არქივი

საინტერესო ფაქტები ადამიანზე

UcnauRi
1. 1918-1919 წელს გრიპის ეპიდემიამ აშშ-სა და ევროპაში 20 მლნ. ადამიანის სიცოცხლე იმსვერპლა.
2. ადამიანი, რომელიც დღეში ერთ კოლოფ სიგარეტს ეწევა, წელიწადში ნახევარ ჭიქა კუპრს სვამს.
3. ადამიანი ცოცხალ არსებათაგან ერადერთია, რომელსაც სწორი ხაზის დახატვა შეუძლია.
4. თმის სიგრძე, რომელიც ადამიანს მთელი ცხოვრების მანძილზე ეზრდება – საშუალოდ 725 კმ-ს უდრის.
5. ქერა კაცებს წვერი შავგვრემანებზე უფრო სწრაფად ეზრდებათ.
6. ღიმილისას ადამიანის 17 კუნთი “მუშაობს”.
7. ფილტვების ზედაპირი დაახლოებით 100 მ2ია.
8. ადამიანის დნმ შეიცავს დაახლოებით 80 000 გენს.
9. ადამიანის ორგანიზმში ლეიკოციტები 2-4 დღე ცოცხლობენ, ერითროციტები კი – 3-4 თვე.
10. ფრანგებისთვის თითების სახელწოდებებია: პუსი, ინდექსი, მაჟორი, ანიულერი, ორიკიულერი.
11. ზრდასრული ადამიანის გული 220-260 გრ. იწონის.
12. ადამიანის ორგანიზმის შემადგენლობაში მხოლოდ 4 მინერალია: აპათიტი, არაგონიტი, კალციტი და კრისტობალიტი.
13. ადამიანის ტვინი დღეში იმდენივე ელექტროიმპულსის გენერირებას ახდენს, რამდენსაც მსოფლიოს ყველა ტელეფონი – ერთად.
14. მოვლენა, როცა ადამიანი დიდი სინათლის გამო მხედველობას კარგავს, “თოვლის სიბრმავედ” იწოდება.
15. ადამიანის ორგანიზმში არსებული ბაქტერიების საერთო წონა 2 კგ-ია.
16. ადამიანის თავის ტვინში წამში 100 000 ქიმიური რეაქცია ხდება.
17. დაბადების მომენტისთვის ადამიანის ტვინში უკვე არსებობს 14 მილიარდი უჯრედი და ეს რიცხვი სიკვდილამდე არ იზრდება. პირიქით, 25 წლის ასაკიდან უჯრედების რაოდენობა დღეში 100 ათასით მცირდება. ერთწუთიანი კითხვის დროს 70 უჯრედი კვდება. 40 წლის შემდეგ ტვინის დეგფრადაცია მკვეთრად ჩქარდება, ხოლო 50-ის მერე ნეირონები (ნერვული უჯრედები) გამოუსადეგარნი ხდებიან თანდათან. ტვინის მოცულობაც კი მცირდება.
18. ფსიქიატრიაში სინდრომს, რომელსაც ახლავს დეპერსონალიზაცია, დროისა და სივრცის, საკუთარი სხეულისა და გარემოს აღქმის დარღევავა, ოფიციალურად (!) ჰქვია: ალისა საოცრებათა ქვეყანაში.
19. ადამიანს დაახლოებით 2 მლნ. საოფლე ჯირკვალი აქვს. საშუალოდ ადამიანი 1 ლიტრი ოფლის დაკარგვასთან ერთად 540 კალორიასაც კარგავს. მამაკაცები 40%-ით უფრო მეტად ოფლიანდებიან, ვიდრე ქალები.
20. მარჯვენა ფილტვი უფრო მეტ ჰაერს იტევს, ვიდრე მარცხენა.
21. მოწიფული ადამიანი დღეში დაახლოებით 23 000-ჯერ ჩაისუნთქავს და ამოისუნთქვას.
23. ადამიანის თვალი 10 000 000 ფერის ტონს არჩევს.
24. ადამიანის პირის ღრუში 40 000-მდე ბაქტერიაა.
25. დაცემინება გახელილი თვალებით შეუძლებელია.
26. ქალები თვალებს ახამხამებენ მამაკაცებზე 2-ჯერ უფრო ხშირად.
27. ყველაზე პატარა უჯრედი მამაკაცის ორგანიზმში – სპერმის უჯრედია.
28. ყველაზე ძლიერი კუნთი ადამიანის ორგანიზმში ენაა.
29. ადამიანის ორგანიზმში დაახლოებით 2000 გემოვნების რეცეპტორია.
30. მესოპოტამიაში ექიმს, რომელსაც პაციენტი უკვდებოდა, კლავდნენ: თუ უბრმავდებოდა – აბრმავებდნენ.
31. დაბადებისას ბავშვის სხეულში 300-მდე ძვალია, მოწიფულ ასაკში მხოლოდ 206 რჩება.
32. ნერვული იმპულსები სხეულში გადაადგილდება 90 მ/წმ. სიჩქარით.
33. 36 800 000 – ადამიანის გულისცემის რაოდენობა წელიწადში.
34. მამაკაცები 10-ჯერ უფრო ხშირად არიან დალტონიკები.
35. შუასაუკუნეებში, თუ ექიმი ზუსტ დიაგნოზს ვერ სვამდა, “სიფილისის” დიაგნოზით ისტუმრებდა პაციენტს.
36. ცისფერთვალება ადამიანები ტკივილის მიმართ უფრო მგრძნობიარე არიან, ვიდრე ყველა დანარჩენი.
37. ხელის ფრჩხილები 4-ჯერ უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე – ფეხის.
38. ცხოვრების განმავლობაში ადამიანის კანი დაახლოებით 1000-ჯერ იცვლება.
39. არსებობს 100 სხვადასხვა ვირუსი, რომელიც სურდოს იწვევს.
40. თავის კედელზე რტყმევით დღეში 150 კალორიის დაკარგვა შეიძლებაო.
41. ზრდასრული ადამიანის სხეულში დაახლოებით 75 კმ. ნერვია.
42. ბულემია – დაუოკებელი მადა.
43. პარტენოფობია – ქალიშვიოლების შიში.
44. ჭიპის მეცნიერული სახელია – უმბილიკუსი.

 

წყარო : www.eva.ge

Donna

Me Var !

მსგავსი ამბები

Back to top button