მსოფლიოში პირველად გადაღებული ფოტოები
გაინტერესებთ რა გადაიღეს სულ პირველად ეგრეთწოდებული “ფოტოკამერით”? ან რომელი იყო პირველი ფერადი ფოტო? მაშინ მობრძანდით გაგრძელებაში :)
1826 — მსოფლიოში პირველი და ყველაზე ძველი ფოტო
იოსეფ ნიპსე, ფრანგი გამომგონებელი და ფოტოგრაფიის პიონერი მოიაზრება ამ ფოტოს ავტორად. რასაც სურათზე ხედავთ (თუ ხედავთ რამეს :D) არის ხედი ფანჯრიდან ლე გრასში.
1838 — მსოფლიოში პირველი ადამიანის ფოტო
ლუის დაგუერემ გადაიღო პირველად ადამიანი 1838 წელს. ამ ფოტოს ქვია დუ ტემპლეს ბულვარიდა როგორც ხედავთ მარცხენა კუთხეში ჩანს ადამიანი :) ესე შორიდან რატო გადაუღეს წარმოდგენა არ მაქვს :D
1858 – მსოფლიოში პირველად დამონტაჟებული ფოტო
1858 წელს ჰენრი ფიჩ რობინსონმა გააკეთა ფოტო, რომელიც “დაამონტაჟა” რამდენიმე ნეგატივით, რათა მიეღო საბოლოო ვარიანტი.
1861 — მსოფლიოში პირველი ფერადი ფოტო
ჯეიმს კლერკ მაქსველი, შოტლანდიელი მათემატიკოსი და ფიზიკოსი ავტორია ყველაზე პირველი ფოტოს, რომელმაც შეინარჩუნა თავისი ბუნევრივი ფერადი ფერები :D
1875 — მსოფლიოში პირველი ავტო-პორტრეტი
ამერიკელი ფოტოგრაფი მეტიუ ბ. ბრედი იყო პირველი, ვინც გადაუღო თავის თავს სურათი.
1923 — მსოფლიოში პირველი წყალქვეშ გადაღებული ფოტო
პირველი ფოტოს ავტორი, რომელიც გადაიღეს წყალქვეშ იყო ექ. ვილიამ ლოგლი ჩარლზ მარტინი 1926 წელს და ამ ფოტოზე თავს იწონებს დაბნეული თევზი