TECH & მეცნიერებაგართობა

თუ…

b641c0f6af01

თუ ქერტლი მოძრაობს, მაშინ ის ტილია..

დანარჩენი სრულიადში

1. თუ მესამე დღეა რაც მუშაობა გეზარება, მაშინ დღეს ოთხშაბათია.

2. თუ დილით გაიღვიძე და ფეხზე ადგომა აღარ გჭირდება, თურმე ფეხზე მდგომს გძინებია.

3. თუ კარგად დალევ, დილით ცუდად ხარ. თუ დილით კარგად ხარ, მაშინ წუხელ ცუდად დაგილევია.

4. თუ ქმარი ცოლს მანქანის კარს უღებს, ან მანქანაა ახალი და ან – ცოლი.

5. თუ მკერდი კარგად ჩანს, მაშინ სახე ცუდად გამახსოვრდება.

6. თუ მზის ირგვლივ წრეები შეამჩნიე, დროა ფანჯრები დაწმინდო.

7. თუ არაყს სვამ და ცუდად ,,მიდის”, მაშინ ის აუცილებლად უკან დაბრუნდება.

8. თუ ქერტლი მოძრაობს, მაშინ ის ტილია.

9. თუ რამეს ეძებ, მაშინ რაღაც მაინც გცოდნია.

10. თუ დედა მამის სისულელეებზე იცინის, მაშინ სახლში სტუმრები არიან.

11. თუ ქალი გატყუებს, მაშინ შენ მისთვის სულერთი არა ხარ.

12. თუ ცხენი გეუბნება გიჟი ხარო, მაშინ ის მართალია.

13. თუ ერთ წუთს ვიცინით, ერთი წლის სიცოცხლე გვემატებაო. ეგ სისულელეა…

14. თუ თავი გტკივა, გიხაროდეს. გქონია საერთოდ.

15. თუ მანქანით მიდიხარ და დაგარტყეს, გადმოდი მანქანიდან და დააკვირდი: თუ უკნიდანაა დარტყმული, ფული იცის… თუ წინიდან გაქვს დარტყმული – ფული მაინც იცის, ოგონდ იმის ჯიბეში, ვისაც შენ უკნიდან დაეჯახე.

16. თუ დილით შენს გვერდით ქალი იღვიძებს, რომელიც არსად აპირებს წასვლას, მაშინ ის შენი ცოლია.

17. თუ შენი ძაღლი მოგესალმა ,,გამარჯობა, უფროსოვო”, მაშინ მას უბრალოდ შენი შეშინება არ უნდოდა ყეფით.

წყარო: facebook page

მსგავსი ამბები

Back to top button