გართობაუცნაური

ცნობილი თვითმკვლელები

ff589f6751fe
წარმოგიდგენთ თვითმკვლელების ცნობილ სახეებს:
24a833f3d04e
1. გერმანიის ნომერ პირველმა მეკარემ, ბარსელონაში თამაშს თავი დაანება და მისი ბოლო კლუბი “ჰანოვერი” აღმოჩნდა, სადაც ისევ დაიბრუნა სახელი და დიდება.
2009 წლის 10 ნოემბერს ქალაქ ნოიშტადტში რობერტ ენკე გარდაიცვალა 32 წლის ასაკში.რობერტ ენკე , რომელიც ბუნდესლიგის 2008–09 სეზონის საუკეთესო მეკარედ იქნა აღიარებული, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ის იყო გერმანიის ნომერ პირველი მეკარე .
და მაინც რატომ მოიკლა თავი ენკემ ?

რობერტმა და მისმა მეუღლე ტერეზამ აღსაზრდელად 3 თვის გოგონა, ლეილა აიყვანეს.
მოხდა უბედურება, რომელმაც სერიოზული დარტყმა მიაყენა რობერტის ჯანმრთელობას – მისი 2 წლის გოგონა, ლარა უიღბლო ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა. გოგონა თანდაყოლილი გულის დაავადებით იყო დაბადებული.
სიკვდილიც არის და სიკვდილიც. ენკე საკუთარი ავტომობილით ნოიშტადის სადგურში მივიდა, მანქანა 10 მეტრის მოშორებით დააყენა და დინჯად გაემართა ლიანდაგებისკენ. რამდენიმე წამში ბრემენი–ჰამბურგის მიმართულებით მოძრავმა რეგიონულმა მატარებელმა, რომელიც 160 კილომეტრი საათი სიჩქარით მოძრაობდა, მისი სხეული გაიტანა. რობერტ ენკემ თავი მოიკლა

e5f13da805f1
2. “მწუხარება გაგრძელდება სამუდამოდ“- ვან გოგის ეს უკანასკნელი სიტყვები შეიძლება გახდეს მისი ცხოვრების ეპიგრაფი.

ვინსენტ ვილემ ვან გოგი ჰოლანდიელი ფერმწერი და გრაფიკოსი 80-იანი წლების ბოლოს ფსიქიკურად დაავადდა, რასაც მოჰყვა კონფლიქტი მასთან სტუმრად
ჩამოსულ ფრანგ ფერმწერ პოლ ეჟენ ანრი გოგენთან. გოგენი წარმოედგინა ზედმეტად ქედმაღალ ადამიანად. მათი უთანხმოება ქრისტესშობის დღესaსწაულის წინა დღეებში გამძაფრდა, როდესაც ვან გოგმა ბოთლი ესროლა გოგენს და შემდეგ სამართლებლით თავს დაესხა. შეშინებულმა გოგენმა გაქცევით უშველა თავს. ნახევრად შეშლილ მდგომარეობაში მყოფი ვან გოგი კი იქამდე მივიდა, რომ მარჯვენა ყურის ნაწილი მოიჭრა.
ამ ინციდენტის შემდეგ, ვან გოგი იწვა ჯერ არლის, შემდეგ კი სენ-რემისა (1889 ) ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, სადაც დახატა რამოდენიმე ცნობილი ფერწერული ტილოები , მათ შორის კი “Starry Night.
ვან გოგი-ცნობილი იყო როგორც აბსენტის დიდი მოყვარული.
საოცარია მაგრამ, მის ცხოვრებაში არის ისეთი ფაქტიც, რომელიც დაღს ასვამს მხატვრის ისედაც ტრაგიზმით აღსავსე ცხოვრებას, ვან გოგმა ყური მოიჭრა, თუ რატომ ან რისთვის გააკეთა ეს, ამ კითხვაზე ზუსტ პასუხს დღესაც ვერავინ სცემს .
მარტოსულმა და უკიდურესაც გაჭირვებულმა მხატვარმა ცხოვრებაში კიდევ ერთი მძიმე გააწყვეტილება მიიღო, 1890 წლის ზაფხულში, ვან გოგი მიდის მინდორში, რათა იმუშაოს ღიოა ცის ქვეშ და აქ ვან გოგი გულმკერდში იხლის ტყვიას და ცხოვრებას თვითმკვლელობით ასრულებს.

3984b8e999fa
3. მსოფლიო ლიტერატურული შედევრის „მარტინ იდენის” ავტორის ჯეკ ლონდონის სიტყვებია: ძაღლისთვის მიგდებული ძვალი არ არის მოწყალება. მოწყალებაა, როცა ძაღლს გაუყოფ ძვალს მაშინ, როცა თავადაც ძაღლივით მშიერი ხარ.

1916 წელს ჯეკ ლონდონი, ამერიკელი მწერალი გარდაიცვალა. ეს იყო უეცარი სიკვიდილი, რომელსაც არავინ ელოდა, რადგან, მართალია, ბოლო წლებში მწერალი ურემიისგან (თირკმელების უკმარისობით) იტანჯებოდა, მაგრამ სიკვდილს სულაც არ აპირებდა. მწერალს რომ გაეყუჩებინა საშინელი ტკივილები, ღებულობდა მორფინს. ჯეკ ლონდონი კომატოზურ მდგომარეობაში იპოვეს თავის ოთახში. ის მოწამლული იყო მორფინითა და ატროპინით; მორფინის დოზა, რომელიც მან მიიღო 22 ნოემბერს აღმოჩნდა მისთვის ფატალური. მაგრამ .. მაინც რა გახდა სიკვდილის მიზეზი:
ტკივილგამაყუჩებელი წამლების ზედმეტი დოზა თუ შეგნებული თვითმკვლელობა უცნობია.

befa9ac14501
4. ვლადიმერ ვისოცკი-ცნობილი მსახიობი, მუსიკოსი.იგი მოიხმარდა მორფინს, ოპიუმის ალკოლოიდს, ზოგჯერ სტიმულატორებს როდესაც არ იყო ოპიუმი, ზოგჯერ ალკოჰოლს, როდესაც არ იყო არც ოპიუმი და არც მორფინი.
ცხოვრების უკანასკნელ წლებში ვისოცკი “მეტადონზე“ დამოკიდებული გახდა

c5ab68fef313

5. რუსი პოეტი სერგეი ესენინი მკვდარი იპოვეს 1925 წლის 28 დეკემბერს, ლენინგრადის სასტუმრო “ანგლეტერში”. მისმა სიკვდილმა ზოგიერთ ისტორიკოსებს შორის გამოიწვია კითხვები:
იყო ვერსიები: ესენინმა თავი ჩამოირჩხო ცენტრალური გათბობის მილზე, მაგრამ პოეტის ბიოგრაფები იმ შეთანხმებამდე მივიდნენ, რომ ძირითადი თვითმკვლ;ელობის მიზეზი გახდა ალკოჰოლისადმი მისი მისწრაფება და ამით გამოწვეული თეთრი „ციებ-ცხელება“ .
მისი უკანასკნელი ლექსი დაწერილი იყო ამავე სასტუმროში, საკუთარი სისხლით: “ნახვამიდის, ჩემო მეგობარო, ნახვამდის…” მიზეზი დეპრესია.

bf50fb59e4ea
6. ვირჯინია ვულფი (Virginia Woolf
ბრიტანელმა მწერალმა ახალგაზრდობის წლებში გადაიტანა დიდი ტკივილი დედის დაკარგვის გამო და მისი გაატიურების მცდელობით; მთელი ცხოვრება განიცდიდა ფსიქიკურ აშლილობას და დეპრესიას,თავის ტკივილებს.
1912 წელს გაჰყვა ცოლად მწერალს და ჟურნალისტს, ლეონარდ ვულფს. 1913 წელს გაუმეორდა გონებრვი ჩავარდნები და პირველად სცადა თავის მოკვლავ

1917 წელს იყიდეს ხელით საბეჭდი მანქანა და ერთად დაარსეს გამომცემლობა “ჰოგარტ პრესი”, საიდანაც გამოიცა მწერლის ყველა რომანი.
მეორე მსოფლიო ომის დაწყებისას დაემართა კვლავ შეტევები და თავის ტკივილი, ამის მიზეზი კი ებრაელი ქმარი იყო. მათი სახლი ლონდონში დაბომბვისას განადგურდა. მან გადაწყვიტა ლეონარდი აღარ ეტანჯა მისი მოვლით. ფიქრობდა, რომ მის გარეშე ის ბედნიერად იქნებოდა. ვირჯინიამ დაუტოვა წერილი ქმარს და დას და თავი დაიხრჩო მდინარე უზში, 59 წლის ასაკში. მდინარე მათ მამულში, სასექსში ჩამოედინებოდა. გვამი ბავშვებმა ტრაგედიიდან 2 კვირის შემდეგ იპოვეს.

403326978e87
ერნსტ ჰემინგუეი სიცოცხლის გამავლობაში ფართოდ იყო აღიარებული და მიიღო ნობელის პრემია ლიტერატურაში.
ამერიკელი მწერალი. 1961 წლისთვის ჰემინგუეის მდგომარეობა სავალალო იყო: მხედველობა დაუქვეითდა, ჯანმრთელობა შეერყა, ელექტრო შოკით მკურნალობისას დაკარგა მეხსიერება, ხოლო მისი სახლი და ქონება კუბაში იყო დაკარგული. გარდა ამისა, მას გაუმძაფრდა პარანოია- ეჩვენებოდა რომ მას უთვალთვალებდა FBI-ის აგენტები. გაზაფხულში, მკურნალობიდან 3 თვის თავზე შეეცადა თავის მოკვლას. 30 ივნისს საავადმყოფოდან გამოწერეს და კეტჩუმში, აიდაჰოს შტატი წავიდა. 2 ივლის კი თავი მოიკლა თავისი საყვარელი იარაღით . ოჯახის თხოვნით, გამომძიებელმა აღარ გამოიძია ამის მიზეზი. მის ოჯახში სუიციდი, ასე ვთქვათ “მიღებული მოვლენა” იყო, თავი მოიკლეს მისმა მამამ კლარენსმა, დამ ურსულამ, ძმამ ლანჩესტერმა , ასევე ამერიკელი მწერალი იყო 1915-1982 და შვილიშვილმა მარგომ (ამერიკელი მოდელი და მსახიობი 1955-1996). ზოგიერთი ადამიანი მიიჩნევს, რომ ჰემინგუების გვარს მემკვიდრეობითი დაავადება ჰქონდათ, სახელწოდებით გემოქრომატოზი, რომელიც იწვევს დეპრესიას, და თავის ტვინის არასტაბილურობას.

667213308a1f
კლეოპატრა VII ფილოპატორი იყო ეგვიპტის უკანასკნელი დედოფალი პტოლემეების მაკედონური დინასტიიდან.
ეგვიპტის უკანასკნელი დედოფალი და დიდი მაცდუნებელი კლეოპატრა ცნობილია რომაელი დიდი მხედართმთავრის მარკუს ანტონიუსისადმი დიდი სიყვარულით.

იგი იყო ძალიან ამაყი და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, რათა რომის პირველი იმპერატორის ოქტავიანე ავგუსტუსის ტყვე არ გამხდარიყო, მას შემდეგ რაც რომის პირველმა მ იმპერატორმა დაიპყრო ეგვიპტე.
მონაცემები ლეგენდარული დედოფალის სიკვდილის შესახებ განსხვავდებოდა, რადგან პოპულარული ვერსიით, კლეოპატრამ სიცოცხლე დაამთავრა თვითმკვლელობით:
თავის მოკვლა კლეოპატრამ ერთგული მსახურების დახმარებით მაინც შეძლო. მათ დედოფლის საკანში ლეღვით სავსე კალათი შეიტანეს. დაცვამ საეჭვო ვერაფერი ნახა.რამდენიმე წუთის შემდეგ კი კლეოპატრა მკვდარი აღმოაჩინეს. ლეღვებს შორის დამალულმა პატარა გველის ნაკბენმა მომენტალურად იმოქმედა.
9c2da44f7f20
Joy Division იყო ინგლისური როკ ჯგუფი, ჩამოყალიბებული 1976 წელს სელფორდში (ინგლისი). თავდაპირველად ჯგუფს Warsaw ეწოდებოდა და მასში შედიოდა – იენ კერტისი(ვოკალი) ; ჯგუფი ძირითადად პანკ როკის ჟანრის მუსიკას უკრავდა, რომელიც გადაიზარდა პოსტ-პანკის ჟანრის ჟღერადობაში. ბრიტანეთის მუსიკალური პრესის მიერ დადებითად იქნა შეფასებული ჯგუფის სადებიუტო ალბომი Unknown Pleasures.

კოლექტივის წარმატებასთან ერთად, კერტისი უფრო დეპრესიული ხდებოდა და აწუხებდა პირადი პრობლემები, რომელთა შორის იყო ეპილეფსიის დიაგნოზი და უიღბლო ქორწინება. 1980 წელს, პირველი ამერიკული ტურნეს დაწყების წინ მან თავი მოიკლა: კერტისმა თავი ჩამოირჩო თავისი სახლის სამზარეულოში.

blogerlady

age: 14

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button