ფაქტები “ტიტანიკზე”
მე მინდა შემოგთავაზოთ ფაქტები თავის დროის უდიდეს სამგაზავრო გემ ტიტანიკზე, რომელმაც კატასტროფა განიცადა.
1. 1898 წელს მორგან რობერტსონმა დაწერა წიგნი “ამაოება” რომელშიც გემი ტიტანი ატლანტის ოკეანეში ეჯახება აისბერგს. ტიტანი თავისი ზომითა და სხვა დეტალებით ძალიან გავდა ტიტანიკს. მასაც ასევე ჩაუძირავი ეწოდებოდა.
2. გადარჩენილებს შორის 2 ძაღლი იყო.
3. გემზე არ იმყოფებოდა კატა, კატა კი გემზე იღბლლის მომტანად ითვლება. ასევე ისინი მღრღნელებსაც ანადგურებენ.
4. ტიტანიკი თითქმის იმსიგრძე იყო, რამსიმაღლეც Empire State Building-ია.
5. თავიდან ტიტანიკზე უნდა ყოფილიყო 3 საკვამური, მაგრამ შემდეგ დაამეტს მეოთხე რომელიც არ ფუნქციონირებდა, მაგრამ თვლიდნენ, რომ ის გემს უფრო დიდებულს გამოაჩენდა.
6. არსებობს ტრადიცია, რომ გემის პირველი გამგზავრებისას მის წინა ნაწილზე შამპანურის ბოთლს ამტვრევენ. ტიტანიკმა ეს არ გააკეთა.
7. ტიტანიკზე მყოფი ყველა მგზავრი არ უნდა ყოფილიყო ტიტანიკზე. ნახშირის ნაკლებობის გამო “Adriatic”-ისა და “Oceanic”-ის მგზავრები გადმოსხეს ტიტანიკზე და გემზე ამოიტანეს მათი ნახშირი. ადრიატიკი:
8. გემზე მყოფ 13 წყვილს თაფლობის თვე ჰქონდა…
9. კაპიტანი სმიტი ტიტანიკის პირველი მგზავრობის შემდეგ პენსიაზე გასვლას გეგმავდა.
10. გემზე 4 ლიფტი იყო. 3 I კლასის მგზავრებისთვის, 1 II კლასისათვის.
11. იმ დროისათვის გემის სასტვენების ხმა ყველაზე დიდი იყო.
12. გემის სასტვენების ხმას 11 მილის მანძილზე გაიგონებდით (დაახლოებით 17 კმ)
13. გემზე 900 ტონა ბარგი და ტვირთი იყო.
14. 24 საათში გემზე დაახლოებით 52 ათას ლიტრ წყალს მოიხმარდნენ.
15. დღეში 825 ტონა ნახშირი იხარჯებოდა.
16. ტიტანიკზე 20 სამაშველო გემი და ჟილეტი იყო. ჟილეტები დამზადებული იყო ბრეზენტისგან და კორპის მასალისგან.
ტიტანიკის სამაშველო ჟილეტი:
17. ტიტანიკს 3000 ადამიანი აშენებდა.
18. თუ ტიტანიკი 20 კნოტ(?)/სთ სიჩქარით მოძრაობდა მას გასაჩერებლად 800 მეტრი სჭირდებოდა.
19. გემის ოფიციალური ნომერი: 131,428
20. მეთვალყურეებს “ყვავის ბუდეში” (ანძა სადაც მეთვალყურეები სხედან) არ ჰქონდათ დურბინტები.
21. აისბერგის დანახვიდან დაჯახებამდე დრო 30 წამზე ცოტა მეტი იყო.
22. ტიტანიკი აისბერგთან დაჯახებიდან 2:40 სთ-ში ჩაიძირა.
23. გემს ფსკერზე დასაშვებათ დაახლოებით 15 წუთი დასჭირდა, ის იძირებოდა 16 კმ/სთ სიჩქარით.
24. ტიტანიკი აისბერგს მარჯვენა მხრით დაეჯახა. ის რომ პირდაპირ დაჯახებოდა გემი გადარჩებოდა და მისი მხოლოდ წინა ნაწილი დაზიანდებოდა.
25. მხოლოდ ივლისში და აგვისტოშია შესაძლებელი გემის დასათვარიელებლად ოკეანეში ჩაშვება.
26. პირველი კლასის ბილეთების ფასი: 4350$ იმ დროის ფულით. მეორე კლასი: 1750$. მესამე კლასი: 30$ ეს კი დაახლოებით 650 აშშ $-ია.
27. გემი შეიძლებოდა აცდენილიყო აისბერგს კაპიტანს რომ არ ებრძანებინა “სრული სვლით უკან” და გაეცა მარცხნივ გადახვევის ბრძანებ. ამ შემთხვევაში გემის სიჩქარე დაიკლებდა. სავარაუდოდ ეს ის აისბერგია რომელმაც გემი იმსხვერპლა:
28. საბედნიეროდ ტიტანიკი არ იყო შევსებული. მასზე 3547 ადამიანი ეტეოდა.
29. გემზე მყოფ 20 სამაშველო ნავში ჩაეტეოდა 1178 ადამიანი. თითოში 47, რაც აშკარად არ ეყოფოდა 2201 ადამიანს. ყველა რომ შევსებულიტო ბორტზე 1023 ადამიანი დარჩებოდა. გარდა ამისა ეკიპაშის წევრებმა თითოში დაახლოებით 25 ჩასვეს, რადგან თვლიდნენ რომ მეტის ჩასმა არ იქნებოდა უსაფრთხო. ეს არაა მართალი რადგან ის “დატესტილი” იყო 47 ადამიანზე.
30. ბედის ირონიით 1907 წელს მიცემულ ინერვიუში კაპიტანი სმიტი ამბობდა რომ 40 წლიან გამოცდილებაში არავითარი ინციდენტი არ მოსვლია…
მეორე პოსტია იმედია მოგეწონათ :)