არქივი

ფაქტები ძველი ეგვიპტის შესახებ…

63e974806d58

მე მინდა შემოგთავაზოთ ფაქტების სერია. პირველი ნაწილი იქნება ეგვიპტის შესახებ.

1. სიტყვა “პირამიდა” მოდის ძველი ბერძნული სიტყვიდან “პირამის” რაც “ხორბლის ნამცხვარს” ნიშნავს. ძველი ბერძნები პირამიდებს წვეტიანი ბოლოთი ხორბლის პურს ამსგავსებდნენ.

2. ძვ.წ.აღ. 4241 წელს, როდესას სირიუსი მზეს გაუსწორდა, დაიწყო 365 დღით შემდგარი ძველი ეგვიპტური კალენდრის ათვლა.

3. ეგვიპტელი იმჰოტეპი (ძვ.წ.აღ. 2655-2600) ჩვენთვის სახელით ცნობილი უძველესი მეცნიერია.

1fb75ccc27a7

4. ეგვიპტელები კოსმეტიკას 5000 წლის წინათ მზისგან კანის დასაცავად იყენებდნენ.

5. ხეოფსის პირამიდა აშენდა 4580 წლის წინ და დასჭირდა 2 300 000 ლოდი, რაც ერთიანად 7 მილიონი ტონაა.

63e974806d58

6. ყველაზე დიდი პირამიდა მექსიკაშია, და არა ეგვიპტეში. მართალია, ის ხეოფსის პირამიდის მხოლოდ 40% სიმაღლისაა, მაგრამ 3.4-ჯერ მეტ ფართობს ფარავს.

9842614f0552

7. ხეოფსის პირამიდაში არის ღრმულები. ისინი ამოვსებული ქვიშით, რომელიც სპეციალურად ეგვიპტის სხვა ნაწილიდან მოიტანეს.

8. პირამიდები უძველესი საოცრებებიდან ერთადერთი გადარჩენილია.

9. უძველესი ანდერძი ეკუთვნის ფარაონ ხაფრეს შვილს ნეკ’ურეს (დაახლოებით 2601 წელი). ის მის საფლავზე ამოტვიფრეს. მან 14 ქალაქი გაუნაწილა ცოლს, 3 შვილს და კიდევ ერთ ქალს.

10. სისხლის მიმოქცევის უძველესი აღწერა დაპოვნია ეგვიპტეში, რომელიც ძვ.წ.აღ. 1600 წლით თარიღდება. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ეს არის ძვ.წ.აღ. 2500 წელს გაკეთებული ჩანაწერის ასლი.

11. ყველაზე ხანგრძლივი მმართველობა ჰქონდა ფარაონი პეპი II-ს. (ძვ.წ.აღ.2294-2220). ის 74 წელი მეფობდა.

12. იმისათვის რათა მას ბუზები არ დასჯდომოდნენ, პეპი II-ს ყოველთვის ედგა გვერდით თაფლით დაფარული შიშველი მონები.

994517f783fc

13. უძველეს მათემატიკურ ნაშრომს (ძვ.წ.აღ 1650) ქვია “არსებული საგნებისა და ბნელი საიდუმლოებების ცოდნის კარიბჭე”.

14. ძველ ეგვიპტეში მონებს კლავდნენ, რათა ისინი თან ხლებოდნენ პატრონებს სიკვდილის შემდეგ.

15. ფარაონი ეხნატონი იყო პირველი მონოთეისტი. ის მხოლოდ ღმერთ ატონისთვის ლოცულობდა.

836c92d6f11e

16. ეგვიპტელებმა პირველად გამოიყენეს ფლეიტა, კლარნეტი, საყვირი და ჰობოი.

41bd593b2324

17. ეგვიპტელები თამაშობდენ ბოულინგის მსგავს თამაშს. ისინი პატარა ქვებით დიდ ქვებს აქცევდნენ.

18. მათ ქვისაგან გაკეთებულ ბალიშებზე ეძინათ.

19. ისინი ინფექციებს ძველი ლუდით კურნავდნენ.

20. ეგვიპტელები იეროგლიფებს მხოლოდ რიტუალებისთვის და ოფციალური ნაწერებისთვის იყენებდნენ.

21. უძველესი საზომი ერთეული იყო “ბექა” რომელიც დაახლოებით 189-211 გრამია. ის ჯერაც გამოიყენება ძვირფასი ქვების, ძვირფასი მეტალების და სხვ. ასაწონად.

22. მოსაზრება, რომ სფინქსს ცხვირი ნაპოლეონის ჯარისკაცებმა მოტეხეს მცდარია. უცხვირო სფინქსზე ნაწერები არსებობს ნაპოლეონამდე 60 წლით ადრე. სავარაუდოდ ის ისლამის წარმომადგენელმა სა’იმ ალ-დაჰრმა მოტეხა, რომელიც 1378 წელს ლინჩის წესით გაასამართლეს.

წინა ნაწილი:
ფაქტები მსოფლიოს ქვეყნების შესახებ

მსგავსი ამბები

Back to top button