გემების აღლუმი – „Sail Amsterdam“
აგვისტოს ბოლო რიცხვებში ამსტერდამში (ჰოლანდია) ჩატარდა გემების აღლუმი- „Sail Amsterdam“ – ერთ-ერთი უდიდესი და ულამაზესი საზღვაო ფესტივალი, რომელიც ეფექტურობით არაფრით ჩამორჩება ვენეციურ რეგატას – შეჯიბრებას იალქნიან, ნიჩბიან ან ძრავიანი ნავებით.
ფესტივალის კულტურულ-გასართობი პროგრამა მოიცავს სხვადასხვა სახის ლაინერების
რამდენიმე პარადს, მუსიკალურ შოუს და ცეკვებს ამსტერდამის სპეციალიზებულ მოედნებზე ან მონიშნულ ადგილებზე, ასევე სპორტულ შეჯიბრებას გემების ეკიპაჟთა შორის, სხვადასხვა თემატურ გამოფენებს, ფეიერვერკებს და სხვა სახის ღონისძიებებს, რომლებიც ქმნიან განსაცვიფრებელ , დაუვიწყარ დღესასწაულს ყველა მაცხოვრებელთათვის და რაც მთავარია ამსტერდამის სტუმრებისათვის.
სამწუხაროა, რომ გემების აღლუმი ტარდება მხოლოდ ერთხელ – 5 წლის განმავლობაში…