არქივი

ანეკდოტები (ნაწილი 2)

b83bb099082b

***
– ბავშვებო, დეიდა უკვე მიდის, რა უნდა უთხრათ წასვლის წინ?
– მადლობა ღმერთს.

***
სტუმარი ბავშვს კანფეტს მოუტანს. მამა ეუბნება შვილს:
– აბა რა უნდა უთხრა დეიდას?
– კიდე მინდა!

***
– რატომ გაქვს ასეთი დიდი ყურები? – იკითხა მაიკ ტაისონმა და… ტუჩები გაილოკა.

***
ჭიჭიკია იმ ტოტს ჭრის, რომელზეც ზის. მეზობელმა გააფრთხილა:
– ნუ ჭრი, ჭიჭიკია, მაგ ტოტს, თვარა ჩამოვარდები.
– შენ ჭკუას ნუ მასწავლი მე, – გაბრაზდა ჭიჭიკია და გაცხარებით დასცხო ნაჯახი ტოტს.
მოჭრა და ძირს მოადინა ზღართანი.
– არ დამთარსა ამ შობელძაღლმა! – ჩაიბურტყუნა თავისთვის.

***
სვანებს პიანინო დაუგორდათ და პედლებს აჭერდნენ.

***
მიხომ სიკვდილის წინ შვილებს დაუძახა. გადმოაღებინა ისრები, ერთი ისარი უFროს ვაჟს მისცა და სთხოვა, გადატეხეო. შვილმა გადატეხა. ახლა ისრების კონა მისცა. მოსწია ბიჭმა და გადატეხა.
– ვირი ხარ, შენი… – ჩაილაპარაკა მიხომ.

***
კახელი თავის მეზობელ სტუდენტს შეხვდა და მორიდებით უთხრა:
– მამაშენსა დენმა დაარტყა და მოკვდა.
სტუდენტმა ტაში შემოჰკრა:
– რას ამბობ, კახეთში დენი მოვიდა?

***
გოგოს სვანი ბიჭი მოეწონება და ეტყვის:
– გენდები, რაც გინდა, ის მიყავი.
სვანი მივარდება და ხელს მოტეხს.

***
ორი კახელი ერთმანეთს შეხვდა:
– როგორ ხარ? – ეკითხება ერთი.
– ჩონგურივითა!
– ეგ როგორღა?
– მეც სამი ლარი მაქ!

***
პეტკა და ჩაპაევი უდაბნოში მიდიან. შეხვდათ ჭა.
– არის აქ ვინმე?
– არის აქ ვინმე… არის აქ ვინმე… – ამოსძახა ექომ.
– იქნებ აქ არავინ არის?
– არავინ არის… არავინ არის…
– ბომბი ხომ არ ჩავაგდოთ?
– აქ არავინ არის… არავინ არის…

***
ჭიჭიკია და მშვენიერი ქალბატონი ერთად მოხვდნენ კუპეში…
– თუ შეიძლება, გააღეთ ფანჯარა, – სთხოვა ქალმა.
ცოტა ხნის შემდეგ:
– თუ არ შეწუხდებით, უბერავს და დახურეთ – აჟუჟუნებს თვალებს ქალი…
გავიდა დრო.
– ხომ არ შეწუხდებით, ისევ რომ გამოაღოთ?
შეწუხდა ჭიჭიკია…
– უკაცრავად, ერთი ღამით ჩემი ცოლი ხომ ვერ იქნებოდით?
– ამდენი ხანი მაგას გეჩალიჩები, – გამოუტყდა ქალი.
– ჰოდა, ეეთრიე ახლა და შენ თვითონ დახურე და აღე მაგი ფანჯარა…

***
წარსულში ცნობილი ფრენბურთელი ოთარ დობორჯგინიძე ერთ-ერთი შეჯიბრიდან საქციელ-წამხდარი დაბრუნდა – თამაში წააგეს. შინ მოხუცი ბებია შეეგება.
– რა ქენით ნენა?
– რა ვიცი, ბებო, ფორმაში არ ვიყავი და ვერ ვითამაშე.
– რა ჯანდაბამ დაგავიწყა ფორმა, ნენა?

***
უშიშროებაში მიხო პაპა ვიღაცამ ჩაუშვა – შეშაში ოქრო აქვს ჩატენილიო. ერთ დღეს მარო ეუბნება ქმარს:
– კაცო, ვიღაცეები მოვიდნენ, შეშა სულ დახერხეს და დაჩეხეს…
– მაიცა, დედაკაცო! გაზაფხულზე, მიხოი არ ვიყო, თუ მაგათ ვენახი არ გადავახნეინო!

***
რიგით ჭიჭიკიას გარდაეცვალა მამა. ასმეთაურს მიუვიდა წერილი – ოჯახი სთხოვდა, – ერთბაშად არ მიახალოთ, ინერვიულებსო.
გამოვიდა ასმეთაური, გამოიყვანა ასეული და ბრძანა:
– ყველა, ვისაც მამა გყავთ, ერთი ნაბიჯით წინ!… შენ სად მოეთრევი, საცოდავო ჭიჭიკია?!

***
ოსი ომშია. გახურებული ბრძოლაა, მაგრამ სანგრიდან თავს არ ყოფს. უფროსი გაუბრაზდა, – ადექი, იბრძოლე, მაშ, აქ რისთვის ხარო.
– სენი წილიმე, უფროსო, მე აქ მოხალისედა ვარ წამოსული, მაგრამ სახალისოს ვერაფერს ვხედავო, – უპასუხა ოსმა.

***
ჭიათურელ ბიჭს, სკოლაში პასტა გადაეყლაპა. შეშინებულმა მასწავლებლებმა, მამამისს დაურეკეს:
– ბატონო, თქვენმა შვილმა პასტა გადაყლაპა!
– თქვენ ნუ ნერვიულობთ. ჯერ ფანქრით წეროს. მალე მოვალ და სხვა პასტას მოვუტან.

***
ღვინის სმაში ჩემპიონატი ჩატარდა. ფინალში თელაველი მიხო და იაპონელი გავიდნენ. იაპონელებმა, სასწრაფოდ ღვინის მსმელი რობოტი გამოიგონეს და თავიანთი ფალავანი შეცვალეს. ფინალისტები ერთ ოთახში ჩაკეტეს და 2 ტონა ღვინო დაუტოვეს. 1 თვის მერე მიაკითხეს და რას ხედავენ: მიხოს კისრით წამოუკიდებია რობოტი და ემუქრება:
– მე შენი “სვეჩკების” დასველება არ ვიცი! დალიე, თორე დედას გიტირებ!

***
გერმანულის მასწავლებელი ეკითხება მოსწავლეს:
– როგორ არის წიგნი გერმანულად?
– ბუხ! – პასუხობს ბავშვი.
– ორი?
– ბუხ, ბუხ!
– სამი?
– ბუხ, ბუხ, ბუხ!
– მასწავლებელო, ბიბლიოთეკა არ ჰკითხოთ, თორემ აგვაფეტქებს, – ურჩია მეორე მოსწავლემ.

***
ჭიჭიკიას ძაღლი უკბენს. შეწუხებულმა ძაღლის პატრონმა თავი გამოიდო:
– ვაიმე, ჩემი სიკვდილი, ბატონო, შარვალი ხომ არ გაუხევია?
– არა, რავა გეკადრებათ, ამიკაპიწა და ისე მიკბინა.

***
მიხო საფრანგეთში ჩავიდა და პარიზის ერთ-ერთ ხუთვარსკვლავიან სასტუმროში გაჩერდა.
– მუსიე, როდისთვის გაგიმზადოთ აბაზანა?
მიხომ თავი მოიქექა:
– ჰოო, ახლა ორშაბათია, არა? შაბათისთვინა.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button