გართობაკულტურა

ცნობილი საიტები (2 ნაწილი)

35bd657bdac2
Yahoo – ცნობილი საიტი რომლის ხსენებაზეც პირველი რათქმაუნდა მისი ყველაზე ცნობილი სერვისი Yahoo Mail გაგახსენდებათ ამ ელ-ფოსტას მართლაც ბევრი ადამიანი იყენებს მაგრამ უმეტესობამ არ იცის Yahoo-ს კიდევ სხვა კარგი სერვისების შესახებ ამიტომაც ამ პოსტში მოგიყვებით საიტის ისტორიისა და მრავალფეროვანი სერვისების შესახებ. 

Yahoo-ს დამაარსებლები არიან ჯერი იანგი და დავიდ ფილო. Yahoo Mail – როგორც ზევით ავღნიშნე მართლაც ყველაზე პოპულარული სერვისი რომელიც კარგი დიზაინით და მოხერხებული ინტერფეისით გამოირჩევა მას მსოფლიოს მაშტაბით უამრავი მომხმარებელი ყავს და ერთ-ერთი მოწინავე პოზიცია უჭირავს ინტერნეტ ელ-ფოსტებს შორის მისი განსაკუთრებულობის გამო. Yahoo პოპულარობის მიხედვით 5 საიტია მსოფლიოში მას უამრავი მომხმარებელი ყავს.

4a45dd56ee03
საიტის ცნობილ სერვისებში ასევე შედის ფოტო და ვიდეო პლატფორმის მქონე ერთგვარი სოციალური ქსელი Flickr რომელსაც უმეტესად ფოტოების და ვიდეოების მოყვარული ბლოგერები იყენებენ. დარეგისტრირების შემდეგ შეგეძლებათ სხვადასხვა ჯგუფებში გაწევრიანება ასევე თქვენი მედია ფაილების ატვირთვა.

Yahoo Search – ძალიან კარგი ძებნის პლატფორმაა სადაც შეგიძლიათ ინტერნეტში არსებული ინფორმაციის მოძიება როგორც ტექსტური მასალის ასევე ფოტოების ვიდეოების დოკუმენტების სიახლეების და ასე შემდეგ. საიტის ცნობილი სერვისებია ასევე News განყოფილება სადაც შეიძლება სიახლეების მოძიება ტექნიკის მიხედვით ასევე ახალი ამბები სელებრითებზე, კინო სამყაროზე, სპორტზე, პოლიტიკაზე, ფინანსებზე. საიტზე ასევე შეხვდებით კითხვა-პასუხის განყოფილებას სადაც თქვენს კითხვებზე შეგიძლიათ მოიძიოთ პასუხები და ასევე პასუხი გასცეთ სხვის დასმულ კითხვასაც. ამინდის პროგნოზის ნახვის შემთხვევაშიც აუცილებლად უნდა ესტუმროთ Yahoo-ს.
a5161d578677
Tumblr – ცნობილი ფოტო და ვიდეო პლატფორმის მქონე სოციალური ქსელი რომელიც დაარსდა 2007 წელს და პოპულარობის მიხედვით 43 და ძალიან ცნობილი საიტია მსოფლიოში. Tumblr-ს ფლობს და განაგებს Yahoo.

Yahoo-ს გამოყენებას ვურჩევ მათ ვინც აქტიურად ზრუნავს საკუთარ სილამაზეზე. საიტზე გოგონებისათვის სპეციალური განყოფილებაა სადაც შეისწავლით ხერხებს თუ როგორ უნდა გახდეთ მომხიბვლელები და როგორც შესძინოთ საკუთარ თავს უფრო მეტი შარმი და დამაჯერებლობა ასევე როგორ მოხიბლოთ მამაკაცები მოკლედ ყველა რჩევა მხოლოდ და მხოლოდ ქალბატონებისთვის.

საიტი საშუალებას გაძლევთ გაიცნოთ თქვენთვის სასურველი სქესის და ასაკის მქონე მომხმარებლები ამ ყველაფერში კი რათქმაუნდა Yahoo Match დაგეხმარებათ.

Yahoo-ს ასევე აქვს Messenger-ი რომელიც რამოდენიმე ხნის წინ განაახლეს და დაამატეს საინტერესო ფუნქციები მისი მობილურში ჩაწერის შემდეგ კი შეძლებთ ადვილად ეკონტაქტოთ თქვენს მეგობრებს ან გაიცნოთ ახალი ხალხი. Yahoo-ს ყველა ის სერვისი აქვს რაც ადამიანს სჭირდება ასე რომ გირჩევთ ამ საიტის გამოყენებას.

მსგავსი ამბები

Back to top button