კულტურაუცნაური

ნოკია E75

f5b172e1a92c

მობილური ტელეფონების მწარმოებელმა ფინურმა კომპანია ნოკიამ გაყიდვაში გამოუშვა ბიზნეს კლასის ახალი აპარატი E75, რომელიც თავისი შთამბეჭდავი მონაცემების გარდა, სრულფასოვანი მოძრავი კლავიატურით გამოირჩევა. მწარმოებელი აღნიშნავს, რომ მოცემული მოდელი კომპანიის პირველი მოწყობილობაა, რომელშიც რეალიზებულია ელექტრონული ფოსტის ახალი სამომხმარებლო ინტერფეისი, რომელიც შესაძლებლობებითა და მხერხებულობით სამაგიდო სისტემებს უტოლდება.

ელექტრონულ ფოსტასთან და შეტყობინებებთან მუშაობასთან ერთად, აპარატი თავსებადია სანავიგაციო სერვისებთან და სათამაშო პლატფორმასთან N-GAGE, რაც ახალია ნოკიას ბიზნეს კლასში.

ნოკიამ ზემოთხსენებული მოდელი უკვე გამოუშვა გაყიდვაში და მისი ფასი ევროპაში 375 ევროა. აი, მისი ზოგადი ტექნიკური მაჩვენებლებიც:

სტანდარტები: GSM/EGSM 850/900/1800/1900; WCDMA 850/900/1900/2100 Mhz.

პლატფორმა: Symbian series 60 v9.3.

პროცესორი: ARM 11, 369 Mhz.

დისფლეი: 2,4 დუიმი, 320–240 გაფართოებითა და 16 მილიონი ფერით.

კამერა: 3,2 მეგაფიქსელი, ავტოფოკუსით.

მეხსიერება: შიდა მეხსიერება 50 მეგაბაიტი. მეხსიერების ბარათების მხარდაჭერა ფორმატით microSD (16 გბ–მდე).

კომუნიკაციები: HSDPA class 6 (3.6 Mb/s), WiFi (IEEE 802.11 b/g), EGPRS multislot class 32, AGBS, HighSpeed micro USB 2.0, Bluetooth 2.0 + EDR (A2DP), 3.5 mm Audio Jack.

მულტიმედია: ვიდეო–აუდიო ფლეიერი, რადიო.

ჩადგმული VPN კლიენტი.

მუშაობის ხანგრძლივობა: ლოდინის რეჟიმში: 288 საათი, საუბრის რეჟიმში: 5 საათი.

გაბარიტები: 111,8–50–14,4 მმ.

წონა: 139 გრამი.

ნოკია N86

ფინური კომპანია ბიზნეს სერიის გარდა, მულტიმედია სერიის გაფართოებასაც განაგრძობს. ნოკიამ უკვე გამოუშვა N86, 8 მეგაფიქსლიანი, კარლ ცეისის ლინზიანი კიმერით, რომელიც მასიურად ჯერ არცაა გაყიდვაში (უახლოეს მომავალში გახდება ხელვისაწვდომი ფართო მასებისთვის და დაახლოებით 375 ევრო ეღირება), თუმცა, უკვე მოასწრო საუკეთესო კამეროფონის ჯილდოს მიღება.

მოდელი გამოირჩევა მექანიკური ჩამკეტითა და რეგულირებადი დიაფრაგმით, ასევე ორმაგი დიოდური განათებით. ნოკია N86 ასევე გამოირჩევა იმით, რომ 8 გიგაბაიტი შიდა მეხსიერების გარდა, აქვს მეხსიერების ბარათების მხარდაჭერაც, ასევე მაღალი ხარისხის 2,6 დუიმიანი დისფლეით, რომელიც დაცულია სარკისებრი შუშით. აპარატს ასევე შეუძლია კომპიუტერთან სრული სინქრონიზაცია და გამოსახულების ტელევიზორზე გადატანა.

მწარმოებელმა ამ მოდელში არც სანავიგაციო ფუნქციები დაივიწყა, ჩადგმული კომპასითა და ხმოვანი ნავიგაციის 3 თვიანი ლიცენზიით.

მოკლე ტექნიკური მაჩვენებლები:

სტანდარტები: GSM/EGSM 850/900/1800/1900; WCDMA/HSDPA 850/900/1800/1900/2100 Mhz.

პლატფორმა: S60 3rd Edition, FP 2 (Symbian 9.3)

პროცესორი: ARM 11. 434 Mhz.

დისფლეი: 2,6 დუიმი, 240–320 გაფართოებითა და 16 მილიონი ფერით.

კამერა: 8 მეგაფიქსელი, კარლ ცეისის ლინზით. ვიდეოგადაღება 30 კადრი წამში.

მეხსიერება: მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია 74 მეგაბაიტი, ასევე 8 გიგაბაიტი ფლეშ მეხსიერება. მეხსიერების ბარათების მხარდაჭერა ფორმატით microSD/microSDHC.

კომუნიკაციები: WiFi (IEEE 802.11 b/g + UPnP), High speed micro USB 2.0, Bluetooth 2.0 (A2DP), AGPS, 3,5 mm Audio Jack, TV Out.

მულტიმედია: აუდიო–ვიდეო ფლეიერი, რადიო, NGage.

მუშაობის ხანგრძლივობა: ლოდინის რეჟიმში: 313 საათი, საუბრის რეჟიმში: 6 საათი.

გაბარიტები: 103,4–51,4–16,5 მმ.

წონა: 149 გრამი.

მსგავსი ამბები

Back to top button