ამერიკული ატრაქციონი საკუთარი ხელებით
სადაც თქვენ ცხოვრობთ და ახლომახლო შემოგარენში არ არის ატრაქციონის გასართობი პარკები, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში თქვენ თვითონ გიხდებათ სხვა საშუალებების ნახვა და მოძიება… რასაკვირველია, თუ თქვენ მონდომებული ხართ, მაშინ ყველაფერი გამოგივათ და საკუთარი ხელებით ააგებთ პატარა ზომის ატრაქციონს…
მამამ ააშენა თავისი პატარა შვილისათვის ამერიკული ატრაქციონი საკუთარი ხელებით. როგორც ჩანს ოჯახის პატარა წევრი ექსტრემალური გართობის მოყვარულია, ან უბრალოდ უყვარს ადრენალინი ;
ატრაქციონის გამძლეობა, სიმტკიცე და კონსტრუქციის უსაფრთხოება რჩება ეჭვის ქვეშ, მაგრამ აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ხალხი დიდი სიამოვნებით ჯდება ამ ატრაქციონზე
ისინი წარმოიდგენენ პირველი შეგრძნებას როცა ასეთი ატრაქციონის ვაგონში ზის და აი, ვაგონმა მიაღწია ლიანდაგის უმაღლეს წერტილს…ელოდება და ელოდება მოუთმენლად და უცებ ერთიანად მოსწყდა ვაგონი ადგილს, წარმოუდგენელი სისწრაფით ეშვება ქვემოტ, ყვირილი, კივილი, ჰაერში ატყორცნილი ხელები… და ბავშვის სიხარულს საზღვარი არ აქვს…
ოჯახის წევრისთვის მნიშვნელობა არ აქვს , რამდენად ახალი ტექნოლოგიებითაა დამზადებული მათი ატრაქციონი და რამდენად სწრაფად ადის უმაღლეს წერტილამდე – ეს ყველაფერი მეორე ხარისხოვანია იმ შეგრძნებასთან შედარებით, რასაც დაშვებისას იღებენ, კერძოდ ცელთნაკეთი ატრაქციონის შემქმნელის პატარა ბიჭუნა— იგი თავიდანვე მოითხოვდა ატრაქციონის მაღალ სიმაღლეს, იცოდა რომ, რაც მაღალია მით მეტია ადრენალინი, მით მეტია გართობა, მით მეტ ხანს გრძელდება მიღებული სიამოვნება და რათქმაუნდა მით მეტ ხანსაც გაყვება ასეთი მიჭებული სიამოვნება…