არქივი

სამფეხა კაცის წარმატება

f1292642a8bc
ფრანჩესკო ლენტინი სიცილიაში 1889 წელს დაიბადა. ის ოჯახში მე-12 ბავშვი იყო და
ამავე დროს მე-12-ნახევარიც.. 
მისი ტყუპისცალი ძმა, რომელსაც მხოლოდ ერთი ფეხი და სასქესო ორგანოები ჰქონდა,
ფრენკის ხერხემალთან იყო შეზრდილი.

მესამე ფეხზე იყო მეოთხე ტერფი, პატარა და დეფორმირებული. ასე რომ, ლენტინის ჰქონდა
სამი ფეხი, ოთხი ტერფი, თექვსმეტი თითი (ფეხის), ორი სასქესო ორგანო.

ფრანჩესკო ლენტინი ბავშვობიდან ვერ იტანდა თავის დამატებით კიდურებს. ექიმები ვერ
ბედავდნენ, მისთვის ოპერაცია გაეკეთებინათ – შესაძლოა, “პარაზიტი-ძმის” მოცილება
ფრანჩესკოსთვის დამბლით დასრულებულიყო. მშობლებმა ბავშვზე უარი თქვეს და ლენტინი
დეიდას დაუტოვეს, რომელსაც ეს უნიკალური არსება მალევე მოჰბეზრდა და ინტერნატში ჩააბარა.
ფრენკმა ჯერ სამ ფეხზე სიარული ისწავლა, შემდეგ – ველოსიპედის მართვა, ჯირითი და ციგურებზე
დგომაც კი. 8 წლის ლენტინი სიცილიელ ემიგრანტებთან ერთად ამერიკაში აღმოჩნდა და ცირკში
მოხვდა. პუბლიკა “მოხიბლა” მისმა იუმორმა და უნიკალურობამ.

როდესაც ფრენკი მესამე ფეხით ბურთს კარში აგდებდა, დამსწრე საზოგადოება ოვაციებით
აჯილდოებდა უცნაურ მსახიობს და არენიდან არ უშვებდა, – ეს მისი ერთ-ერთი ყველაზე
წარმატებული საცირკო ნომერი იყო.

ფრენკი იმდენად საინტერესო მოსაუბრე და ნიჭიერი მსახიობი იყო, რომ ასაკთან ერთად მისმა
ფიზიკურმა ანომალიამ უკანა პლანზე გადაიწია. ინტერვიუს მიცემის დროს ლენტინი მესამე
ფეხს სკამად იყენებდა, ხოლო კითხვაზე, რამდენ ფეხსაცმელს ყიდულობთ, ღიმილით პასუხობდა:
ორ წყვილს, სამს ჩემთვის ვიტოვებ, ერთ ცალს კი ცალფეხა ამხანაგს ვაძლევო.

სამფეხა მამაკაცმა ვინმე ტერეზა მიურეის გული დაიპყრო. წყვილი შეუღლდა და ოთხი ჯანმრთელი
ბავშვი ეყოლათ. 40 წლის განმავლობაში ლენტინი სხვადასხვა ამერიკულ ცირკში მუშაობდა.
ისეთ ცნობილებშიც კი, როგორიც არის “ბარნუმ და ბეილი” და “კონი აილენდი”. ფრენკი ნამდვილი
ჯენტლმენი იყო, თანამედროვეები მას იმდენად სცემდნენ პატივს, რომ “მეფესაც” კი ეძ|ახდნენ.
ფრენკი სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა, ის ფლორიდაში 1966 წელს გარდაიცვალა.

ლიკა კერატიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”

3 კი არა 5 ფეხი რომც ქონდეს საკუთარ შვილს ვერ მივატოვებ და ვერც ვერავის
დავუტოვებ გასაზრდელად ..

წყარო: ambebi.ge

მსგავსი ამბები

Back to top button