კულტურა

მალე საქართველო Google-ის რუქაზე გამოჩნდება

9b4309060e1f
Google Maps-ზე საქართველოს რუქები განათავსეს. საქართველოში მოგზაურებს სმარტფონებით ნავიგაციის შესაძლებლობა გაუჩნდათ.

OMC-მა Google Maps-ზე საქართველოს ყველა რეგიონის რუქის განთავსებაზე მუშაობა დაასრულა. რუქის ბეტა ვერსია უკვე განთავსებულია www.mapspot.ge -ზე. რუქაზე არსებული ინფორმაცია-მონაცემები რეგულარულად განახლდება, ასევე სხვადასხვა კომპანიებისა და ორგანიზაციების ადგილმდებარეობები დაემატება.

Google-მა საქართველო პროგრამა open mapping-ში წელს დაამატა. ამ პროგრამაზე OMC-თან ერთად ეკონომიკის სამინისტრო და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მუშაობდნენ.

საჯარო რეესტრმა თავის ვებ-გვერდზე საქართველოს ყველა ქალაქისა და რაიონის კადასტრული რუქები განათავსა. საჯარო რეესტრის რუქის ინსტრუმენტთა დახმარებით შესაძლებელია სივრცითი ანალიზი, ობიექტებს შორის მანძილის დადგენა, კონკრეტული ადგილის მიახლოვება ან დაშორება, რუქის საინტერესო ფრაგმენტების ამობეჭდვა.

ინტერნეტში კადასტრული რუქების განთავსება ინვესტორთათვისაც წარმოადგენს ინტერესს. ნებისმიერი ინვესტორი შეძლებს მისთვის საინტერესო მიწის ნაკვეთის ნახვას.

წლის ბოლოსთვის მონაცემები ასევე გადატანილი იქნება პროექტ OpenStreetMap-ში. OpenStreetMap-ით სარგებლობისათვის მრავალი მობილური მოწყობილობა არსებობს. საქართველოში ჩამოსული ვიზიტიორები iPhone-ისა ან Android-ის გამოყენებით მათთვის საინტერესო ადგილმდებარეობის დადგენას შეძლებენ.

წყარო: aspurcela.ge

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button