არქივი

ჩვენი დრო 1900 წლის გადმოსახედიდან

26d28ab9bfec

1900 წელს ქალთა ჯურნალმა «Ladies Home Journal» იწინასწარმეტყველა თუ რა იქნება 100 წლის შემდეგ. ზოგიერთი წინასწარმეტყველება მართლაც საოცარია

1. აშშ-ს მოსახლეობა მიაღწევს 350 მილიონს. ამერიკა ააშენებს ნიკარაგუის არხს, რის შემდეგაც ნიკარაგუა გამოთქვამს სურვილს გახდეს ამერიკის შტატი. მოგვიანებით ამერიკის შემადგენლობაში შევა მექსიკა და ცენტრალური ამერიკის ყველა ქვეყნა.

2. საშუალო ამერიკელის სიმაღლე მოიმატებს 1-2 დუიმით. ეს გამოწვეული იქნება ჯანმრთელობის გაუმჯობესებით, რაც მიღწეული იქნება მედიცინის განვითარებით, კარგი კვებით, რეგულარული სპორტით დაკავებით და სანიტარული- ჰიგიენური ზომების მიღებით. სიცოცხლის ხანგძლივობა საშუალო ამერიკელის იქნება 50 წელი, ახლანდელი 35-ის ნაცვლად (სინამდვილეში სიცოცხლის ხანგძლივობა ამერიკაში 1900 წელს იყო 47 წელი და 2000 წლისათვის კი 76.8). ადამიანები იცხოვრებენ ქალაქგარეთ, თვით ქალაქში კი მხოლოდ სამსახურები და დასასვენებელი ობიექტები დარჩება.

3. ხალხი სპორტით დაკავდება ბავშვობიდანვე. სკოლაში სპორტის გაკვეთილები აუცილებელი გახდება.

4. დიდი ქალაქების ქუჩებში არ იქნება ავტომობილები, ხალხი იმოძრავებს ან მიწისქვეშ, ან რამდენიმე იარუსით მაღლა მიწიდან. დიდ ქალაქებში იქნება მეტროები. ასვლა ან ჩამოსვლა შესაძლებელი იქნება მოძრავი კიბეებით. ავტობუსები იქნება ელექტრული. თვით ქალაქში იქნება სიჩუმე და სიწყნარე.

5. მატარებლების საშუალი სიჩქარე იქნება 200 კმ/სთ-ში, მაგრამ იქნება სწრაფმავალიც 240 კმ/სთ. ამდაგვარად სან-ფრანცისკოდან ნიუ-იორკში გადაადგილება შესაძლებელი იქნება ერთ დღე-ღამეში.

6. ავტომობილი უფრო იაფი იქნება ვიდრე დღეს ცხენი ღირს. ავტომობილის ძრავის წონა იქნება ნახევარი კილო. ბავშვები ზამთარში ივლიან საავტომობილო ციგურებით.

7. იქნება საჰაერო ხომალდები, მაგრამ ისინი ფართო მოხმარებაში არ იქნება მგზავრებისათვის, გადატვირთვისა და დიდი საფრთხის გამო, მათი მთავარი ფუნქცია სამხედრო იქნება.

8. ომში ჩაბმული იქნება საჰაერო ხომალდები. შეიქმნება გიგანტური ზომის საბრძოლო იარაღები, რომლებსაც შეეძლება გასროლა 40 კმ სიშორეზე და უფრო მეტზე. ყუმბარების აფეთქების სიმძლავრე ისეთი იქნება, რომ შეეძლება პატარა ქალაქის მიწასთან გასწორება. ყუმბარის მიმართულებას დაარეგულირებს სპეციალური ტელესკოპები, რომლებიც განლაგებული იქნება დიდ სიმაღლეზე. გემების მთელი ფლოტილიები დაიმალებიან ხელოვნურ ღრუბლებში და მოახდებნენ კურსირებას მტრულ ტერიტორიებზე. სახმელეთო ჯარი საერთოდ არ იარსებებს. დიდ ტანკებს შეეძლებათ იმოძრაონ მატარებლის სიჩქარით. ზღვებში ივლიან წყალქვეშა გემები.

9. ფოტოსურატების გადაცემა შესაძლებელი იქნება ნებისმიერ დაშორებაზე. მაგალითად თუ ჩინეთში იქნება ომი, ამის ამსახველი სურათების ნახვა შესაძლებელი იქნება ერთი საათის შემდეგ, ან მალევე მისი გადაღების შემდეგ.

10. ადამიანს შეეძლება გაიხედოს რამდენიმე ათასი კილომეტრის სიშორეზე, ეს შესაძლებელი იქნება სპეციალური გადამცემი მოწყობილობების დახმარებით. მაგალითად ამერიკელები შეძლებენ ნახონ, ევროპაში როგორ ტარდება მეფის კორონაცია, ან ოპერა. მოწყობილობას მიერთებული ექნება აგრეთვე სპეციალური ტელეფონიც და შესაძლებელი იქნება არა მარტო გამოსახულების ნახვა აგრეთვე ხმის მოსმენაც.

11. მავნე მწერები აღარ იარსებებენ, მათ გაანადგურებენ. აღარ იარსებებენ კოღოები, ბუზები, ტარაკანები.

12. ვირთხებს და თაგვებს გაანადგურებენ. ცხენები პრაქტიკულად ამოწყდებიან. მხოლოდ რამდენიმე ჯიშს შეინარჩუნებს მდიდარი ხალხი დოღისთვის და ნადირობისათვის. მსხვილფეხა საქონელს და ცხვრებს აღარ ექნებათ რქები.

13. მარწყვი, ჯოლო, მაყვალი იქნება ვაშლის ზომის. მარწყვი გაიზრდება ბუჩქებზე. ერთი ნესვით შეიძლება დანაყრდეს დიდი ოჯახი. ვაშლი, მსხალი, ატამი და ყველა კენკროვანი იქნება ბურკების გარეშე.

14. გამოჩნდება შავი, ცისფერი და მყვანე ვარდები, კომბოსტოს ზომის. შესაძლებელი იქნება ნებისმიერი ყვავილის გაზრდა ნებისმიერი ფერით და სუნით.

15. ქუჩებში, არცერთ მარაზიასტან არ იქნება გამოფენილი პროდუქტები არც გასაყიდად და არც რეკლამისათვის. ყველა პროდუქტები შეინახება მაცივარში, რომელიც შექმნის არა მარტო საჭირო ტემპერატურას, არამედ საჭირო ტენიანობასაც კი. ვადაგადასული და ყალბი საქონლის გამყიდველს დაიჭერენ და გაასამართლებენ.

16. ინგლისური ანბანიდან გაქრება ასობგერები – C, X и Q. გაზეთები იქნება მოლაპარაკე. ინგლისური ენა იქნება უფრო კონცენტრირებული და იქნება ყველაზე უფრო გავრცელებული მსოფლიოში. მეორე ადგილზე იქნება რუსული ენა.

17. საუნივერსიტეტო განათლების მიღება შესაძლებელი იქნება , როგორც მამაკაცებისათვის ასევე ქალებისათვისაც. მეცადინეობა იქნება ჯგუფური. მცირეშემოსავლიან სტუნენტებისთვის გასცემენ უფასო ტანსაცმელს, საჭმელს, წიგნებს, სათვალეს. უზრუნველყოფენ უფასო მკურნალობით და საცხოვრებელით. ექნებათ უფასო მგზავრობა სახლიდან სასწავლებლამდე. არდადეგების დროს ბავშვები მოინახულებენ სხვადასხვა ქვეყნებს. შემოღებული იქნება ახალი საგანი- საოჯახო მეურნეობა.

18. ტელეფონები იქნება უსადენო, ხოლო კავშირი ავტომატური, ოპერატორი ქალის შუამავლობის გარეშე. ქმარი, რომელიც იმყოფება ატლანტიკის ოკეანის ცენტრში, შეუძლია ტელეფონით დაუკავშირდეს ცოლს ჩიკაგოში.

19. ოპერის მოსმენა შესაძლებელი იქნება სპეციალური ტელეფონით, ნებისმიერ სახლში და მისი ჟღერადობა იქნება ისევე მშვენიერი , როგორც საკონცერტო დარბაზში. მუსიკალური ინსტრუმენტებიც გახდება ელექტრული.

20. ქვანახშირს აღარ გამოიყენებენ, მას შეცვლის ჰიდროენერგია. ყოველ მდინარეში იქნება მოწყობილობა, რომელიც გამოიმუშავებს ელექტროენერგიას . ზღვებსა და ოკეანეებში, ჩასმული მიქნება მოწყობილობები, რომლებიც ტალღების ენერგიას გარდაქმნის ელექტროენერგიად.

21. ცხელი და ცივი ჰაერის მიწოდება მოხდება ონკანიდან. შენობის გათბობისა და გაგრილებისათვის შექმნილი იქნება სპეციალური სისტემა. მასში მოხდება ჰაერის ტემპერატურის რეგულირება. სახლში აღარ იქნება მილები.

22. პროდუქტების და საქონელის გადასატანად ფურგონების ნაცვლად გამოიყენებენ პნევმოფოსტ მილებს. ისინი გაშლილი იქნებიან 100-200 კილომეტრზე, ცენტრალური გამანაწილებელი სისტემიდან. თუმცა დიდი საწარმოების მომარაგებისათვის დარჩება საწყობები, სადაც გამოიყენებენ სატვირთო მანქანებს.

23. მზა პროდუქტების დასამზადებლად შეიქმნება სპეციალური ცეხები, ახლანდელი საცხობების მსგავსი. ეს ხელს შეუწყობს საჭმელის გაიაფებას, ვინაიდან საბითუმო ფასები პროდუქტებზე უფრო იაფია საცალოზე. საჭმელი მომზადება მოხდება ელექტროღუმელებში. ჭურჭლის რეცხვა მოხდება სპეციალური ხსნარით, რომლების მთლიანად მიკლავს მიკრობებს.

24. ფერმერებისათვის მნიშვნელობა არ ექნება წელიწადის დროს. ზამთარი ხელოვნურად გადაიქცევა ზაფხულად და ღამე დღეთ. ცივ ამინდში ელექტრული სადენები, რომლებიც განთავსებული იქნება მიწაში, გაათბობენ მას და მცენარეები გაიზრდებიან ისევე როგორც წელიწადის თბილ პერიოდში. გაკეთდება დიდი, ყველა მხრიდან შუშით გადახურული ბაღები. მცენარეებს ელექტროენერგიით უზრუნველყოფენ სითბოთი და სინათლით, რამდენიც მათ ეს დასჭირდებათ. ელექტრულად დამუშავებული თესლები მოგვცემენ საშუალებას გამოვიყვანოთ მცენარეების ახალი ჯიშები.

25. ფორთოხლების გაზრდა შესაძლებელი იქნება ფილადელფიაშიც. სწრაფად მფრინავი რეფრიჯერატორები რამდენიმე დღეში ტროპიკებიდან ჩამოიტანებენ მწიფე ხილს. სამხრეთ ამერიკის, აფრიკის, ავსტრალიის ფერმერები (სადაც ზაფხულია, როცა ჩვენთან ზამთარია), ჩამოიტანებენ ახალ ხილს, რომელთა მოყვანა არ არის შესაძლებელი ჩვენს კლიმატზე. ნესვი და სხვა ხილის შენახვა შესაძლებელი იქნება მთელი ზამთრის მანძილზე, როგორც დღეს კარტოფილის.

26. შინაგანი ორგანოების სამკურნალოდ შექმნიან წამლებს, რომლებსაც მიიღებენ პატარა დოზებით. შინაგანი ორგანოები იქნება გამჭირვალე გამოკვლევებისათვის. სპეციალური მიკროსკოპების მეშვეობით შესაძლებელი იქნება დაათვალიეროთ და სურათი გადაუღოთ ადამაინის სხეულის ნებისმიერ შინაგან ორგანოს. ეს შესაძლებელი იქნება უხილავი სხივების მეშვეობით.

27. ელექტრული საზღვაო ხომალდები ივლიან 90 კმ/სთ სიჩქარით. გემის ზედაპირი არ შეეხება წყალს, წყალსა და მათ შორის იქნება ჰაერის თხელი ფენა. გემებს ექნება ელექტრო პროპელერები. ძლიერი შტორმის დროს გემები ჩაიძირება წყალში, სანამ შტორმი დასრულდება.

 

მსგავსი ამბები

Back to top button