ნიკოლაი არნდტის 3D-ნამუშევრები
ნიკოლაი არნდტი ადრე რუსეთში ცხოვრობდა, კერძოდ სარატოვში, რომელიც არის მსხვილი ქალაქი რუსეთის ევროპული ნაწილის სამხრეთ-აღმოსავლეთში და წარმოადგენს სარატოვის ოლქის ადმინისტრაციულ ცენტრს. იგი დაარსდა 1590 წელს როგორც საგუშაგო კოშკი. შემდეგ ნიკოლაი გერმანიაში გადავიდა, სადაც ქუჩის მხატვრობა უფრო პოპულარული იყო. მათ ვისაც არ აქვს ბედნიერება თავად ნახოს მისი შემოქმედება, შეუძლია მისი პორთფოლიო იხილოს შემდეგ ლიკზე: DeviantArt.
ამ პოსტში ნახავთ მის საუკეთესო 3D-ნახატებს. ნიკოლაი ხშირად სეირნობს გარეთ და “ზვერავს” ადგილებს, რომელსაც მისი შემოქმედება ნამდვილად დაამშვენებს. იგი უმეტესად ბნელ და უხამურ ადგილებს არჩევს, რათა მისმა ფერადმა ნახატებმა ხალხს უფრო მეტი სიხარული და ემოცია შემატოს.
სტილი, რომლის დამკვიდრება ნიკოლამ 1990–იანი წლებიდან დაიწყო ზედამაჯერებელი რეალობის შექმნა ჰქვია, რომელიც ევროპული მხატვრობის სკოლიდან მომდინარეობს. მისი სახელია Trompe-l’œil ანუ “მოატყუე თვალი” (ფრანგ.) და ეს ხელოვნება სამი განზომილების გამოსახულების შექმნას ემსახურება. ევროპის მრავალი ტაძრის კედლებზე გამოსახული Trompe-l’œil ნახატები სივრცესა და რაკურსზეა გათვლილი და გასაოცარ შთაბეჭდილებას ქმნის. ნიკოლაიმ კი ყოველივე ეს ქვაფენილზე გადაიტანა, რითაც 3D ხელოვნებას პოპულარობა შესძინა და უფრო ხელმისაწვდომი გახადა.
ტექნიკა: ნიკოლაი არნდტი მუშაობას დილით იწყებს და ქაღალდზე დახაზული კონტური ქვაფნილზე გადააქვს. აქ სიზუსტის ზედმიწევნითი დაცვაა საჭირო. ნიკოლაის ამაში კამერა ეხმარება, რომელიც იმ რაკურსით დგას, რომლითაც დამთვალიერებელმა ეფექტი უნდა დაინახოს.