უცნაური

საქართველოში უცხოპლანეტელთა არსებობას სპეციალისტები ადასტურებენ

c780cf5ea891

ამ უზარმაზარი გალაქტიკების სისტემაზე ჩვენ მხოლოდ მცირედი ვიცით, ამიტომ ნუ ვიტყვით, რომ ჩვენ გარდა არავინ არსებობს” – ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ამბობს, რომ როგორც კეთილი, ასევე ბოროტი არამიწიერი არსებები საქართველოშიც იმყოფებიან, თუმცა ადამიანები მათ ხშირად ვერ ამჩნევენ.

საქართველოში უცხოპლანეტელებთან დაკავშირებული კვლევა 70-იანი წლებიდან მიმდინარეობს, შესაბამისად, დაგროვებულია გარკვეული მასალაც.

როგორც უფოლოგი ერეკლე შონია “რეზონანსთან” ამბობს, არსებობს ფაქტები, რომლებიც გვაძლევს საშუალებას, რომ მტკიცედ დავადასტუროთ მათი არსებობა. მისი თქმით, შორი კონტაქტის 80 შემთხვევა არსებობს, თუმცა არამიწიერი არსებები ზოგჯერ ადამიანებთან ახლო კონტაქტსაც ამყარებენ. ამიტომ ჩვენთან მათი ათასობით აღწერილობა ინახება. ისინი სხვადასხვა კანის ფერის მქონე ადამიანის მსგავსი არსებები არიან, ზოგიერთი დაბალია, ზოგი კი სამ მეტრზე მაღალი.

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი უცხოპლანეტელებთან ახლო კონტაქტს ადასტურებს და ამბობს, რომ სამყაროში უამრავი არსებაა, რომლებსაც ჩვენ არ ვიცნობთ, თუმცა ისინი დროდადრო კონტაქტზე გამოდიან და ამის უამრავი მაგალითიც გვაქვს.

“ამ თემაზე თალეს შონია მუშაობდა, სწორედ მასთან ერთად რუსთავში ერთ-ერთ უცხოპლანეტელს შევხვდი, ფანტასტიკური შეხვედრა იყო, მე ჩემი თვალით ვიხილე საოცარი აღნაგობის პიროვნება, რომელიც ორ მეტრზე მაღალი იყო და კანზე მომწვანო ელემენტები ჰქონდა.

“მახსოვს, მან თქვა, რომ მოვა დრო და თქვენც გახდებით აქაურთათვის უცხოპლანეტელები, დედამიწა თავის განვითარების ეტაპს ამოწურავს და თქვენ უკვე სხვა სამყაროში მოხვალთ. სწორედ ასე ვიყავით ჩვენც.

“იყო პერიოდი, როცა ჩვენც ვცხოვრობდით დედამიწაზე, მაგრამ გადავედით სხვა განვითარების დონეზე და ამისთვის საჭირო იყო სხვა პლანეტარული განვითარება, რასაც სხვანაირი სხეული, სხვანაირი სუნთქვის პრინციპები სჭირდებოდა, ამიტომ განვსხვავდებით გარეგნულად თქვენგანო.

“ასევე არიან ჩვენზე მაღალი განვითარების სულები და დაბალი განვითარების სულები, რომლებიც დედამიწაზე ჩვენს მერე მოვლენ. სამყაროში ძალიან დიდი გრადაციაა. ამ უზარმაზარი გალაქტიკების სისტემაზე ჩვენ მხოლოდ მცირედი ვიცით. ამიტომ ნუ ვიტყვით, რომ ჩვენ გარდა არავინ არსებობს.

“როდესაც ადამიანი მესამე განზომილებიდან, რომელშიც ჩვენ ახლა ვიმყოფებით, მეოთხე განზომილებაში გადავა, ის საოცრებებს დაინახავს, რომლებიც ჩვენ გვერდით არის და ჩვენ ვერ აღვიქვამთ. მაგალითად, ითვლება, რომ ეგვიპტის პირამიდის ქვეშ უზარმაზარი ქალაქებია, მაგრამ ჩვენ მესამე განზომილებიდან მხოლოდ ქვებს ვხედავთ, მეოთხე განზომილება კი ადამიანს აძლევს იმის საშუალებას, კედელში გავიდეს და მის მიღმა არსებული სიცოცხლე დაინახოს.

“მეცნიერებამ რასაც მიაგნო, მხოლოდ იმ ჩარჩოებში ვართ მოქცეული. თუმცა ადამიანებისთვის ძალიან ბევრი სამყაროსეული საიდუმლოებები გაიხსნება”, – ამბობს ცაგარელი და დასძენს, რომ უცხოპლანეტელების სხვადასხვა გრადაცია არსებობს, მაგალითად იუპიტერიანელები და მარსიანელები. თუმცა მარსიანელები უფრო აგრესიულები არიან, ვიდრე იუპიტერიანელები.

“მე მახსოვს, ბატონი თალესიც კი გვაფრთხილებდა, რომ მარსიანელები ადამიანებისთვის საშიშნი იყვნენ. თუმცა თუ პრაქტიკა არ გაქვთ, მათი გამოცნობა ძნელია, მათ იუპიტერიანელებისგან განსხვავებული კანის ფერი აქვთ, არ არიან მომწვანო ელემენტების კანის მატარებელნი. მათთან ცოტა სიფრთხილეა საჭირო, რადგან ისინი ადამიანებზე გარკვეულ ექსპერიმენტებს აწარმოებენ. იუპიტერიენელები კი პირიქით, გვეხმარებიან და გვიცავენ, მათ შორის, მარსიანელების შემოტევისგანაც”.

როდესაც ქვეყანას უბედურება ელოდება, ისინი ცის კაბადონზე გროვდებიან. როგორც ცაგარელმა თქვა, მეორე მსოფლიო ომის დროს არნახულად დიდი რაოდენობის უცხოპლანეტელი იყო, რაც საბჭოთა

გენერლებმაც კი აღწერეს, თუმცა ამ დრომდე ეს გასაიდუმლოებული იყო.

კოტე ჯაფარიძე, რომელიც უფოლოგიით არის დაინტერესებული, თბილისში, მთაწმინდის ქუჩაზე ცხოვრობს და ამბობს, რომ 1990-იან წლებში მათი გამოჩენის შანსი უფრო დიდი იყო, ვიდრე ახლა.

“ჩემს სახლთან არის მოდელი, სადაც უცხოპლანეტელთა ხომალდები ჯდებოდნენ, გადმოცემით ვიცი, რომ ეს ადგილი მათ ძალიან მოსწონდათ. 1990 წელს დედაჩემმა დაინახა მათი ხომალდი. თუმცა კარგა ხანია ჩვენ მსგავსი აღარაფერი გვინახავს”, – ამბობს ჯაფარიძე.

როგორც ერეკლე შონია ამბობს, 1990-1991 წლებში უცხოპლანეტელთა ათასობით შორი და ახლო კონტაქტების შემთხვევები დაფიქსირდა.

“დაახლოებით 90-იანი წლების დასაწყისში არამიწიერი არსებები ძალიან აქტიურად იყვნენ მთელ საქართველოში მოდებულნი, განსაკუთრებით კი თბილისში, ვინაიდან სოფლები დაცარიელებული იყო.

“რაც შეეხება ბოლო პერიოდს, 2 წლის წინ სამეგრელოს რაიონში რამდენიმე შემთხვევა იყო, როცა არ იცოდნენ, რა ფენომენალურ მოვლენასთან ჰქონდათ საქმე და კონტაქტში შესვლისას ადამიანები ქვებს ესროდნენ. ახლა ქართლი გახდა გარკვეული მოვლენების ეპიცენტრი.

“სოფელ ზღუდერში ბრახუნი და ნგრევის ხმა ისმოდა. ოჯახის წევრებმა კი არ იცოდნენ, რა ხდებოდა და დაახლოებით თვენახევრის განმავლობაში ოჯახი და მეზობლები შიშის ქვეშ ცხოვრობდნენ. მეორე სოფელში ცოტა განსხვავებული მდგომარეობაა, სოფელ ტყვიავში იხატება ჯვრები, ეცხადებათ ადამიანებს გარკვეული არსებები. უცნაური ამბები ხდება, თუმცა არ ვიცით ჯერ, ეს რა მოვლენაა, არ შეგვიძლია, რომ ეს უცხოპლანეტელებს მივაწეროთ.

“საწყის ეტაპზე, როცა მსგავსი ფენომენალური მოვლენა გამოვლინდება, არ ვამბობთ, რასთან გვაქვს საქმე, რადგან ადამიანი ზემგრძნობიარეა და მას შეუძლია გარდაცვლილებში ინფორმაციის წაკითხვა, ამიტომ არ ვიცით, ეს უცხოპლანეტელია თუ სხვა რამ.

“1989 წელს ხომალდმა საგურამოს ტყეს გადაუფრინა და კვალი დატოვა, ხეების მასა დამტვრეული და ჭვარტლმიფრქვეული იყო. თუ არ ჩავთვლით ასეთ ძლიერ შემთხვევებს, ძალიან საინტერესოა ახლო კონტაქტები, რომელიც არამიწიერ არსებასთან ურთიერთობას გულისხმობს.

“საქართველოში უკვე 80 შორეული კონტაქტის შემთხვევაა აღმოჩენილი, სადაც ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ გაწყვეტილი ხეები, ხშირი შემთხვევაა, როცა ცაზე დაინახეს მანათოებლი სხეული, თუმცა გამოკვლევისას ეს არაფერს არ იძლევა, ვინაიდან ის შეიძლება ადამიანის მიერ აღქმული ვარსკვლავი ან მიწიდან გაშვებული რაკეტის კვალი იყოს.

“მე ვაერთიანებ შორეულ და ახლო კონტაქტებს, რადგან ფართო მოკვლევამაც აჩვენა, რომ ხშირ შემთხვევაში ეს ერთმანეთთანაა კავშირში, ანუ ერთ ისტორიას შეიძლება სხვადასხვანაირი გამოვლინება ჰქონდეს. დაგროვებული გვაქვს ბაზა, რომელზეც შეგვიძლია ვისაუბროთ და დეტალები ერთმანეთს მივამსგავსოთ, მაგალითად, ერთმანეთს ჰგავს უცხოპლანეტელის გამოჩენის და გაქრობის დეტალები.

“ასევე საინტერესოა, რომ სხვადასხვა გეოგრაფიულ არეში სხვადასხვა ადამიანის მონაყოლი ერთმანეთს წააგავს, არამიწიერის ქცევას და ხომალდს თითქმის ერთი და იმავენაირად აღწერენ. ასევე ემთხვევა საურთიერთობო ენაც. ახლო კონტაქტის მქონე ადამიანები ამბობენ, რომ უცხოპლანეტელები ქართულ ენაზე მეტყველებენ.

“საქართველოში იყო რამდენიმე მცდელობა, რომ გაეკეთებინათ უცხოპლანეტელთა საკვლევი ორგანიზაცია და მათ ჩვენს დასახელებას არქმევდნენ, მაგრამ მერე, როგორც ჩანს, ვერ იმუშავეს და გაჩერდნენ, რადგან ამ სფეროში დაფინანსება არ არის.

“ჩვენ საქართველოში უცხოპლანეტელებთან დაკავშირებულ შემთხვევებს ვინახავთ და როცა ამის გაანალიზების შესაძლებლობა გვექნება, მუშაობას დავიწყებთ. ჩვენი წვლილი რომ შევიტანოთ ამ სფეროში, სამ წელიწადში ერთხელ ვაკეთებთ ფილმებს და საგაზეთო სტატიებს ვუშვებთ. თუ კონტაქტი ხდება, ადგილზე ჩავდივართ და მეტ-ნაკლებად ვიკვლევთ, მაგრამ უსახსრობის გამო იმის მეათედი კეთდება, რაც საჭიროა.

“ჩვენ მხოლოდ იმ ადამიანების გამოკითხვას, მათთვის მიმართულების მიცემას და დაკვირვებას ვახდენთ, რომლებსაც არამიწიერ არსებებთან ახლო ან შორი კონტაქტი ჰქონდათ. ადრე ამ საკითხში ჩართული იყო სამედიცინო მუშაკი, ფსიქოლოგი, კეთდებოდა სისხლის ანალიზი და ა.შ. გააჩნია, რა სახის შემთხვევასთან გვაქვს საქმე, როცა კონტაქტის დროს ოპერაციის გაკეთება ხდება და ადამიანს ამის კვალი რჩება, სამედიცინო გამოკვლევა ხდება საჭირო.

“არის შემთხვევები, როცა ხომალდმა ჭვარტლი მიაფრქვია ხეებს, ჭვარტლის გამოკვლევა კი მეტალურგიის ინსტიტუტში ხდებოდა. კონტაქტის შემთხვევაში ოჯახს უცხოპლანეტელის მიერ ნაჩუქარი მცენარე ჰქონდა, რომელსაც ბოტანიკის ინსტიტუტი იკვლევდა.

“დახურულ სივრცეში, სადაც არაფერი უნდა ჩამოვარდნილიყო, ფურცელზე ან კედლებზე იწერებოდა წარწერები და წერილობითი ხასიათის ინფორმაცია ჩნდებოდა. ამ წერილების გამოკვლევა ფსიქოლოგის მიერ ხდებოდა, რომელიც იკვლევდა, თუ როგორი ტიპის არსებას შეეძლო ამის დაწერა.

“კვლევა შესაძლებელია მრავალმხრივი, რადგანაც ამის საშუალება არ გვაქვს, მასალის შეგროვებითა და ამ ხალხთან მხოლოდ ურთიერთობით შემოვიფარგლებით.

“მსოფლიო პრაქტიკა არის ორმაგი, დიდი სახელმწიფოები სწავლობენ ამას და გასაიდუმლოებული აქვთ კვლევა, მაგრამ ფაქტია, რომ ამ კვლევის შედეგებს იყენებენ ტექნიკაში. მეორე მიდგომის თანახმად, ბოლო პერიოდში გადაღებული ყველა ფანტასტიკური ჟანრის ფილმი, რომელიც უცხოპლანეტელებზეა შექმნილი, რეალური კონტაქტებიდანაა აღებული”, – გვითხრა ერეკლე შონიამ.

1991 წლიდან არსებობს სამეცნიერო პროექტ-ასოციაცია “ადამიანი-გარემო უფოლოგთან”, რომლის ხელმძღვანელი უფოლოგი ერეკლე შონიაა. მან ეს ასოციაცია 1990-იან წლებში განაახლა, მანამდე კი მამამისი, ფიზიკოსი თალეს შონია ხელმძღვანელობდა, რომელსაც უცხოპლანეტელებთან პირდაპირი კავშირი ჰქონდა.

eff96a098b70

8d4d13ac4eca

 

წყარო : ambebi.ge

PagsOn

Ucnauri.com aris Dzalian Magari saiti am saitis sashualebit dzalian bevri informacia movipove da madloba im adamians vinc es saiti sheqmna :)

მსგავსი ამბები

Back to top button