არქივი

უიტნი ჰიუსტონი გარდაიცვალა

2a4c269ed2de
2012 წლის 11 თებერვალს მსოფლიო შეძრა ცნობილი ამერიკელი მომღერლისა და მსახიობის სიკვდილმა, 48 წლის ასაკში გარდაიცვალა უიტნი ჰიუსტონი. გარდაცვლილის ცხედარი სასტუმრო Beverly Hilton_ის ერთ-ერთ ნომერში აღმოაჩინეს. როგორც ცნობილია, მას ნარკოტიკებთან ჰქონდა შეხება და სავარაუდოდ სწორედ ნარკოტიკები გახდა მისი სიკვდილის მიზეზი.

ახლა კი ცოტაოდენი ცნობები მის შესახებ:
უიტნი ელიზაბეთ ჰიუსტონი (ინგლ. Whitney Elizabeth Houston, დ. 9 აგვისტო, 1963, ნიუარკი, ნიუ ჯერსი — გ. 11 თებერვალი, 2012, ბევერლი ჰილსი, კალიფორნია, აშშ) იყო ამერიკელი პოპ და რიტმ-ენდ-ბლუზ მომღერალი, მსახიობი, კინოპროდიუსერი და მოდელი.

dceb0f3bcafb

მსოფლიო მასშტაბით უიტნი ჰიუსტონს გაყიდული აქვს დაახლოებით 170 მილიონი ალბომი და სინგლი. გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში იგი შესულია, როგორც კომერციული თვალსაზრისით, ყველა დროის ყველაზე წარმატებული რიტმ-ენდ-ბლუზის შემსრულებელი ქალი. მომღერალი ცნობილი იყო თავისი ძლიერი ხმის დიაპაზონით, რომელიც კოლორატურა სოპრანოდაა მიჩნეული. ის პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი მომღერალი იყო, რომელსაც ბილბორდის ცხელ 100-ეულში ზედიზედ შვიდი ნომერი 1 ჰიტ-სინგლი ჰქონდა. მუსიკალური შესრულების გარდა, ჰიუსტონი აღიარებული მსახიობი, პროდიუსერი და ფილანთროპი იყო.

სტუდიური ალბომები
Whitney Houston (1985)
Whitney (1987)
I’m Your Baby Tonight (1990)
My Love Is Your Love (1998)
Just Whitney (2002)
One Wish: The Holiday Album (2003)
I Look to You (2009)
საუნდტრეკები
The Bodyguard
The Preacher’s Wife

http://www.whitneyhouston.com/us/home ეს კი მისი ოფიციალური საიტი

მსგავსი ამბები

Back to top button