კომპანია Amazon-მა დაანონსა საკუთარი ახალი კონსოლი
კომპანია Amazon-მა დაანონსა საკუთარი ახალი კონსოლი.
კომპანია Amazon-მა წარუდგინა მსოფლიოს თავისი ახალი კონსოლი სახელწოდებით Amazon Fire TV. კონსოლი არის მრავალფუნქციური და მას შეუძლია ფილმების, ტელეგადაცემების ტრანსლირება, ასევე აქვს ვიდეოთამაშების ჩართვის მხარდაჭერა და ბევრი სხვა მედია-ფუნქცია.
მოწყობილობა აღჭურვილია 2GB-იანი ოპერატიული მეხსიერებით, ოთხბირთვიანი პროცესორით, გრაფიკული ბირთვით და Wi-Fi-ს ჩაშენებული მოდულით. ამგვარად ბევრი სხვა ახალი თამაში არ ჩაირთვება Amazon-ის კონსოლზე.
Fire TV-ს ოპერაციული სისტემა იქნება Android-ი, რომელიც იქნება დაყოფილი რამდენიმე სექციათ რათა ადამიანმა მოახერხოს ტელეგადაცემების, ფილმების ყურება, თამაშების ჩართვა, აპლიკაციების გამოყენება და ფოტოების დათვალიერება. Amazon-მა ახალ კონსოლს უწოდა “მინიატურული, მძლავრი და წარმოუდგენლათ მარტივი”.
Fire TV-ს ფასი შეადგენს 99 ამერიკულ დოლარს. კონსოლისთვის კონტროლერი ცალკე გაიყიდება და ეღირება 40 დოლარი, თუკი ადამიანი იყიდის კონსოლს მაშინ მას ავტომატურად დაერიცხება Amazon Coins – სათამაშო ვალუტა.
ახალ კონსოლზე გამოვა ჯერ-ჯერობით 95 თამაში, მათ შორისაა ისეთი თამაშები როგორებიცაა: Minecraft, Asphalt 8, The Walking Dead, Sev Zero, Rayman Fiesta Ru, Prince of Persia: The Shadow and the Flame, Terraria, The Cave, NBA 2K14, ასევე The Wolf Among Us და Game of Thrones.
Fire TV-s რელიზი დაგეგმილია მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში.
წყარო: URO.GE