არქივი

ისწავლე მართვა

8480ed4b4b75

გიოცნებიათ ოდესმე ვინმე დაგეჰიპნოზებინათ? ეჭვი მაქვს,რომ ეს აზრი თავში ყველას მოსვლია. წარმოგიდგენიათ,როგორ შეიცვლებოდა ცხოვრება,თუკი შეგეძლებოდათ გოგონების/ბიჭების დაჰიპნოზება,გავლენის მოხდენა ოჯახის წევრებზე,ან უბრალოდ ამ ნიჭის წყალობით ბიზნესის წამოწეყება? მინდა გითხრათ,რომ ადამიანის შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს და ეს ყველაფერი განხორციელებადია. სანამ სწავლას შეუდგებოდეთ,თქვენს თავს უნდა დაუსვათ კითხვა, თუ რაში გჭირდებათ ეს ძალა, რისი მიღწევა გსურთ, ღირს კი დროისა და ენერგიის დახარჯვა, დარწმუნებული ხართ საკმარისად თქვენს ძალებსა და მოთმინებაში? ამ ყველაფერს როდესაც გაარკვევთ, უკვე უნდა დაფიქრდეთ თავად შესწავლის ტექნიკაზე. ძირითადად ამის 3 გზა არსებობს.

7d34b64f4c2b
სახლში შესწავლა სხვადასხვა შემსწავლელი კურსებით, ეს საკმაოდ იაფიც დაგიჯდებათ და თან დროსაც თავადვე დაარეგულირებთ. როცა გინდათ მაშინ დაიწყებთ მეცადინეობას,როცა გინდათ მაშინ დაამთავრებთ. თუმცა ხშირად ინტერნეტში მოძიებული კურსები სულაც არაა სანდო და მხოლოდ ადამიანის ფინანსურ გაყვლეფას ემსახურება, ამიტომაც გირჩევთ თვალი ადევნოთ ucnauri.com-ს, შესაძლოა კურსები თავად შემოგთავაზოთ, ოღონდ ეს მოხდება ეტაპობრივად და ყველაფერი ზედმიწევნით უნდა შესრულდეს. თუ მოთმინება არ გაგაჩნიათ დაწყებას არ გირჩევთ.

67d081b34d8e
არსებობს ჰიპნოთერაპიის სკოლები, სადაც მოსწავლეებს ამ ხელოვნებას ასწავლიან, მაგრამ საქართველოში ამდაგვარი დაწესებულების არსებობის შესახებ ჯერ არაფერი მსმენია სამწუხაროდ.

60267d01a8e6

მასწავლებლის აყვანა – არსებობენ პროფესიონალები, რომლებსაც შეგიძლიატ მიებაროთ, მაგრამ მოგეხსენებათ საქართველოში გამოცდილი და კარგი მასწავლებლის პოვნა არც ისე ადვილი იქნება.

საკუთარი თავის ჰიპნოზი
სანამ სხვებზე ჩაატარებდეთ ექსპერიმენტებს, მანამდე სჯობს თქვენს თავზე გამოსცადოთ. ამით დავადგენთ თუ რამდენად ემორჩილებით ჰიპნოზს, რამდენად გაქვთ განვითარებული ფანტაზია, და რამდენად შეგიძლიათ ჩაეფლოთ ამ სამყაროში.

საკუთარი თავის ჰიპნოზი ერთი შეხედვით ტვინის ნორმალურ მდგომარეობასაც კი ჰგავს. ბევრს ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოუცდია ტრანსისმაგვარი მდგომარეობა, მაგრამ ხალხი ამას ჰიპნოზს არ ეძახის. მაგალითად ზოგი იმდენად შეჭრილა ფიქრში,რომ ეს ფიქრი სიზმარივით გადაქცევია, ანუ ე.წ. დღის სიზმარი. ასევე ხანხადან წიგნი იმდენად გაიტაცებს ადამიანს,რომ ის ვერც ვერაფერს ამჩნევს და არც არაფერი ესმის, თითქოს გამოთიშულია, არადა ამ დროს აზროვნებს. ზოგჯერ კი ვთქვათ მანქანის მართვის დროს შესაძლოა იგივე დაემართოს მძღოლს. განსხვავება ასეთ ტრანსულ მდგომარეობასა და საკუთარი თავის დაჰიპნოზებას შორის ისაა,რომ ჰიპნოზის დროს კონკრეტული მოტივაცია და მიზანია გამოკვეთილი.
სხვათაშორის ბევრი ფიქრობს,რომ ნებისმიერი სახის ჰიპნოზი მაინც საკუთარი თავის ჰიპნოზია, ჰიპნოთერაპისტი მხოლოდ მაჩვენებელი გზაა ჰიპნოზში შეყვანისა, სინამდვილეში კი ყველაფერს თავად დაჰიპნოზებული ადამიანი აკეთებს და თავადვე იგდებს თავს ჰიპნოზში.
ასეა თუ ისე, ჩვენ მაინც გამოვყოთ ეს სახეობა ცალკე და ახლა ვთქვათ თუ რა სარგებლობა მოაქვს საკუთარ დაჰიპნოზებას.
1. უბრალოდ განტვირთვისთვის, რელაქსაციისთვის
2. რაიმე შიშის დაძლევისთვის
3. სტრესული მდგომარეობიდან გამოსვლისთვის
4. კონცენტრაციის გაძლიერებისთვის
5. მავნე ჩვევების დაძლევისთვის (მოწევა,ფრჩხილების კვნეტა და სხვა)
6. თავდაჯერებულობის ასამაღლებლად
7. უძილობისგან თავდასაღწევად
8. მიზნების მისაღწევად (საკუთარი თავისთვის ჩაგონება)

შემდეგ პოსტში უკვე იქნება პრაქტიკული მასალა საკუტარი თავის ჰიპნოზისა, მანამდე კი გადაიკითხეთ ჰიპნოზზე პოსტები, რომელიც ჩვენს საიტზე დევს.

პოსტი 1

პოსტი 2

პოსტი 3

ტრანსის განმარტება: ტრანსი-ეს არის მდგომარეობა, რომლის დროსაც ცნობიერება შევიწროვებულია იმგვარად, რომ ადამიანი მთელს თავის ყურადღებას და გონებას მიმართავს ერთ გვარკვეულ მოვლენაზე, ადამიანზე, საგანზე და ა.შ.

გქონია თუ არა ოდესმე ტრანსში ჩავარდნის შემთხვევა?

  • და კიდევ ერთი კითხვა, ვის გინდათ ჰიპნოზის სწავლა და რატომ?
  • …………………………………………………………………………………………………………………..

    100000692931822.1453.2047260951

    მსგავსი ამბები

    იხილეთ ასევე
    Close
    Back to top button