1947 წელს $120 000-ად.

e765f226504a

აკვა ლიანა, ფლორიდა

ეს სასახლე, ცნობილი როგორც ყველაზე მდიდრული ეკო-მეგობრული სახლი, აშენებულია ფრანკ მაკკინის მიერ 15 000 კვადრატულ ფუტზე. აქ არის 7 საძინებელი, 11 აბაზანა, ჩანჩქერის სპა, უზარმაზარი აკვარიუმი ბარით, კალათბურთის დარბაზი და საცურაო აუზი. სახლიში ელექტროენერგიის დიდი ნაწილი გამომუშავდება მზის ბატარეებით.

8c03a4145c1e

Villa Leopolda, საფრანგეთი – $750 მილიონი

ეს უზარმაზარი ვილა ააშენა ბელგიის მეფე ლეოპოლდ II 1902 წელს. ბაღი იმდენად დიდია (დაახლ. 20 აკრი), რომ აყვანილია 50 მებაღე.

c64df15ffcfc

The Manor ლოს ანჯელესი ეს მამული განლაგებულია 56 000 კვადრატულ ფუტზე. აშენდა 1991 წელს. აქ არის: 123 ოთახი, სკეიტბორდის მოედანი, რამოდენიმე საცურაო აუზი, სამი სამზარეულო, ხეხილის ბაღი, ბოულინგის დარბაზი, რამდენიმე ტენისის კორტი, თოჯინების მუზეუმი და რაც ყველაზე მთავარია – ოთახი ექსკლუზიურად საჩუქრების შესახვევად.

7d8ff85f4b39

The Manalapan Residence – $135 მილიონი

განლაგებულია 5.5 აკრზე, 520 ფუტით კი უშუალოდ ესაზღვრება ოკეანეს. ამ სასახლის თანამედროვე დიზაინი ერწყმის ძველებურ ელეგანტურობასა და კლასიციზმს. ამ სახლშია 14 საძინებელი ოთახი, 24 აბაზანა, გარაჟი, რომელიც იტევს 18 მანქანას, კინოთეატრი, კაზინო, ღამის კლუბი, აკვარიუმი, სველი ბარი, ტრენაჟორების დარბაზი, სილამაზის სალონი, 2 ლიფტი, ბოულინგის დარბაზი, ტენისის კორტი და კარტინგის ტრასა.

103e0e5306b0

Barbie Malibu Mansion

ბარბის 50-ე წლისთავის აღსანიშნავად, ფრიად ექსტრაორდინალურმა ინტერიერის დიზაინერმა ჯონათან ადლერმა დააპროექტა სახლი, რომელიც განლაგებულია 3.500 კვადრატულ ფუტზე. აქედან იშლება წყნარი ოკეანის ხედები. თვითონ სახლი უზარმაზარი მუზეუმია, აქ ყველაფერი 7-10 წლის გოგოს გემოვნების შესაბამისადაა მოწყობილი.

NB2511

მსგავსი ამბები

Back to top button