არქივი

ყველაზე ძვირადღირებული კოსტუმები კინოისტორიაში

8b5f9aa02fa3

კოსტუმები, ისინი ფილმების შემადგენელი ნაწილია და ზოგიერთი მათგანი ნამდვილად ლეგენდარულია.

04c4cd6274e1

გასაკვირი არ არის, რომ საზოგადოება ზოგჯერ ათასობით დოლარს იხდის იმ ნივთებში, რომლებსაც ცნობილი ადამიანები ფლობდნენ ან კოსტუმებში, რომლებიც ეცვათ მათ ფილმებში. კოსტუმებს დიდი როლი უკავიათ ფილმებში, ზოგიერთი მათგანი ისტორიულიც კი გახდა. მაგალითად, ფილმ “კლეოპატრაში”, ელიზაბეტ ტეილორს 65-მდე კოსტუმი ეცვა, რომლებიც $194,00ო-ის ექვივალენტურია, რაც დღევანდელ სავალუტო კურსში $1.4 მილიონ დოლარს აჭარბებს. ასევე დიდი მნიშვნელობა ენიჭება ტექნოლოგიებს, რომლებიც გამოყენებულია ფილმებში, მაგალითად, “ავატარში”.

02a1be295371

ახლა კი, ვნახოთ ის კოსტუმები, რომლებიც გამოყენებული იყო ფილმებში, შემდეგ კი აუქციონებზე გაიყიდა. თქვენ შეიძლება გაოცებული დარჩეთ მათი ფასის ზრდის შედეგად. გამოკითხვის შედეგად, აღმოჩნდა, რომ საზოგადოება, კოსტუმის ყიდვისას, აქცევს ყურადღებას იგი ფილმის გმირს თუ ბოროტმოქმედს ეკუთვნოდა. აღმოჩნდა, რომ საკმაოდ დიდ ნაწილს იზიდავს ბოროტმოქმედთა კოსტუმები.

ხალხს ჯერა, რომ ცნობილი ადამიანის ნივთი მათ წარმატებას მოუტანს და ეს ეფექტი ცნობილია ფსიქოლოგიაში, როგორც გადამდები სენი. ამას ადასტურებს ისიც, რომ თაყვანისმცემლები კარგავენ ინტერესს კოსტუმისადმი, თუ იგი გარეცხილი ან სტერილიზებულია მას შემდეგ რაც მსახიობს ეცვა. რამდენად დიდი თანხის გადახდისთვის არიან მზად ადამიანები? პასუხმა შეიძლება გაგაოცოთ.

10. ბრუსი ლის კოსტუმი (ქურქი): $167,300

c98322766086

ქურქუ ეცვა ბრუს ლის 1973 წელს “Game of death”-ის გადაღებებზე, რომლებიც არასდროს დასრულებულა. ბრუსი კი მომდევნო წელს 32 წლის ასაკში გარდაიცვალა. ქურქი 2011 წელს აუქციონზე გაიტანეს ჰონგ კონგში და 9-ჯერ უფრო ძვირად გაიყიდა, ვიდრე წარმოიდგენდნენ. მისმა ფასმა $77,000-ს მიაღწია. ლის იგი მხოლოდ რამოდენიმეჯერ ეცვა.

9. ჯონ ვეინის “True Grit”-ის კოსტუმი: $167,000

21c574133100

ჯონ ვეინის კოსტუმი, როლისთვის რუსტერ კოგბურნი, რომლისთვისაც მან ოსკარი მიიღო, საკმაოდ ცნობილია. იგი წარმოადგენს მაისურს, ჟილეტს, შარვალს, კოვბოის ქუდს და ჩექმებს, ასევე შავ თვალის ასახვევს. ბამბის ლურჯი მაისური სპეციალურად ამ ფილმისთვის და ვეინისთვის შეიქმნა, ასევე ჟილეტი და შარვალი, რომლებზეც ჯონ ვეინის მარკა არის დატანილი. ვეინი 1979 წელს 72 წლის ასაკში გარდაიცვალა. მთლიანი კოსტუმის ფასს ვარაუდობენ, რომ იქნებოდა $164,000. მხოლოდ თვალის ასახვევი გაიყიდა $74,000-ად და კოვბოის ქუდი – $119,500-ად.

8. ჯონ ვეინის კოსტუმის ქუდი “The Green Berets”-ში: $179,250

13e4eca3ec82

1968 წელს გამოვიდა ამერიკული ფილმი ომის შესახებ, რომელშიც მთავარ როლს ჯონ ვეინი ასრულებდა. ჯონ ვეინის გმირი კრიტიკოსებმა არ მიიღეს დადებითად, მაგრამ მაიკ კირბი მალევე შეიყვარეს ფილმის და ჯონის თაყვანისმცემლებმა. 1968 წელს, როდესაც მწვავე ომი მიმდინარეობდა ამერიკასა და ვიეტნამს შორის, ვეინს სურდა, რომ ფილმს შეექმნა ანტი-საომარი განწყობა. მან მიიღო ამერიკული ჯარებისგან ყველა საჭირო ნივთი აღჭურვილობისათვის და მისი მწვანე ბერეტი აუქციონზე გაიყიდა $179,250-ად. მთელი თანხა მოხმარდა ქველმოქმედებას, კერძოდ სიმსივნის გამოკვლევებსა და მკურნალობას. ვეინმა შექმნა ჯონ ვეინის სახელობის სიმსივნის ფონდი. იგი 1979 წელს მუცლის სისმსივნით გარდაიცვალა.

7. მერლინ მონროს ვარდისფერი კოსტუმი ფილმში “Gentlemen Prefer Blondes”: $310,000

c0a474d8e92f

მერლინ მონროს, ფილმში “Gentlemen Prefer Blondes”, ეცვა ღია ვარდისფერი კაბა. ეს კაბა მას ეცვა ფილმის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ეპიზოდში, სადაც ის ასრულებს სიმღერას “Diamonds Are A Girl’s Best Friend” ჯეინ რასელთან ერთად. მიუხედავად ფილმის პროდუსერის კმაყოფილებისა, მერლინი არ იყო საკუთარი თავით და შესრულებით კმაყოფილი და რამოდენიმეჯერ გადაიღეს ეს სცენა. მერლინის პერფექციონიზმმა არ დააზარალა ფილმი, იგი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფილმია თავის დროში. ცნობილი ვარდისფერი კაბა კი შექმნა ვილიამ ტრავილამ. კაბა არი სატინისგან დამზადებული, უსახელო, ფერს კი “შოკისმომგვრელი ვარდისფერი” ეწოდა. კაბა იმდენად კარგად იყო შეკერილი, რომ იგი მერლინს რეპეტიციების დროსაც კი ეცვა. მისი სავარაუდო ფასი მერყეობდა $150,000-სა და $250,000-ს შორის. საბოლოოდ კი იგი გაიყიდა $310,000-ად.

6. ჯუდი გარლანდის ლალის ფეხსაცმელები ფილმიდან “The Wizard Of Oz”: $612,000

bee027cbe30d

ლალის ფეხსაცმელები ჯუდი გარლანს ეკუთვის, ფილმში “The Wizard Of Oz”. ფილმიდან მხოლოდ 4 წყვილი ფეხსაცმელია შემორჩენილი, დანარჩენი კი არც თუ ისე კარგ მდგომარეობაში. ფეხსაცმელები ჯილ ადრიანმა შექმნა და ისინი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფეხსაცმელებია მსოფლიოში. ფეხსაცმლის სხვადასხვა ვერსია იყო შექმნილი, მათ შორის არაბულ სტილშიც, მაგრამ ყველა დაიწუნეს და აირჩიეს შედარებით კლასიკური ვარიანტი.
ლალის თვლებით გადაჭედილი ფეხსაცმელი საკმაოდ მძიმე იყო, ამიტომ იგი ბრტყელი მძივებით შეცვალეს, თითო ფეხსაცმელს 2,300-მდე მძივი ფარავდა. თავდაპირველად, ფეხსაცმელები წითლად იღებებოდა, მისთვის მეწამული ფერის საღებავი შეარჩიეს, შემდეგ კი აწყობდნენ მძივებით.
დოროთის, გარლანდის გმირს, ფეხსაცმელების საშუალებით შეეძლო Oz-ის სამყაროდან სახლში დაბრუნება. 2011 წელს წითელი ფეხსაცმელები $612,000-ად გაიყიდა აუქციონზე.

5. ჯუდი გარლანდის, დოროთის კოსტუმი “The Wizard Of Oz”-დან: $910,000

65f772dcf223

თეთრსა და ლურჯში გადაწყვეტილი კაბა ჯუდი გარლანდს ეცვა 1939 წელს MGM Studio-ს მიერ გადაღებულ ფილმში “The Wizard Of Oz”. კაბის შვიდი ვერსია იყო შექმნილი, მათგან მხოლოდ 1 აარჩიეს. კოსტუმი შექმნა გილბერტ ადრიანმა. გილბეტმა ეს ბამბის კაბა საკუთარი ხელით შეკერა. საყელოს შიგნიდან კი მარკა გვაცნობებს, რომ იგი ჯუდი გარლანდს ეკუთვნის. ეს კაბა ჯუდის ცნობილ ლალის ფეხსაცმელებთან ეცვა. კაბის ფასმა $910,000-ს მიაღწია და მთელი ფული მოხმარდა ქველმოქმედებას.

4. სტივ მაქქუინის სარბოლო კოსტული ფილმიდან “Le Mans”: $984,000

70c1e290eb59

სტივ მაქქუინს ეს ცნობილი კოსტუმი ეცვა 1971 წელს გამოსულ ფილმში “Le Mans”. სტივის კოსტუმს ჯიბეზე ამოქარგული აქვს მისი ფილმის გმირის, მაიკლ დელანეის სახელი. ასევე მის კოსტუმზე სხვადასხვა კომპანიების სახელებია: Gulf, Heuer, Firestone და the American Flag. იგი ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული კოსტუმია და აუქციონზე $984,000-ად გაიყიდა.

3. მაიკლ ჯექსონის კოსტუმი “Thriller”-დან: $1.8 მილიონი

2ac8586a7430

მაიკლ ჯექსონის ცნობილი წითელი ქურთუკი მას 1983 წლს გამოსულ ვიდეო რგოლში ეცვა სიმღერისათვის “Thriller”. ქურთუკში წითელი და შავი ფერების კომბინაციაა გამოყენებული. ვიდეო რგოლის ჩაწერის შემდეგ, მაიკლმა ქურთუკი მის დიზაინერებს, დენის ჰოპკინსს და მაიკლ ბუშს აჩუქა. სახელოზე ქურთუკს აწერია “Love, Michael Jackson”. მისი სავარაუდო ფასი აუქციონზე იყო $200,000-დან $400,000-მდე, მაგრამ ყველას გასაკვირად იგი $1.8 მილიონად გაიყიდა.

2. ოდრი ჰეპბერნის კოსტუმი “My Fair Lady”-დან: $3.7 მილიონი

d5edcddd1cf9

ეს სამეფო, გამოსასვლელი კოსტუმი შავ და თეთრ ფერებშია გადაწყვეტილი და შესაფერისი ქუდით აცვია ოდრი ჰეპბერნს ფილმში “My Fair Lady”. ფილმი 1964 წელს გამოვიდა და 8 ოსკარი მიიღო, ერთ-ერთი სწორედ საუკეთესო კოსტუმის ნომინაციაში. კოსტუმის დიზაინერი სესილ ბიტონია, რომელმაც კოსტუმი ცხენების დოღის სცენისათვის შექმნა. ოდრის გმირ, ელიზას, ახურავს ყვავილებითა და ბუმბულებით გაწყობილი ქუდი, ისიც შავ-თეთრი, რადგან ასკოტის დრეს-კოდი ცხენების დოღზე დღევანდენლ დღემდე შავ-თეთრია. ეს სცენა ფილმის ყველა პოსტერშია გამოყენებული. მასში კი, არც მეტი, არც ნაკლები $3.7 მილიონი გადაიხადეს აუქციონზე.

1. მერლინ მონროს კოსტუმი ფილმში “Seven Year Itch”: $4.6 მილიონი

74645f0c2ae1

ყველასთვის ცნობილი თეთრი კაბა მერლინ მონროს ეცვა ფილმში “Seven Year Itch”, იგი შექმნა ვილიამ ტრავილამ და ამ კოსტუმმა საკმაოდ დიდი კვალი დატოვა მსოფლიო კინოისტორიაში. კაბას ნაზად აფრიალებს ლუქიდან ამომავალი ჰაერი, ეს სცენა კი მერლინთან ყველაზე ხშირად ასოცირდება. ეს მშვენიერი კაბა ღია კრემისფერია, მას ღია დეკოლტე აქვს და საკმაოდ თავისუფალია წელს ქვემოთ. დროთა განმავლობაში კაბა უფრო მუქი კრემისფერი გახდა. აღსანიშნავია, რომ მონროს ქმარი ვერ იტანდა მერლინის ამ თეთრს კაბას. მონროს კაბა ყველაზე ძვირადღირებულ კოსტუმად არის მიჩნეული და იგი გაიყიდა $4.6 მილიონად.

მსგავსი ამბები

Back to top button