არქივი

Joseph KONY 2012

b8fc5685c56d

შეიძლება საქართველოში ცოტამ თუ იცივ ჯოსეპ კონის შესახებ, მაგრამ უნდა იცოდნენ. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე მოგითხროთ ამ ადამიანის შესახებ.

ჯოსეფ კონი ხალხს აჩვენებს იმას, რომ ის ღრმად მორწმუნე ქრისტიანია, მაგრამ სინამდვილეში ის იტაცებს ბავშვებს აფრიკაში. მისი “მოღვაწეობა” კი უგანდაში დაიწყო. გატაცებულ ბიჭებს ასწავლიან იარაღის გამოყენებას და აკვლევინებენ საკუთარ მშობლებს, გოგონები კი პროსტიტუციის მსხვერპლნი არიან. მის ჯგუფს ჰქვია LRA ( Lord’s Resistance Army). ამ დაჯგუფების წევრებმა 30 000-მდე ბავშვი უკვე მოიტაცეს და ომში გაუშვეს.

სწორედ ამიტომ, ამერიკაში დაიწყო ახალი მოძრაობა სახელად KONY 2012. ვიდეოს, რომელსაც პოსტის ბოლოს იხილავთ, დაგარწმუნებთ იმაში, რომ ეს მოძრაობა აფრიკელი ბავშვებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ამ მოძრაობას ხელმძღვანელობს ჯეისონ რასელი (ვიდეოც სწორედ მას ეკუთვნის). 20 აპრილის ღამეს (როცა 20 აპრილი თენდება) მთელი ამერიკის მასშტაბით, რიგითი მოქალაქეები აპირებენ ყველა ქალაქში გამოაკრან ბანერები და პოსტერები წარწერით KONY 2012. მათ მიზნად აქვთ დასახული, რომ 2012 წელს შეიპყრონ ბოროტმოქმედი, რომელიც მსოფლიო ტირანებს შორის პირველ ადგილს იკავებს.

ვიდეო 30 წუთს გრძელდება. ჩემი რჩევა იქნება უყუროს ყველამ, რადგან ვიდეოში მოყვანილი ფაქტები ასახავს აფრიკის რეალობას, რომელიც დღემდე უცნობია ბევრისთვის.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button