არქივი

მსოფლიოს უდიდესი მდინარეები…

4368a7c36bbb
მსოფლიოს უდიდესი მდინარეები. ამის უნახავად არ გახვიდეთ საიტიდან, ძაან მაგარია დამერწმუნეთ!!

მდინარე, წყლის ნაკადი, რომელიც ბუნებრივ კალაპოტში მიედინება და თავისი აუზის ზედაპირული და მიწისქვეშა ჩამონადენით საზრდოობს.

1 ნილოსი:
მდინარე აფრიკაში. მიჩნეულია მსოფლიოს უგრძეს მდინარედ. წარმოიქმნება თეთრი ნილოსისა და ცისფერი ნილოსის შეერთებით. მდინარის სიგრძე კაგერას სათავიდან 6671 კილომეტრია. აუზის ფართობი – 2870 ათასი კმ^2. ჩაედინება ხმელთაშია ზღვაში, შესართავთან წარმოქმნის საკმაოდ დიდ დელტას.
ნილოსის ჩრდილოეთი ნაწილი, სუდანიდან ეგვიპტეში გადასვლის შემდეგ, მთლიანად უდაბნოში მიედინება. სწორედ ნილოსზე იყო მთლიანად დამოკიდებული ძველი ეგვიპტის ცივილიზაცია. თანამედროვე ეგვიპტის ყველაზე დიდი ქალაქები სწორედ ნილოსის ამ ნაწილში მდებარეობს, ასუანის კაშხლის ჩრდილოეთით, ისტორიული, ძველი ეგვიპტის ძეგლების სიახლოვეს.

9c67088b1c44

168a51f7791f

2 ამაზონი:
ამაზონი – მდინარე სამხრეთ ამერიკაში. მდინარე უდიდესია მსოფლიოში აუზითა და წყალუხვობით. წარმოქმნილია მდინარე მარანიონისა და უკაიალის შეერთებით. მდინარის სიგრძე მარანიონის სათავიდან 6400 კილომეტრია, უკაიალის სათავიდან – 7025 კმ. აუზის ფართობი – 7180 ათასი კმ^2. უდიდესი შენაკადებია რიუ-ნეგრუ, მადეირა, ტოკანტინსი. მის დელტაში მდებარეობს კუნძული მარაჟო, რომელზედაც თავისუფლად დაეტეოდა ისეთი ქვეყანა როგორიცაა ბელგია.ამაზონის აუზის დიდი ნაწილი მდებარეობს ბრაზილიაში, სამხრეთ-აღმოსავლეთი და აღმოსავლეთი ნაწილი – ბოლივიაში, პერუში, ვენესუელაში, ეკვადორსა და კოლუმბიაში. ამაზონი ეკვატორთან ახლოს ჩაედინება ატლანტიის ოკეანეში.სახელწოდებას უკავშირებენ მდინარის შესართავში მოქცევით გამოწვეული ტალღების სახელს – პოროროკას, რომელსაც ტუპი-გუარანის ინდიელთა დიალექტზე „ამაზუნუ“ ეწოდება. ინდიელები ამაზონს უწოდებენ პარანა-ტინგას (თეთრი მდინარე) პარანა-გუასუს (დიდი მდინარე).
მდინარე სათავეს პერუს მაღალმთიან რეგიონში იღებს და ბრაზილიის გავლით მაკაპას სანაპირომდე მიედინება. მდინარესა და მის შესართავებს გარს ერტყმის ტროპიკული ნოტიო ტყეები. ამ ტყეებში ხეები 20-სართულიანი შენობის სიმაღლის იზრდება. ამაზონის ჯუნგლებში მსოფლიოში ყველაზე მეტი სახეობის ცხოველი ბინადრობს,ტყეში დაახლოებით 1500 სახეობის ფრინველი ბუდობს, ამაზონის წყლებში კი 3000 სახეობის თევზი დაცურავს. ხვლიკები და გველები ხმელეთზე დასრიალებენ. ამაზონის ტყეებში 800-ზე მეტი ტიპის ძუძუმწოვარი ცხოველი (მათ შორის მსოფლიოში ყველაზე ბევრი ღამურა) და ურიცხვი მწერიც
ბინადრობს.

ce8fe363f987

3d369a07a6d8

3 მისისიპი:
მისისიპი (Mississippi ადგილობრივი ამერიკელების ენაზე ნიშნავს „დიდ მდინარეს”) – მდინარეა აშშ-ში, ერთ-ერთი უდიდესი მდინარე მსოფლიოში. მისი სიგრძეა 3,734 კმ. აუზის ფართობი კი 2,981,076 კმ².
მისისიპი სათავეს იღებს მინესოტას შტატში (ქ. მინეაპოლისი, ქ. სენტ პოლი), კანადის საზღვართან ახლოს და მიედინება აშშ-ის შუაგულში. გაივლის უისკონსინის, აივოვას (ქ. დანევპორტი), ილინოისის, მისურის (ქ. სენტ ლუისი), კენტუკის, ტენესის (ქ. მემფისი), არკანზასის და მისისიპის შტატებს. მდინარის ბოლო მდებარეობს ლუიზიანას (ქ. ბატონ-რუჟი) შტატში, ნიუ-ორლეანის სამხრეთით და ჩაედინება მექსიკის ყურეში, სადაც ქმნის დიდ და ფართო დელტას.
მისისიპის ბევრი შენაკადი აქვს. მისი აუზი მოიცავს აშშ-ის დიდ ნაწილს. მდინარის რამდენიმე მნიშვნელოვანი შენაკადია მდ. მინესოტა, მდ. უისკონსინი, მდ. ილინოისი, მდ. მისური, მდ. ოჰაიო, მდ. არკანზასი.
მისისიპი, აშშ-ის ისტორიაში, ტრანსპორტირების საშუალების უდიდეს როლს ასრულებდა. როდესაც აშშ-მა დამოუკიდებლობა გამოაცხადა, მდინარე მისისიპიზე აშშ-ის დასავლეთ საზღვარი გადიოდა.
მისისიპის ბინადრებს დიდ საფრთხეს უქმნის ქიმიკატები, რომელებიც ფერმებიდან ჩაედინება მდინარეში და მის შენაკადებში და რომლებიც შემდეგ მექსიკის ყურეში გროვდება.
მდინარე საზრდოობს წვიმის წყლით და თოვლის ნადნობით. გაზაფხულ-ზაფხულში ხშირია წყლის მატება. კატასტროფული წყალდიდობები იყო 1844, 1093, 1913, 1927, 1937, 1947, 1951, 1952 და 1965 წლებში. დაბალ დინებაში აშენებულია ჰიდროტექნიკური დამბები, მაგრამ ხანდახან მათაც არ შეუძლიათ დაიცვან მდინარესთან ახლოს მცხოვრები მოსახლეობა წყალდიდობისგან.

80772a4e61ff

117a6f604e06

4 ობი:
ობი (რუს. Обь) – მდინარე რუსეთში, დასავლეთ ციმბირში. რუსეთის სიგრძით მეოთხე მდინარე (სიგრძე 2,962 კმ). ობს მსოფლიოში უგრძესი შესართავი აქვს. აუზის ფართობი შეადგენს 2,972,497 კმ²-ს.
მდინარე წარმოიქმნება ალტაის მხარეში, ქალაქ ბისკიდან 26 კმ-ის მოშორებით, მდინარეების – ბიასა და კატუნის შეერთების შედეგად. თავის მხრივ, ორივე ეს მდინარე ალტაის მთებში იღებს სათავეს, ბია გამოედინება ტელეცკოეს ტბიდან, ხოლო კატუნი ბელუხას მთიდან. წარმოქმნის შემდეგ, ობი მიიკლაკნება ჯერ ჩრდილოეთით და შემდეგ დასავლეთით, სანამ ის მიაღწევს 55° ჩ-ს, სადაც ის გეზს ჩრდილო-დასავლეთისკენ იღებს, შემდეგ კი კვლავ ჩრდილოეთით, სადაც წარმოქმნის 970 კმ-ის ობის ყურეს, კარის ზღვის ნაწილს.
ობს მრავალი შენაკადი აქვს, მაგრამ მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ირტიში, რომელიც ჩინეთში იღებს სათავეს. აღსანიშნავია, რომ ირტიში, მისი სათავიდან ობთან შერწყმამდე, ამ უკანასკნელზე გრძელია.

aecd2903383d

5 ამური:
ამური — მდინარე რუსეთში, ჩინეთსა და მონღოლეთში. მონღოლები ამურს უწოდებენ «ხარა-მურენ» («შავი მდინარე»), ჩინელები — «ხეილუნძიანი» (ჩინ. «შავი დრაკონის მდინარე»).
მდინარის სიგრძეა – 4444 კმ, საიდანაც 2874 კმ საკუთრივ ამურის სიგრძეა, დაწყებული ორი მდინარის (შილკა და არგუნი) შეერთებიდან სახალინის ყურემდე.
რუსეთის მდინარეებს შორის ამურის ბასეინის ფართობი (1885 ათ. კვ. კმ) მეოთხე ადგილზეა, მსოფლიოში კი – მეათეზე.
მთავარი შენაკადები: ზეა, უსური, ბურეა, სუნგარი, ამგუნი, ანიუი, ტუნგუსკა.
ქალაქები ამურზე: ამურსკი, ბლაგოვეშენსკი, ხაბაროვსკი.

24a5800e511f

0952f94d444d

6 ხუანხე:
ხუანხე, იგივე ყვითელი მდინარე — მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი მდინარე. სიგრძით მეორეა ჩინეთში და მეშვიდე მსოფლიოში. სიგრძე შეადგენს 5,464 კმ-ს. სათავეს იღებს დასავლეთ ჩინეთში, ცინხაის პროვინციაში, ბაიან-ჰარის მთებში. ამის შემდეგ, გადაკვეთს ჩინეთის 9 პროვინციას და ჩაედინება ბოჰაის ზღვაში. ხუანხეს აუზი აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ გადაჭიმულია 1900 კმ-ზე, ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ 1100 კმ-ზე, ხოლო ფართობი შეადგენს 742,443 კმ²-ს.
ხუანხეს ჩინური ცივილიზაციის აკვანს უწოდებენ, რადგან სწორედ მის აუზში ჩაისახა ადრეული ჩინეთის ისტორიაში ყველაზე აყვავებული – ჩრდილოეთ ჩინური ცივილიზაცია.

0ffd941d63cf

წესით უნდა მოგწონებოდათ.. :) არა? კიდევ შემოგთავაზებთ ასეთ პოსტებს.. ;)

წყარო: ვიკიპედია

მსგავსი ამბები

Back to top button