ბილი ჰიბი, რომელმაც ოდესღაც გადაწყვიტა დაემყარებინა მსოფლიო რეკორდი სხეულზე სარეკლამო ტატუების რაოდენობით ნანობს, რომ არ შეუძლია უკან დააბრუნოს დრო. თითქმის ათი წლის განმავლობაში თავისი კანის გაყიდვის შემდეგ მამაკაცმა აზრი შეიცვალა.
ამერიკელი მამკაცი, რომელიც ფეხებიდან თავამდე ტატუეებშია, გახდა საკმაოდ ცნობილი პიროვნება მსოფლიო ქსელში. არშემდგარი მოკრივე ხშირად იპყობდა ყურადღებას თავისი უჩვეულო ქცევებით: მამაკაცმა, რომელიც მუშაობდა მცირეანაზრაურებად სამსახურში თავისი თირკმელი უფასოდ გადაუნერგა სრულიად უცნობ ადამიანს, ხოლო შემდეგ დაიწყო თავისი სხეულის შეთავაზება რეკლამის განთავსებისათვის.
ამჟამად ბილის მთელი სახე დაფარულია წარწერებით, რომლებსაც არ გააჩნით რაიმე კულტურული მნიშვნელობა ან მოტივი, რომელიც მიანიშნებს ამ ადამიანის მსოფლმხედველობაზე. ნახატების ნაცვლად მას კანზე აქვს სარეკლამო განცხადებები, ამასთან ბევრი საიტი, რომლის რეკლამის ტატუც აქვს ბილს აღარც არსებობს. ყველაზე ხშირად სიტყვები “მახინჯი”, “ვიდეო” და დომენური სუფიქსი “com” გვხდება.
იდეა, რომ გამოეყენებინა თავი ცოცხალი ბილბორდის ხარისხში ბილს აზრად მოუვიდა 10 წლის წინ, როცა ის მუშაობდა ერთდროულად ორ ადგილზე და ძალიან სჭირდებოდა ფული, ამიტომაც განათავსა თავის ზურგზე ონლაინ-კაზინოს ტატუ, რომელმაც მას 10 000 დოლარი მოუტანა.
ამჟამად არა მარტო ტანი , არამედ მისი მთელი სახე დაფარული აქვს 38 ტატუთი, რომელთა მოშორებაზეც ის ოცნებობს. ბილის სიტყვებით თავისი კანის საფარის გაყიდვაზე მას უბიძგა თავის ბავშვებზე ზრუნვამ და პროგრესირებადმა დაავადებამ, რომლის შესახებაც მას წარმოდგენა არ ჰქონდა.
საქმე იმაშია, რომ მამაკაცს დაუსვეს დიაგნოზი – ბიპოლარული აშლილობა, რომელიც ადრე ცნობილი იყო, როგორც მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზით — დაავადება, რომელიც იწვევს გუნება – განწყობილების, ენერგიის და პიროვნების ფუნქციონირების უკიდურეს ცვლილებებს.
“ჩემი მდგომარეობის გამო, მე არ შემეძლო გავჩერებულიყავი დიდხანს ერთ სამსახურში, თუმცა ხელმძღვანელობა ყოველთვის კარგად მეპყრობოდა, თუმცა არა ბიპოლარულმა აშლილობამ მაიძულა მომეძებნა ახალი კლიენტები ინტერნეტში, არამედ ჩემს შვილებზე ზრუნვამ. ფიქრი იმაზე, რომ მე ვერ შევძლებდი ბინის ქირის გადახდას და ისინი დარჩებოდნენ უსახლკაროდ ძალიან მტანჯავდა. ბავშვები გაცილებით მნიშვნელოვანია ვიდრე ჩემი სახე”, — ყვება ბილი.
ექიმებმა დაარწმუნეს ბილი, რომ მიეღო სპეციალური პრეპარატები, რომლებიც დაასტაბილურებდა მის მდგომარეობას.