არქივი

პიერ პაოლო პაზოლინი

d806b0145823

პიერ პაოლო პაზოლინი (დ. 5 მარტი, 1922 – გ. 2 ნოემბერი, 1975) – იტალიელი პოეტი, ინტელექტუალი, კინორეჟისორი და მწერალი.

პაზოლინი იყო გამოჩენილი ფილოსოფოსი, ლინგვისტი, რომანისტი, დრამატურგი, კინორეჟისორი, გაზეთების და ჟურნალების მესვეტე, მსახიობი, მხატვარი და პოლიტიკური მოღვაწე. განსაკუთრებით ცნობილია თავისი ფილმებით: “აკატონე”, ”მათეს სახარება”, ”დეკამერონი”, ”კენტერბერიული მოთხრობები”. პაზოლინი საკუთარ თავს ”კათოლიკე მარქსისტს” უწოდებდა. თავისი შემოქმედებით თანამედროვე საზოგადოებაში გემოვნების უქონლობაზე მიუთითებდა. მისი მეგობარი, მწერალი ალბერტო მორავია მას XX საუკუნის მეორე ნახევრის ”დიდ იტალიელ პოეტს” უწოდებდა.
პაზოლინი და მისი მეგობარი მწერალი ალბერტო მორავია

c3e08663f126

პიერ პაოლო პაზოლინი დაიბადა მემარცხენე პოლიტიკური ორიენტაციით გამორჩეულ ქალაქ ბოლონიაში. პაზოლინის მამა ფაშისტი იყო. მოგვიანებით პაზოლინი აღნიშნავდა, რომ თავის ფილმში ”ოიდიპოს მეფე” საკუთარი წინააღმდეგობებით აღსავსე ბავშვობა აღწერა.

a33cf0649bf9

პაზოლინის ოჯახი წარმოშობით იტალიის ჩრდილო აღმოსავლეთის მხრიდან – ფრიულიდან იყო, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა, ძირითადად, რეტო-რომანულ დიალექტზე, ფრიულანოზე მეტყველებს. მოგვიანებით პაზოლინიმ საკუთარი გამოხატვის ფორმად რომის გარეუბნების უხეში ენა აირჩია. ბავშვობის დიდი ნაწილი მან დედამისის მშობლიურ მხარეში – კაზარსა დელა დელიციაში, ვენეციის ჩრდილო-აღმოსავლეთით გაატარა. ამ პერიოდში ის დაინტერესებული იყო ამ რეგიონის დიალექტით.

პაზოლინი დედასთან ერთად

15b1b9f565bb

1937 წელს პაზოლინი მშობლიურ ქალაქს დაუბრუნდა და ხელოვნების ისტორიის და ლიტერატურის შესწავლა დაიწყო ბოლონიის უნივერსიტეტში. ამ ხანებშივე დაიწყო სტატიების გამოქვეყნება პოლიტიკურ და ლიტერატურულ ჟურნალ ”არქი ტრავეში” და წერდა ლექსებს ფრიულურ დიალექტზე. პაზოლინის ლექსების პირველი კრებული ”Versi a Casarsa”, საკუთარი ხარჯით, 1942 წელს გამოსცა. მასში დიდი სიყვარული გამოხატა ”მშობლიური ენის”, ფრიულური ბუნების და მისი მცხოვრებლების მიმართ.

მდიდარი გლეხის ოჯახიდან გამოსული, მოკრძალებული და სათნოებით აღსავსე დედისა და გაღატაკებულ, არისტოკრატიული წარმომავლობის ამპარტავან და ფაშისტ მამას შორის არსებულმა მუდმივა უსიამოვნებამ პაზოლინის ადრეულ ასაკშივე ჩამოუყალიბა ურყევი პოზიცია, რომელიც ყოველთვის ჩაგრულთა, დამცირებულთა, განდევნილთა და მარგინალთა თანადგომაში გამოიხატება. ჯერ კიდევ მაშინ, როცა უნივერსიტეტში პროფესორ ლონგისთან ხელოვნების ისტორიას ეუფლებოდა, მას იტაცებდა არა იმდენად რომის კლასიკური არქიტექტურა ან საერთოდ იტალიური რენესანსის აკადემიური სტილი, რამდენადაც პერიფერიებში განვითარებული ნაკლებად რაფინირებული, წონასწორობას მოკლებული “კუსტარული” ხელოვნება, რომელიც ცოცხალ მუხტს შეიცავდა. თავის ლიტერატურულ ნაწარმოებებს პაზოლინი “მაღალ”, ლიტერატურულ იტალიურზე კი არა, არამედ ფრიულურ დიალექტზე ქმნიდა, რომელიც (სხვა დიალექტებთან ერთად, რომლებსაც ასევე სწავლობდა პაზოლინი) სულ უფრო და უფრო იდევნებოდა, იკარგებოდა და შესაბამისად ღარიბდებოდა იტალიური ენა.

პაზოლინის “გამომწვევი დამოუკიდებლობა” მხოლოდ ნეო-ფაშისტებს როდი აღიზიანებდა – მას ხშირად კიცხავდნენ მემარჯვენეებიცა და მემარცხენეებიც, კომუნისტებიცა და სექსუალურ უმცირესობათა უფლებების დამცველი აქტივისტებიც, რადგან მისი წინააღმდეგობა არ იყო “კამპანიური” და ის ყოველთვის მარტოობაში გამოიხატებოდა. სამოციანი წლების სტუდენტური მღელვარების დროსაც კი, როცა უკვე ყველა დასავლელი ინტელექტუალი აშკარად გამოხატავდა თანადგომას, პაზოლინის სრულიად განსხვავებული პოზიცია დაიკავა და საწყალი პოლიციელების მხარე დაიჭირა, რომლებიც თავად არიან სისტემის მსვერპლნი, რადგან სახელმწიფო სამსახურში მოწოდების კი არა, თავიანთი მრავალსულიანი ოჯახებისათვის ელემენტარული საარსებო საშუალების მოსაპოვებლად დგანან.

“ყოველთვის მკიცხავდნენ არა იმდენად როგორც ჰომოსექსუალს, არამედ როგორც მწერალს, რომლის მიდრეკილებებით შანტაჟირებასაც ვერ ახერხებდნენ; ვერ ახერხებდნენ ამგვარად ეიძულებინათ ჩამდგარიყო საერთო მწკრივში. სინამდვილეში სკანდალი გამოწვეული იყო არა მარტო იმიტომ, რომ არ ვმალავდი ჩემს მამათმავლობას, არამედ იმითაც, რომ საერთოდ არაფერს ვუვლიდი დუმილით გვერდს. სიძულვილსა და შეურაცხყოფას იმით უფრო ვიწვევდი , რომ სიტყვის თავისუფლების უფლებას ვიყენებდი, ვიდრე სექსუალური გადახრებით, სხვაგვარად რომ ვთქვა, მოქმედ ნორმებთან შეუთავსებლობით..” – პასუხობდა ის ერთ-ერთ ინტერვიუში.

2ade819fd46f

თითქმის ყოველი მისი ფილმი სკანდალს იწვევდა. ფილმებს ასამარლებდნენ, საბოლოოდ კი მაღალმხატვრულ ნაწარმოებებად აღიარებდნენ, რომელთაც თვით ვატიკანი აჯილდოვებდა ქრისტიანული იდეებისა და ჰუმანურობისათვის. პარადოქსულობა და წინააღმდეგობრიობა პაზოლინის ცხოვრების მუდმივი განმსაზღვრელი იყო. როგორც თავად აღნიშნავდა, კონფლიქტური ხასიათი უკვე თავად მის სახელში იყო ჩადებული – პიერ-პაოლო რადიკალურად განსხვავებული წმინდანების – პეტრესა და პავლეს საპატივცემულოდ დაარქვეს.

e9a3fe2d7e7f

ჰომოსექსუალობა 1975 წელს მომხდარი ერთ-ერთი უსასტიკესი მკვლელობის მიზეზი გახდა – ყველა წმინდანისა და მიცვალებულის დღეს პიერ პაოლო პაზოლინის აკუწული სხეული რომის გარეუბანში, ოსტიის ერთ-ერთ ბუნკერში იპოვნეს. ეს ის ადგილი გახლდათ, სადაც რეჟისორი “სიყვარულის საძებნელად ხშირად დაეხეტებოდა მარტო”. იდუმალებით მოცული მკვლელობა… – ამბობდნენ, რომ პაზოლინიმ თითქოს თავად გამოიწვია მოწამეობრივი სიკვდილი, რითაც საბოლოოდ გაამართლა “მათეს სახარებაში” გამოყვანილ მეამბოხე ქრისტესთან იდენტიფიკაცია, რადგან მისი აზრით: “ან სიკვდილის საშუალებით უნდა გამოხატო საკუთარი თავი, ან უნდა იყო უკვდავი, ბოლომდე გამოუთქმელი.”

პაზოლინი თავისივე შემოქმედებაში გაიდეალებული ‘ლუმპენების’ მსხვერპლი გახდა. თუმცა, ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ მკვლელობას პოლიტიკური ელფერი დაჰკრავდა – სამოცდაათიანი წლების იტალიაში ნეო-ფაშისტების მკვეთრი გააქტიურება შეინიშნებოდა, რომელთაც რამდენჯერმე დაარბიეს კიდეც პაზოლინის სახლი. სწორედ ისინი უნდა ყოფილიყვნენ დამკვეთები. უკვე დახურულ პროცესს, შარშან დამნაშავის ახალი აღიარება მოჰყვა, რამაც საბოლოოდ დაადასტურა ეჭვები: მკვლელები ( როგორც აღმოჩნდა, ის ერთი კი არა, ოთხი იყო) გაშმაგებულნი ურტყამდნნ რეჟისორს და თან დასძახოდნენ: “ესეც შენ, დამპალო კომუნისტო, შენი კომუნისტური იდეებისთვის”.

4ba682cb0a48

პაზოლინის პერსონაჟების საზოგადოებისგან განდევნილი ადამიანები არიან, რომლებიც მდიდარ შინაგან სამყაროს ინახავენ ( მართალია, ცუდსაც და კარგსაც, აგრესიულსაც და ჰუმანურსაც, მაგრამ აარაერთგვაროვანს, ცოცხალს). პაზოლინის ფილმების უმეტესობა იმ დროსა და სივრცეს აღადგენს, რომელთაც ცივილიზაციის რეპრესია და სისტემატიზაცია ჯერ არ შეხებია. “პირველყოფილ ბარბაროსობაში არის რაღაც წმინდა, კარგი და სისასტიიკის გამოვლენა უკიდურესად იშვიათია. ასეა თუ ისე , რაც უფრო პირველყოფილია, მით ნაკლებად ანგარებიანი, ანგარიშიანი, აგრესიული და ტერორისტულია” – ამბობდა პაზოლინი ერთ-ერთ ინტერვიუში. მისი აზრით, თანამედროვე კაპიტალისტურ სამყაროში სიყვარულიც გათვლით ხდება, ადამიანის ყველაზე ინტიმურიც ნორმირებულია. ამიტომაც ევლინება ტიპიურ მსხვილბურჟუაზიულ ოჯახს ღმერთი (თუ ანგელოზი) ადამიანური სახით “თეორემაში”, ისე, როგორც თავის დროზე დიონისე მოევლინა ხალხს, რათა შეახსენოს ადამიანებს, რომ იცხოვრონ და უყვარდეთ. უყვარდეთ ყოველგვარი ანგარებისა და საზოგადოებრივი ნორმების, ჩარჩოების გარეშე, ისე, როგორც მისი ‘სიცოცხლის ტრილოგიაში” , რომლის შესახებაც პაზოლინი წერდა: “მე ვაჩვენებ ფეოდალურ სამყაროს, სადაც ეროსი განსაკუთრებული სიღრმით, სიშმაგითა და ბედნიერებით განიცდება.; სადაც ყველა ადამიანს, თვით ყველაზე მდაბიოს ჩათვლით, საკუთარი ღირსების შეგრძნება გააჩნია,. მე ვაცოცხლებ ამ სამყაროს და გეუნბებით, გიყვებით, გახსენებთ , როგორი იყო ეს სამყარო”…

a9583a797c20

ის სამყარო კი სადაც პაზოლინი ცხოვრობდა და ჩვენც ვაგრძელებთ ცხოვრებას, სიყვარულისგან ძალზე გაუცხოებული და ქსენოფობიურია.
“სიკვდილის ანგელოზმა”, როგორც მას ხშირად უწოდებენ ხოლმე, ანდერძად “სალო” დაგვიტოვა და უკანასკნელად გაგვაფრთხილა: “თქვენი თავის ნუ შეგეშინდებათ, ბოლოს და ბოლოს შეიძლება დაიღუპოთ, მაგრამ ვინა თქვა, რომ სიკვდილია –ყველაფრის დასასრული?”

1388deafed8b

”ჩემს დაუბადებელ ვაჟიშვილს” (პიერ პაოლო პაზოლინი)

იქ მდინარესთან ახალი და ქათქათა ხიდის

ახლოს, რომელიც ფაშისტების საამებლად

კათოლიკებმა მოამთავრეს,-იქ, ფრიზებს შორის

რიოშ ნანგრევებს და ნახევარკოლონებს შორის

ქალების დასტა კლიენტების მოლოდინში მზეზე თბებოდა

და იმით შორის ფრანკა, გოგონა ჩამოსული ვიტერბოს მხრიდან.

თუმცა გოგონა, მაგრამ უკვე დედა და თანაც

რა სხარტი ვინმე, რა მსუბუქად მოიჭრა ჩემი

მანქანის კართან, თან იმგვარი თავდაჯერებით

რომ შემეცოდა. შემოვიდა და მოკალათდა

ბიჭუნასავით მხიარული და ჩვენ გავქანდით

კასიის მხარეს, გზაჯვარედინს გავცდით თუ არა,

მზის ქვეშ ცარიელ გზატკეცილზე გავიჯირითეთ

ცარცის კარიერს და ტრიპოლის ქოხების გასწვრივ

და მივაღწიეთ იმ ალაგსაც: ეს იყო მდელო,

ღრმა მღვიმეებით ჩამოსერილ გორაკის ძირას,

ბებერი ცხენი მოშორებით, ნამიან მოლზე

და ცარიელი მანქანა ბუჩქებს მოფარებული,

სადღაც, სულ ახლოს მხიარული ექო გასროლის,

ირგვლივ ბავშვები, ღარიბები და წყვილები ახალ-ახალი,

რა სავსე იყო იმ დღეებსი ჩემი ცხოვრება, საქმიანობა,

არავითარი უთანხმოება, არავითარი შიში და ძრწოლა,

მე წლიდან წლამდე აგრე მშველოდა

-თანდაყოლილი სიმსუბუქე, ჯანმრთელობა, აღფრთოვანება,

მერე კი ფიქრის სინათლე, თუმცა ზოგჯერ ცოტა საეჭვოც,

-სიყვარული და ძლიერება და აზროვნება,

რომელიც უკვე ცხოვრებამ მომცა,

და მაინც არ დაბადებულა ჩემი პირველი

და ერთადერთი ვაჟიშვილი,

და მე არ ვნანობ, რომ აქ არა ხარ

და არც არასდროს მოხვალ ამქვეყნად.

ბერნარდო ბერტოლუჩი და პიერ პაოლო პაზოლინი
e21f8f2e67a3

ანა მანიანთან ერთად
3e3d42601255

ფილმოგრაფია:

1აკატონე – Accattone, 1961

0290ecf2af08

d4ba9339e2fe

2.“Mamma Roma”, 1962

226a6d694e8f

48beb18aa63f

3. ”მათეს სახარება” – ”The Gospel According to Saint Matthew” (1964)

b63c0f055855

5f4fd7ce8bdf

4. “დიდი და პატარა ჩიტები” – “The Hawks and the Sparrows”, 1966

6c9cbe2f9ada

fc8dba75d71b

5. “ოიდიპოს მეფე” – Oedipus Rex”, 1967

0b9a01d71cf5

6. ”თეორემა” – ”Theorem”, 1968

dada14affb46

c372914e7a4c

7. “მედეა” – “Medea”, 1969

e14b2f7e97ef

8. “დეკამერონი” – “Decameron”, 1971

e38ba1e64a9e

9. “კენტერბერიული მოთხრობები” – “The Canterbury Tales“, 1972

2d2d7bde06f9

44e5e8acbba9

10. “ათას ერთი ღამე” – “A Thousand and One Nights (Arabian Nights)”,1974

5c47e5d0c7dc

11. ”სალო” – ”Salo”, 1975

4ab97af82abe

3a32b972716b

წყარო : ვიკიპედია
ჟურნალი ”მე”’

მსგავსი ამბები

Back to top button