ბიზნესიმარკეტინგი

ელექტრონული კომერციის ღონისძიება : მასტერკლასების სერიები 2023

uploads

 E-Commerce In Georgia ქართული ივენთია ელექტრონული კომერციის სამყაროში, რომელსაც ალტე უნივერსიტეტი უმასპინძლებს. ღონისძიებას გაუძღვება ლუკა მიმინოშვილი , რომელიც ივენთის მთავარი სპიკერი და კომპანიის დამფუძნებელია.

ივენთს ატარებს კომპანია Richwall, რომელიც ნებისმიერ მსურველს ეხმარება გადადგას პირველი ნაბიჯები იქომერსში და ჩაერთოს ციფრულ გაყიდვებში.

ღონისძიება გაგრძელდება 2 საათს და ფოკუსირებული იქნება იქომერსსა და მის სხვადასხვა მოდელზე, გამოწვებებსა და მზრდად შესაძლებლობებზე. ივენთი აერთიანებს 5 სპიკერს, რომლებიც წარმოადგენენ მასტერკლასების სერიებს შემდეგი მიმართულებით:

  •  ტრენდები და სწორი პროდუქციის შერჩევა, იქომერსის ფუნდამენტები
  • გრაფიკული დიზაინი იქომერსში
  •  SEO და ვებსაიტით გაყიდვების გენერირება
  • ციფრული მარკეტინგი

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია და ხუთი სპიკერი მოცემულ ინფორმაციას ნებისმიერი მსურველისთვის უფასოდ გააზიარებს.

ელექტრონული კომერცია განვითარებას მასშტაბური ტემპით აგრძელებს. 2027 წლისთვის საქართველოში ონლაინ მომხმარებლები, რომლებიც აქტიურად ყიდულობენ ნივთებს 2.2 მილიონს მიაღწევს.

აღსანიშნავია მოცემული სფეროს უდიდესი ზრდა 2020 წლიდან საქართველოში, სადაც ელ კომერცია 80%-ით გაიზარდა, ხოლო ყოველწლიურად რევენიუ, რომელსაც ონლაინ მაღაზიები აგენერირებენ 1 მილიარდს ცდება.

ივენთი ჩატარდება 10 დეკემბერს, კვირას, 6 საათზე უნივერსიტეტის ქუჩა ნომერ 2-ში. კომპანია რიჩვოლის დაფინანსებით მსგავსი საგანმანათლებლო ივენთები კომერციასა და სხვა ბიზნეს მოდელებთან დაკავშირებით ყოველთვე გაიმართება.

უცნაური • Ucnauri

richwall.net

მსგავსი ამბები

Back to top button