ახალი Ipod Shuffle !
11 მარტს Apple-მა უკვე ოფიციალურად წარმოადგინა ახალი iPod shuffle – მსოფლიოში ყველაზე პატარა ფლეიერი. iPod -ის ზომა თითქმის განახევრდა, უფრო გათხელდა, დაიხვეწა და დაემატა სრულიად ახალი და ძალიან საჭირო ფუნქცია VoiceOver, რომელიც თქვენს აიპოდს საშუალებას მისცემს წარმოთქვას სიმღერის და ალბომის სათაურები, რაც გაადვილებს თქვენთვის სასურველი სიმღერის და ალბომის მოძებნას .
ახალი აიპოდის სრული კონტროლი ხდება უშუალოდ ნაუშნიკიდან და არა თვით iPod-დან, იმ მარტივი მიზეზის გამო რომ ახალი iPod shuffle-ს აღარ აქვს არანაირი ღილაკი და გადამრთველი, რაც გამოწვეულია კიდევ უფრო მარტივი მიზეზით – და ეს მიზეზი მისი ძალიან-ძალიან მცირე ზომაა. მისი ფორმა და დიზანი მართლაც ბრწყინვალეა, ალუმინის პრიალა მასალით დაფარული ზედაპირი, ძალიან გამძლე და ყოველდღიურობასთან მორგებულია.
წარმოიდგინე ფლეიერი რომელიც უშუალოდ გელაპარაკება, გეუბნება სიმღერის სათაურს, ალბომის დასახელებას, მომღერალს, VoiceOver-ით მას შეუძლია 14 ენაზე საუბარი :P ესაა- ინგლისური ,გერმანული,ჩეხური, ფრანგული, ჰოლანდიური, ბერძნული , იტალიური, იაპონური, ჩინური, პოლონური, პორტუგალიური,ესპანური , შვედური და თურქული. მოკლედ ჩვენს ყოვლისმცოდნე iPod shuffle-ს შეუძლია ბატარეის მდგომარეობის თქმაც, რომელის სიცოცხლის ხანგრძლივობა 10 საათამდეა გაზარდილი.
წყარო: http://pctrick.wordpress.com/