არქივი

გინესის რეკორდები + საინტერესო ფაქტები

null

>მოზილა ფაიარფოქსი შესულია გინესის რეკოდების წიგნში.
3.0 ვერსია გამოსვლი დღეს, ჩამოტვირთა 8 მილიონმა კაცმა

1 ყველაზე დიდი ობობა არის ობობა-Theraphosa leblondi, რომელიც ცხოვრობს სურინამას, გაიანას, გვინეას რესპუბლიკის, ვენესუელისა და ბრაზილიის სანაპიროს ნოტიო ტყეებში. 1965 წლის აპრილში ვენესუელაში აღმოაჩინეს მამრი ობობა, რომლის კიდურების სიგრძე იყო 280 მმ, (დაახლოებით სადილის თეფშის დიამეტრის ზომა

2 ყველაზე მეტი ტაბლეტი
არსებული მონაცემების მიხედვით, ყველაზე მეტი – 565 939 – აბი მიიღო კ. კილნერმა (ქალაქი ბინდურა, ზიმბაბვე) 1967 წლის 9 ივნისიდან 1988 წლის 19 ივნისამდე.

3 .ყველაზე ძვირადღირებული ცხოველი არის დოღის ცხენი. ერთი წლის ულაყში, რომელსაც “სიეტლის მოცეკვავეს” ეძახდნენ, 1985 წლის 23 ივლისს კენტუკიში (აშშ) რობერტ სანსტერმა გადაიხადა რეკორდული თანხა – 13,1 მილიონი დოლარი.

4 1941 წლის 6 აგვისტოს 6 წლის ელეინ ესპოზიტო (აშშ) აპენდიციტის ოპერაციის დროს კომურ მდგომარეობაში ჩავარდა. მან უგონო მდგომარეობაში 37 წელი და 111 დღე გაატარა და 1978 წლის 25 ნოემბერს, 43 წლისა და 357 დღისა გარდაიცვალა.

5 ტაძარ ტირუპატიში (ანდხრა-პრადეში, ინდოეთი) მლოცველები მსხვერპლად საკუთარ თმას წირავენ. იქ ყოველდღიურად 30 000-მდე ადამიანი მიდის. ტაძრის 600 დალაქი მთელი დღის განმავლობაში ხოტრის თმას. აუქციონზე თმის გაყიდვას ტაძრისთვის მოაქვს 2,2 მილიონი დოლარი შემოსავალი.

6 ყველაზე დიდი წყალმცენარე არის წყნარი ოკეანის გიგანტური მუქი ფერის წყალმცენარე. მისი სიგრძე 60 მეტრს აღწევს, დღე-ღამეში კი 45 სმ-ს იზრდება.

7 ყველაზე ხშირად პატიმრობაში აყვანილი იყო ტომ ჯონსი ბრისბენიდან (ქვინსლენდი, ავსტრალია). 1982 წლის 9 სექტემბერს იგი მე-2000-ჯერ დააპატიმრეს ლოთობისთვის. თავისი სიკვდილის მომენტისთვის, 1988 წელს, იგი ციხეში იჯდა მე-3000-ჯერ (დაწყებული 1957 წლიდან).

8 ნელვინ ფეიზელ ბუზი (Nelvin Feizel Boothe) პონტიაკიდან, მიგიჩანის შტატი, რომელიც 25 წლის განმავლობაში არ იჭრიდა ფრჩხილებს.მისი 10 ფრჩხილის საერთო სიგრძე შეადგენდა 931 სმ.\

9 “ინდიელმა ქალმა, გინესის რეკორდების წიგნში მოსახვედრად, შეჭამა 51 ცალი წიწაკა “ჩილი”

10 ცნობილი ინდოელი გიტარისტი სებასტიან ჯოზეფი, გინესის რეკორდების წიგნში შევიდა, იგი გიტარაზე 55 საათის განმავლობაში გაუჩერებლივ უკრავდა.
ჯოზეფმა ამერიკელის მიერ დამყარებული რეკორდი მოხსნა, რომელიც 48 საათი დაუკრა.

11 1954-დან 1994 წლამდე ქალაქ ჩესტერის (სამხრეთ დაკოტის შტატი, აშშ) მკვიდრ ჩარლზ იენსენს 970 ოპერაცია გაუკეთეს ახალწარმონაქმნების ამოსაკვეთად.

12 ყველაზე ხანდაზმულ ავადმყოფად, რომელმაც ქირურგიული ოპერაცია გადაიტანა, ითვლება ჯეიმს ჰენრი ბრეტ-უმცროსი (ქ. ჰიუსტონი, ტეხასის შტატი, აშშ). 1960 წლის 7 ნოემბერს, როცა ჯეიმსი 111 წლისა და 105 დღისა იყო, მას ბარძაყის ოპერაცია გაუკეთეს.

13 ყველაზე ხანგრძლივი ოპერაცია, რომელიც 96 საათის განმავლობაში გრძელდებოდა, გაუკეთდა ქალაქ ჩიკაგოს (ილინოისის შტატი, აშშ) მკვიდრ ჰერტრუდა ლევანდოვსკის 1951 წლის 4-8 თებერვალს. ქალს საკვერცხის კისტა ამოჰკვეთეს. ქირურგიული ჩარევის შემდეგ პაციენტმა 280-დან 140 კილოგრამამდე დაიკლო წონა.

14 გულ-სისხლძარღვთა დაავადების გავრცელების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჩრდილოეთ ირლანდიაშია დაფიქსირებული (300 შემთხვევა 100000 კაცზე).

15 მსოფლიოში ინსულტის გავრცელების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ბულგარეთში აღირიცხება. ამ დაავადებით ასი ათასიდან 800 კაცი იღუპება.

16 ინფარქტი და ინსულტი თითქმის არასოდეს ემართებათ ინუიტებს. ეს ხალხი კანადისა და რუსეთის ჩრდილოეთსა და გრენლანდიაში ცხოვრობს.

17 ყველაზე დიდი ტარაკანის ჯიში ავსტრალიის შტატ კვინსლენდიაშია გავრცელებული მისი სიგრძე 8 სანტიმეტრია , ხოლო სიგანე -5 სანტიმეტრი . ტაქრაკანა 35 გრამს იწონის (ამდენივეს იწონის 2 ბეღურა ერთად)

18 მეორე მსოფლიო ომის (1939-1945) დანახარჯებმა 1.5 ტრილიონი დოლარი შეადგინა, რაც მეტია ერთად აღებული ყველა დანარჩენ ომზე

19 ავთვისებიანი სიმსივნური დაავადებით ყველაზე მეტი ადამიანი კუნძულ გერნსიზე (ნორმანდიის კუნძულები, დიდი ბრიტანეთი) კვდება.

20 სხვადასხვა სახის სიმსივნური დაავადებით ყველაზე მეტი ადამიანი უნგრეთში იღუპება.
მაკედონიაში, იუგოსლავიის ყოფილ რესპუბლიკაში, კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობის ყველაზე მცირე მაჩვენებელია დაფიქსირებული.

21 ინფექციური დაავადებებისგან ყველაზე იშვიათად ავსტრიაში იღუპებიან.

22 რესპირატორული დაავადებებისგან, რომლებსაც ჩვენ უბრალოდ გაციებას ვეძახით, ყველაზე მაღალი სიკვდილიანობა ირლანდიის რესპუბლიკაშია დაფიქსირებული.

23 საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობით პირველ ადგილზეა წყნარ ოკეანეში მდებარე კუნძულოვანი სახელმწიფო ტუვალუ, ხოლო ყველაზე იშვიათად ამ მიზეზით მალაიზიაში იხოცებიან.

24 სისხლის მიმოქცევის სისტემის ორგანოთა დაავადებებით სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ლატვიაშია დაფიქსირებული, ხოლო ყველაზე დაბალი – იემენში.

kvitata

Music.. Dj.. Mix Group..

მსგავსი ამბები

Back to top button