უცნაური

მომავლის გამოგონებები(3D ფანჯარა)

2c37ff23e5a0
სამგანზომილებიანი ფანჯარა (3D) – ეს არის სხვადასხვა ტექნოლოგიების გამოყენებით შექმნილი ვირტუალური რეალობა ჩვენს გარშემო.

სამგანზომილებიანი ფანჯარა (3D) – ეს არის სხვადასხვა ტექნოლოგიების გამოყენებით შექმნილი ვირტუალური რეალობა ჩვენს გარშემო.კერძოდ,მასში გამოყენებულია SAMSUNG _ ის გამჭვირვალე LCD ეკრანი,ასევე APPLE _ ის ჰიპერ-რეალური 3D მონიტორი.
3D ფანჯარას ექნება ყველა ის შესაძლებლობა, რაც დღევანდელ მოთხოვნილებებს აკმაყოფილებს. მისი დატვირთვა მოხდება მზის ელემენტებით, რომელიც ასევე მოთავსებული იქნება პანელში. მონიტორს ექნება (touch screen) ფუნქცია, რომლის საშუალებით მოხდება 3D ფანჯრის ჩართვა–გამორთვა ან სასურველ პეიზაჟზე დაყენება. გამჭვირვალე დისპლეი შეიძლება სრულიად გამჭვირვალე გახდეს,ან პირიქით, საერთოდ არ გაატაროს სინათლე. ხოლო 3D ტექნოლოგია სამგანზომილებიან გამოსახულებას გვთავაზობს. მისი მთავარი თავისებურება ისაა, რომ სტერეო გამოსახულების დანახვა სათვალის გარეშე არის შესაძლებელი. ამიტომ, თუ ფანჯრის მიღმა არსებული ხედი მოგვებეზრდა, შეგვიძლია ჩვენი არჩევანით ჩავრთოთ ნებისმიერი ვირტუალური გარემო, რომელიც რეალურ შეგრძნებებს ბადებს.
ეს არ იქნება მხოლოდ ერთ-ერთი მორიგი გასართობი ახალგაზრდებისთვის. 3D ფანჯრების დამონტაჟება აამაღლებს ადამიანთა გუნება- განწყობას, რაც გაუადვილებს მათ ნებისმიერი სამუშაოს ხარისხიანად შესრულებას.
3D ფანჯრის ეფექტი ფსიქოთერაპიული სეანსების დროს დადებით ემოციებს გამოიწვევს პაციენტებში,რაც აუცილებლად დააჩქარებს მათ გამოჯანმრთელებას.

მსგავსი ამბები

Back to top button