არქივი

რატომ ვდგამთ ნაძვის ხეს?

c150090464e9
თითოეული ჩვენგანი ყოველ ახალ წელს ვდგამთ ნაძვის ხეს მაგრამ რატომ? მგონი ბევრს გაჩენია კითხვა: რატომ ნაძვის ხე?

ყოველი წლის 31 დეკემბრამდე, თითოეულ ოჯახში საახალწლო ნაძვის ხე ირთვება. ამერიკასა და ევროპაში ამ ცერემონიალს ცოტა ადრე, კათოლიკური შობის დადგომამდე მიმართავენ. თუმცა, ახლა თარიღებზე საუბარს არ ვაპირებ. ნაძვის ხე – ესაა ლამაზი ტრადიცია მთელი პლანეტისათვის.
შესაძლოა, დაარღვიოთ ტრადიციული მენიუ, არ მოუსმინოთ პრეზიდენტის მილოცვას, არ ჩაიფიქროთ ახალი სურვილი, მაგრამ სახლში ნაძვის პატარა ტოტიც თუ არ გაქვთ, დღესასწაული და საახალწლო განწყობა არ იგრძნობა.
ჯერ კიდევ ქრისტიანული ეპოქის დაწყებამდე, გერმანელები დეკემბრის ბოლოს, შუა ზამთარს ზეიმობდნენ. ამ დღეს წყალში სხვადასხვა ხილის ხის ტოტებს აწყობდნენ, რომლებსაც ფერად ბაფთებს უკეთებდნენ. ეს მიანიშნებდა, რომ ბუნება სამუდამოდ არ მომკვდარა. ზოგჯერ ტოტოები კვირტს არ იკეთებდა, ეს კი ცუდის ნიშანი იყო.
XVI საუკუნეში, მარტინ ლუტერმა შობის ღამეს მაგიდაზე წიფლის ხის ტოტებით გაკეთებული თაიგული დადგა და სანთლებით მორთო. სულ მალე, მთელს გერმანიაში, ყველა ოჯახის მაგიდაზე ამგვარი „თაიგული“ გაჩნდა. მოგვიანებით, წიფელი ნაძვმა შეცვალა, რომლის ზომაც დროთა განმავლობაში თანდათან იზრდებოდა.
რამდენად უჩვეულოდაც არ უნდა მოგეჩვენოთ, ევროპაში ნაძვის ხის ტრადიცია XVIII-XIX საუკუნეში გავრცელდა. ბაფთები და ხილი, ბამბამ და მუყაოსაგან დამზადებულმა სხვადასხვა ფიგურებმა შეცვალეს.
ასე, რომ ნაძვის ხე სათავეს გერმანიიდან იღებს.
ელექტროობამ მანათობელი გირლანდების შექმნის იდეა გააჩინა. ნათურები სანთლებზე გაცილებით მეტხანს ანათებდნენ და ვიზუალურადაც უფრო ეფექტურად გამოიყურებოდნენ. მართალია, თავდაპირველად, კამფეტებსა და გამხმარ ხილსაც ჰკიდებდნენ, მაგრამ ტექნოლოგიების განვითარებამ შუშის და ფაიფურის ფიგურები შვა.
დიდი ხნის განმავლობაში, მართლმადიდებლური ეკლესია ნაძვის ხეს კრძალავდა
ba682c27935b
თბილისში საინტერესო საახალწლო ტრადიციები არსებობდა. დღესასწაული სახალხო მხიარულებითა და სეირნობებით, მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნებოდა – ეს ასე დღესაც. თუმცა დროთა განმავლობაში გაქრა რამოდენიმე წეს-ჩვეულება. ძველად, თბილისის მაცხოვრებლები ახალი წლის ღამეს სახლის კარებს ღიას ტოვებდნენ, რადგან ითვლებოდა, რომ ამ დროს შეიძლებოდა ბედნიერებას ჩამოევლო და თუ კარი დაკეტილი დახვდებოდა, ბედნიერება სახლს გვერდს აუვლიდა. განსაკუთრებული რიტუალი უკავშირდებოდა საახალწლო სუფრასაც – ტაბლას. ტკბილეულითა და ხილით დამშვენებული ტაბლის ოთხივე კუთხეში დიასახლისი საკუთარი ხელით ჩამოსხმულ სანთლებს ანთებდა. ახალი წლის შემობრძანებასთან ერთად ოჯახის უფროსი ტაბლით ხელში მთელს სახლს შემოუვლიდა. მოზეიმეებს სწამდათ, რომ ამ დროს მას თან მფარველი ანგელოზი დაჰყვებოდა, რომელსაც ოჯახისათვის კეთილდღეობა და ბარაქა მოჰქონდა.
დრო გადის, ტრადიციები იცვლება და ახალ ჩვეულებებს ეყრება საფუძველი. მაგრამ ამის მიუხედავად, არ იცვლება ყველაზე მთავარი – ახალი წელი სიახლის, იმედისა და სიხარულის მომტანია. მთავარია მას ღიმილით შევეგებოთ, რადგან ერთი ტრადიცია ნამდვილად უცვლელია და ყველა ადამიანს აერთიანებს – ესაა რწმენა იმისა, რომ ახალი წელიწადი ყველაზე სანუკვარი სურვილების ასრულებას დაუდებს დასაბამს.
eebf1e78281c
ჩიჩილაკი– ქართული ნაძვის ხე
წმინდა ბასილი დიდს ახალ წელთან ერთი საინტერესო სადღესასწაულო ატრიბუტი – ,,ქართული ნაძვის ხე” – ჩიჩილაკი აკავშირებდა. ჩიჩილაკი ნედლი თხილის ტოტისგან ითლება და თავისივე ნათალი ჩამოუყვება ვერტიკალურად. ხალხში ჩიჩილაკს ,,ბასილას წვერს” ეძახიან. ჩირითა და სუროს ფოთლებით მორთულ ჩიჩილაკს მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა სადღესასწაულო ხონჩაზე, რომელიც ახალი წლის ღამეს იშლებოდა. ნათლისცემის წინა დღეს კი ,,ბასილას წვერებს” აუცილებლად წვავდნენ და მის ფერფლს ატანდნენ გასული წლის უსიამოვნებებს.
ჩიჩილაკი დღესდღეობით ევროპიდან შემოსული ნაძვის ხის გვერდით იმკვიდრებს ადგილს და კარგავს რიტუალური ნივთის ფუნქციას. იგი ახალი წლის დეკორატიულ სამშვენისს წარმოადგენს.
470b5df7cd06
ახალი წლის ისტორია საქართველოში

საქართველოში ახალი წელი სხვადასხვა ეპოქაში წელიწადის სხვადასხვა დროს აღინიშნებოდა. შემორჩენილი ცნობების მიხედვით, IV სუკუნეში ახალ წელს 6 აგვისტოს ზეიმობდნენ. VII საუკუნიდან აგვისტოს სექტემბერი ჩაენაცვლა. IX ასწლეულის 20-იანი წლებიდან ახალი წლის ათვლა გაზაფხულის პირველი თვიდან-მარტიდან იწყება. იანვარში ახალი წლის დღესასწაული, საბოლოოდ, XIV საუკუნეში დამკვიდრდა. იანვარში დღესასწაულის აღნიშვნის ტრადიციასთან ერთად ფეხს იკიდებს უამრავი წეს-ჩვეულება
edec23499dd7
dac35c473c8f

წყარო: tbilisi.gov.ge

მსგავსი ამბები

Back to top button