არქივი

ეს საინტერესოა *

7e24badaf92c

  • ძველ იუდეველებში არსებობდა ჩვეულება ,რომლის მიხედვითაც ისინი თავის ცოდვებს სიმბოლურად თხას დააკისრებდნენ და მას უდაბნოში გზავნიდნენ.ამ წეს-ჩვეულების წყალობით ისინი თითქოსდა თავისუფლდებოდნენ საკუთარი ცოდვების სიმძიმისგან.აქედან წარმოიშვა გამოთქმა ” განტევების ვაცის ძებნა”.შეგნებულად ან ზოგჯერ შეუგნებლად ადამიანები საკუთარი უბედურების მიზეზს სხვებში ეძებდნენ.მით უმეტეს თუ ეს სხვები მათან რაიმე არსებითით განსხვავდებოდნენ.შუა საუკუნეებიდან მოყოლებული არსებით განსხვავებას ებრაელებში მათ სარწმუნოებას – იუდეველობას მიიჩნევდნენ ,რის გამოც ებრაელები არცთუ იშვიათად უქცევიათ “განტევების ვაცებად” 

  •  ბოშები (აწინკნები) წარმოშობით ინდოეთიდან იყვნენ. VII-XIV საუკუნეებში მათი წინაპრები იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ სამშობლო,ვარაუდობენ რომ ეს მუსლიმთა დაპყრობების შედეგი იყო .ლტოლვილთა წინაპრები სხვადასხვა დაბალ კასტებს  მიეკუთვნებოდნენ.ბოშათა ენა ახლოს იდგ როგორც სანსკრიტთან,ასევე ზოგიერთ ახალინდურ ენასთან.ბოშები მომთაბარეობდნენ ჯგუდებად.ბოშათა თითოეულ ბანაკს მეთაურობდა  ბელადი. 

4c507a3856c0

  •   ქალაქი რიგა ,რომელიც გერმანელებმა 1201 წელს დაარსეს ,ბალტიისპირეთში გერმანელტა კოლონიზაციის-ახალი მიწების ათვისების საყრდენი პუნქტი გახდა. 

6150c888ac5c
68f05e8ba365

  •  საუკუნეების მანძილზე შვეიცარიელთა სხვადასხვაენოვანი კულტურული თანაარსებობის  შედეგად არ შექმნილა ერთიანი ეროვნული ლიტერატურა.ამ ქვეყნის სახელმწიფო ენებია გერმანული,ფრანგული და იტალიური. მდიდარი ფოლკლორით გამოირჩვეა ლიტერატურა გერმანულ ენაზე. 

44d1d2f791e8

  • შვეიცარი იგივე შვეიცარიელი თავდაპირველად ეწოდებოდა საფრანგეთის მეფეთა დაქირავებულ მცველს ,რომელიც სასახლეში შესასვლელს იცავდა.შემდგომში ტერმინი “შვეიცარი” დამკვიდრდა მსახურზე ,რომელიც საცხოვრებელი სახლის ,საზოგადოებრივი შენობის ,სასტუმროს და ა.შ შესასვლელ კარებში ხვდებოდა და აცილებდა ხალხს . ხშირად შვეიცარი სპეციალურ კოსტუმშია გამოწყობილი..
  •  ტახტისათვის ძმათაშორის  ბრძოლის თავიდან აცილების მიზნით მეჰმედ II-მ 1478 წელს გამოსცა  საშინელი კანონი,რომელშიც ნათქვამი იყო : ” ჩემი ვაჟებიდან იმას,რომელიც ტახტზე ავა,უფლება ეძლევა დახოცოს თავისი ძმები ,რათა უზრუნველყოს წესრიგი ქვეყანაში”. მეჰმედ II-მ ამით ოსმანთა იმპერიაში დააკანონა ის,რაც ყოველგვარი კანონის გარეშე მაინც ხდებოდა,როგორც მუსლიმურ ისე ქრისტიანულ ქვეყნებში,მაგრამ ეს არ იყო ხსნის გზა,რადგან როგორც ძველ აღთქმაშია ნათქვამი ” ნუ წაბილწავთ მიწას ,სადაც იმყოფებით,რადგან სისხლია, რომ ბილწავს მიწას.ვერ განიწმინდება მიწა და მასზე დაღვრილი სისხლისაგან თუ არა თავად მისი დამღვრელის სისხლით “

f5a795b90253
წყარო : ფაქტები მსოფლიოს შესახებ

მსგავსი ამბები

Back to top button