არქივი

მოხერხებული მარკეტინგი – 1 ნაწილი

f6f8ece61352

მოხერხებული მარკეტინგი ანუ გზა,რომელიც კომპანიებმა იპოვეს და გამოიყენეს საკუთარ რეკლამებში,რათა მიეზიდათ უფრო მეტი მყიდველის ყურადღება.

საქონლის ყიდვადობის მიზეზი არის დიდი მარკეტინგული საიდუმლო,თითოეულ საქონელს საკუთარი საიდუმლო აქვს, რის შექმნაზეც მუშაობენ სარეკლამო სააგენტოები.

1. ტეფალი. Tefal-ის კომპანიაში დიდხანს მიაჩნდათ,რომ მათი ტაფების გაყიდვის საიდუმლო მდგომარეობდა იმაში, რომ ტაფები დაფარული იყო ტეფალით და ამიტომ საჭმლის მომზადებისას ამ ტაფებს გაცილებით ნაკლები ზეთი ჭირდებოდა,მაგრამ გამოკითხვამ აჩვენა, რომ განსახვავებით სხვა ტაფებისგან, ტეფალის ტაფები ნაკლებად იკრავენ საჭმლის ნარჩენებს და ადვილად ირეცხება. მარკეტოლოგებს არ გამორჩენიათ ეს ნიუანსი და ახალ რეკლამაში ჩადეს, რამაც პროდუქციის გაყიდვა მნიშვნელოვნად გაზარდა.

0e612e6eb3b6

2.Snickers. სნიკერსი რუსეთში პირველად გამოჩნდა 1992 წელს და მიიჩნეოდა ჩვეულებრივი ლანჩის შემცვლელად.მაგრამ ყოფილი საბჭოთა მოსახლეობა დიდხანს ვერ ეგუებოდა აზრს,რომ სადილზე სუპის ნაცვლად შეიძლებოდა შოკოლადი გეჭამა და სნიკერს მხოლოდ ჩაიზე მისაყოლებლად ყიდულობდა.მაგრამ მას მერე რაც საქმეში ჩაერთო სარეკლამო სააგენტო BBDO Moscow,მათ ორიენტაცია აიღეს მოზარდებზე,რომლებსაც როგორც წესია უყვართ ყველაფერი ტკბილი და არ უყვართ სუპი.

16935d838317

3.Alka-Seltzer. მას მერე, რაც 1960-იან წლებში Alka-Seltzer-ის რეკლამებში,წყლის ჭიქაში ერთის ნაცვლად ორ ტაბლეტს აგდებდნენ Alka-Seltzer გაყიდვების,რაოდენობა გაორმაგდა.ეს მოხერხებული გზა მოიფიქრა კომპანია Tinker&Partners.
თითიქმის იგივე სახის რეკლამა არსებობდა შამპუნთან დაკავშირებითაც რეკლამაში გირჩევდნენ,რომ ერთის ნაცვლად ორჯერ დაგებანათ თავი შამპუნით.

1e8f04970dbb

4.Pepsi. პეპსის საბჭოთა კავშირში რეკლამა პირველად ნიკიტა ხრუშოვმა გაუკეთა.1959 წელს მოსკოვში ამერიკის ვიცე პრეზიდენტის რიჩარდ ნიკსონის და ნიკიტა ხრუშოვის შეხვედრის დროს ნიკსონმა ხრუშოვს მიაწოდა პეპსის ქილა.მალე ეს სურათი მოხვდა ყველა გაზეთის და სარეკლამო ჟურნალის გარეკანზე,სწორედ ეს დღე ითვლება პეპსის დაბადების თარიღად საბჭოთა კავშირში.

9e67ed3efec8

5.Timberland. 1980-იანი წლების დასაწყისში კომპანია Timberland კრიზის განიცდიდა,რადგან მკვეთრად დავარდა მისი მაღალხარისხიანი ფეხსაცმლის გაყიდვების რაოდენობა და უშუალო კონკურენტის Topsiders-ის გაყიდვების რაოდენობა კი გაიზარდა.საქმე იმაში იყო რომ Timberland-ის ხელმძღვანელობაში მიაჩნდათ,რომ დაბალი ფასი და მაღალი ხარისხი მყისიერად მიიზიდავდა მყიდველებს,მაგრამ შეცდნენ.თუმცა არც გამოსავლის პოვნა გაჭირვებიათ მათ ფასები მოუმატეს თავის საქონელს Topsiders ფასებამდე,და მალევე მათი გაყიდვების რაოდენობა გაიზარდა.ამ მოვლენას მარკეტოლოგი დევიდ ოგილვი ასე ხსნის ,, ხალხს უნდა შეიძინოს ძვირადღირებული საქონელი”

bc019d97de27

მსგავსი ამბები

Back to top button