ლედი დი
1961 წლის ყველაზე ცხელ დღეს, John Spencer-ის ოჯახში მეოთხე ბავშვი დაიბადა. გოგონას დაიანა დაარქვეს. სპენსერებს მრავალსაუკუნოვანი კავშირი ჰქონდათ სამეფო ოჯახთან. მათი გვარის სპენსერ-ჩერჩილების ოჯახიდან იყვნენ ჰერცოგი მელბურნი და უინსტონ ჩერჩილი.
დაიანამ დაწყებითი განათლება მიიღო გოგონათა პანსეონში. იგი მოიხსენიებოდა გოგონად ღარიბი ოჯახიდან.
დაიანა ძალიან იყო დაინტერესებული ბალეტით და დაიწყო მისი შესწავლა. თუმცა, რამოდენიმე წელში თავი დაანება, იმის გამო, რომ გაიზარდა ზედმეტად მაღალი. ასევე ძალიან უყვარდა ცურვა. როგორც შემდეგ იხსენებდა ყველაზე მეტ თავისუფლებას და ჰარმონიას სწორედ ცურვის დროს გრძნობდა.
1977 წელს, როდესაც გოგონა 16 წლის იყო, ოჯახი ლონდონში გადავიდა საცხოვრებლად. დაიანამ აქ დაიწყო მუშაობა ცეკვის ინსტრუქტორად, რასაც მალევე დაანება თავი. ამის შემდეგ მუშაობდა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში.
უელსის პრინცი იცნობდა დაიანას უფროს დას. ჩარლზი საკმაოდ მდორე ცხოვრებას ეწეოდა და მის გარემოცვაში არასოდეს იყვნენ ახალგაზრდა გოგონები. ამის გამო, მან სხვებს მისცა უფლება აერჩიათ მისთვის მეუღლე. მას დაიანა ერთერთ საქველმოქმედო საღამოზე გააცნეს. ამის შემდეგ იგი სერიოზულ ინტერესს იჩენდა გოგონას მიმართ მთელი ზაფხულის განმავლობაში. ეს ინტერესი არ მოდიოდა მხოლოდ პრინცის მხრიდან, დაიანა არა ერთხელ იყო მიწვეული სამეფო ოჯახში ვახშმად დედოფალის მიერ.
ვესტმისტერის სასახლემ 1981 წლის 24 თებერვალს ნიშნობა გამოაცხადა. დაიანამ მომავალი მეუღლისგან მიიღო ბეჭედი, რომელსაც ამშვენებდა 14 ბრილიანტი და დიდი საფირონის ძვირფასი ქვა.
ამავე წლის 29 ივლისს წმინდა პავლეს საკათედრო ტაძარში შედგა ჯვრისწერა.
ქორწილი,როგორც დაგეგმილი იყო ზღაპრული გამოვიდა: თეთრი აბრეშუმი, უამრავი ყვავილები, სამეფო მსვლელობა, ლამაზი პრინცესა და საჯარო მისალმება.
ტელევიზიით ცერემონიალს 750 მილიონი ადამიანი ადევნებდა თვალყურს. ყველაფერი სწორედ ისე იყო, როგორც სამეფო ოჯახს შეეფერება.
1982 წლის 21 ივნისს პრინცესამ იმშობიარა წმინდა მარიამის საავადმყოფოში. დაიბადა პირველი მემკვიდრე უილიამი.
ამის შემდეგ თითქმის არ ჩნდებოდა სამეფო ოჯახი. სანამ 1984 წლის 15 სექტემბერს ქვეყანას მეორე მემკვიდრე ჰარი არ მოევლინა. ჩარლზი ხშირად იმეორებდა, რომ მას მეორე შვილი გოგონა უნდოდა. ამის გამო, მას მეუღლე ხშირად საყვედურობდა. დაიანა მთლიანად ჩაერთო შვილების აღზრდაში, იგი არ ჩნდებოდა სამეფო წვეულებებზე. მან უარყო სამეფო ძიძა და თავად შეუდგა ბავშვების გაზრდას, რამაც ოჯახის დიდი უკმაყოფილება გამოიწვია.
იგი ერთგული მეუღლე და საუკეთესო დედა იყო. მისთვის პირველ ადგილზე ყოველთვის შვილები იდგა. მიუხედავად იმისა, რომ იგი ჩართული იყო საქველმოქმედო აქციებში და ხშირად იყო დაკავებული, მაინც ახერხებდა ბავშვების სკოლიდან გამოყვანას და მათთან ერთად გასეირნებას.
განსაკუთრებულ სიყვარულს იგი იმსახურებდა მაღალი მოდის თაყვანისმცემლებისაგან. რაც არ უნდა გაეკეთებინა ან ჩაეცვა: პიჯაკი, ქუდი თუ აქსესუარი – ყველაფერი განსჯის საგანი ხდებოდა.
მას არ ჰქონდა პრობლემა სხეულთან დაკავშირებით. წვრილი წელი და თლილი ფეხები ყოველთვის ხაზგასმული იყო კაბებით და კოსტიუმებით, რომლებიც იდეალურად ესადაგებოდა სადედოფლო სხეულს. დონა კარანი, ლაურა ეშლი, დიორი – ქმნიდნენ მთელ კოლექციებს, რომელსაც უძღვნიდნენ მოდურ პრინცესას.
ლედი დი მონაწილეობას იღებდა საქველმოქმედო საღამოებში. მისი ორგანიზაცია ეხმარებოდა უსახლკარო მოხუცებს, ბავშვებს, ნარკომან ახალგაზრდობას.
1989 წელს მან გახსნა ბავშვთა საავადმყოფო. იგი მაშინ გრძნობდა თავს საუკეთესოდ, როდესაც გაჭირვებულ ადამიანებს ეხმარებოდა.
ნათელი გახდა , რომ მისი და პრინცის ურთიერთობა სულ უფრო უარესდებოდა. სამეფო ოჯახი თითქოსდა ირონიით ეკიდებოდა დაიანას საქმიანობას, მაშინ როცა პრინცესა დანაღმულ ტერიტორიებზე შედიოდა და ბავშვები გამოყავდა. მისი ორგანიზაცია ეხმარებოდა შიდსით და ლეიკემიით დაავადებულ ადამიანებს.
დაიანამ ფეხი ვერ აუწყო სამეფო ოჯახის ცივ მედიდურ ცხოვრებას. იგი თითქოს გარიყული იყო. მის თვალებში იყო დიდი ტკივილი და იმედგაცრუება.
როდესაც ცოლად გაჰყვა პრინცს, 20 წლის გოგონას ალბათ ვერც წარმოედგინა ამდენი ბარიერი თუ ექნებოდა გადასალახი. მას და ჩარლზს ძალიან დაეძაბათ ურთიერთობა. შემდეგ დაიანა იხსენებდა, რომ ერთერთი შელაპარაკების დროს მან იტირა, ქმარმა კი იგი მგელს შეადარა, და უთხრა რომ არ აპირებდა მის მოსმენას და ერჩია წასულიყო და რაიმე სასარგებლო წაეკითხა.
დაძაბულობამ ოჯახში პიკს მაშინ მიაღწია, როცა პრესაში პრინცის და კამილა პარკერის ახლო ურთიერთობის კადრებმა გაჟონა. მიუხედავად ამისა, ცოლი ყოველთვის პატივს სცემდა მას.
1995 წლის 20 დეკემბერს ბუკინგემის სასახლემ საჯაროდ გამოაცხადა, რომ პრინცი და ლედი დი გაიყარნენ.
განქორწინების შემდეგ პრინცესა გადავიდა კენსინგთონის სასახლეში საცხოვრებლად. იგი კვლავ აგრძელებდა საქველმოქმედო საქმიანობას. ახლა უფრო მეტი დრო რჩებოდა საყვარელი საქმიანობისთვის. იგი გახდა აღმასრულებელი დირექტორი, გაერთიანებული ერების ბავშვთა ფონდის (UNICEF).
1996 წელს დაიანამ გაიცნო დოდი ალფაედი, რომელიც იყო არაბი მილიარდელის მუჰამედ ალფაედის ვაჟი. მათ ჰქონდათ ახლო ურთიერთობა და ერთად ჩაებნენ საქველმოქმედო აქციებში. ისინი ერთად დადიოდნენ სამოგზაუროდ. დაიანა დაუბრუნდა თავის ჰობს, ცურვას.
ის ბედნიერი იყო და ამას არ მალავდა. აკეთებდა საყვარელ საქმეს და გვერდით ყავდა ის ვინც უყვარდა.
1997 წლის ზაფხულში წყვილი პარიზში ისვენებდა. 31 აგვისტოს სასტუმრო Ritz Paris-იდან გამოსულებმა სცადეს თავი დაეღწიათ პაპარაცებისგან.
ამის გამო, მოყვნენ ავტოკატასტროფაში Pont de l’Alma-ს გვირაბში.
საყვარელი პრინცესას დაკრძალვას 2.5 მილიარდი ადამიანი ადევნებდა თვალყურს.
ლედი დაიანა გარდაიცვალა, მაგრამ მან დიდი ხნით დატოვა თავისი ანაბეჭდი ადამიანის გულებში, როგორც ნამდვილმა დედოფალმა.
ლედიმ, რომელიც ვინ მოსთვლის რამდენ ადამიანს დაეხმარა და გადაარჩინა შიმშილს.
და დღეს, როცა მას ქეით მიდლტონს ადარებენ და ამბობენ, რომ დაიანას ბაძავს, მსურს მან გააგრძელოს საქველმოქმედო საქმიანობა და არ მიბაძოს მხოლოდ სამოსის იმიტირებით.
1997 წელს ლედი დის გადასცეს ნობელის პრემია, საქველმოქმედო მოღვაწეობისათვის.იგი იყო სიკეთის ფერია.