ავსტრალიის მცხოვრები Norrie May Welby (ნორი მეი-უელბი) პირველი ადამიანი გახდა, რომლის სქესიც ოფიციალურ დოკუმენტებში აღნიშნულია, როგორც „განუსაზღვრელი“, წერს ბრიტანულ ”The Daily Telegraph”.
მეი-უელბი შოტლანდიაში დაიბადა 1961 წელს; მისი მოქალაქებაა: დიდი ბრიტანეთი.
მისი სქესი დაბადებისას მამრობითი იყო. ოჯახში პრობლემების გამო, შვიდი წლის ასაკში ის მშობლებთან ერთად ავსტრალიაში გადავიდა საცხოვრებლად, კერძოდ პერტში (Pert), აღმოსავლეთ ავსტრალია. 1989 წლის 3 აპრილს, 28 წლის ასაკში ნორი მეი-უელბის სქესის შეცვლის ოპერაცია გაუკეთეს. თუმცა ქალად გადაქცევიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ ნორიმ ჰორმონალური პრეპარატების მიღება შეწყვიტა, რადგან მიაჩნდა, რომ მას არც ქალის სქესი შეეფერებოდა.
გულახდილად რომ ვთქვათ, მას ქალად ყოფნა არ მოეწონა, მაგრამ მანამდე კი მამაკაცად ყოფნასაც ვერ იტანდა, ასე რომ, ნორი გახდა არარაობა…
ამჟამად მეი-უელბი 48 წლისაა და საკუთარ თავს არც ქალად და არც მამაკაცად არ მიიჩნევს. მისი აზრით, ოფიციალურ დოკუმენტებში ნებისმიერი სქესის მითითება ტყუილი იქნება. მის დოკუმენტებში შესაბამისი ცვლილების შეტანის თხოვნით უელბიმ ავსტრალიის შტატ ახალი სამხრეთ უელსის ხელისუფლებას მიმართა. მის მიმართვას თან ახლდა ექიმების შენიშვნაც, რომლებმაც ვერ შეძლეს ამ ადამიანის სქესის დადგენა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა მის თხოვნას დადებითად უპასუხეს.
სხვათა შორის, ყველაზე ძლიერი მხარდაჭერა ნორის პრობლემებზე აღმოუჩინა ბრიტანულმა ორგანიზაციამ „The Gender Trust”;
ისმება კითხვა , თუ მსოფლიოს რომელი ქვეყნის პასპორტში შეიძლება სქესის არჩევა სამი ვარიანტიდან?
ავსტრალიის მოქალაქეებმა უფლება მიიღეს, პასპორტში მიუთითონ საკუთარი სქესი, მამრობითისა და მდედრობითის გარდა, ასევე როგორც განუსაზღვრელი. ამის შესახებ იტყობინება Associated Press. ახალი სქესობრივი მიკუთვნების აღნიშვნა დოკუმენტებში მოხდება ასო „X“-ით („იქსი“).
… ABCგვახსენებს, რომ ავსტრალიაში პასპორტი ვინაობის იდენტიფიკაციისთვის მეორეხარისხოვანი დოკუმენტია. უფრო მნიშვნელოვანია დაბადების მოწმობა, რომელშიც სქესობრივი მიკუთვნების შესახებ ჩანაწერის შეცვლა კვლავინდებურად მხოლოდ სქესის შეცვლის ოპერაციის გავლის შემდეგ არის შესაძლებელი.